16 პრაქტიკული გზა წყალბადის ზეჟანგის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

Загрузка...

ყველა ფიქრობს, რომ წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ ჭრილობების დასამუშავებელი საშუალებაა, OXOTV-ის რედაქცია კი დღევანდელი მასალით დაგიმტკიცებთ, რომ მისგან გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე ელით:

1. საჭრელი დაფის გასუფთავება
16 პრაქტიკული გზა წყალბადის ზეჟანგის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

საჭმლის ნარჩენები დაფაზე აუცილებლად რჩება. მოასხით ხსნარი დაფას, გახეხეთ, გარეცხეთ და შემდეგ გააშრეთ.

2. პირის ღრუს სავლები საშინაო პირობებში
16 პრაქტიკული გზა წყალბადის ზეჟანგის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

პირის ღრუს წყალბადით გამოვლება ანადგურებს ბაქტერიებს, გეხმარებათ კარიესისა და პაროდონტიტის მკურნალობაში. გამოივლეთ პირის ღრუ წყალბადის 3%იანი ხსნარით (მთავარია, არ გადაყლაპოთ!).

3. სტერილური უნიტაზი
16 პრაქტიკული გზა წყალბადის ზეჟანგის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

ასეთი წმენდა არამხოლოდ ბაქტერიებს ანადგურებს, არამედ ათეთრებს ნიჟარასაც. მოასხით უნიტაზს გაუზავებელი წყალბადი, გააჩერეთ 15 წუთი და ჩარეცხეთ.

4. კბილის ჯაგრისის დეზინფექცია
16 პრაქტიკული გზა წყალბადის ზეჟანგის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

ექიმები კბილის ჯაგრისის გამოცვლას გვირჩევენ, თუმცა, შეგიძლიათ წყალბადით მისი დეზინფიცირებაც. დაასხით ჯაგრისს 3%იანი ხსნარი. 2-5 წუთი სრულებით საკმარისია დეზინფექციისთვის, გამოყენებამდე კი გარეცხეთ ჯაგრისი.

5. ტანსაცმლის გათეთრება
16 პრაქტიკული გზა წყალბადის ზეჟანგის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

ვერ ამოგყავთ ყვითელი ლაქები თეთრი ტანსაცმლიდან? ნუ იდარდებთ, მისი მოშრება ძვირადღირებული საშუალებების გარეშეც შეგიძლიათ - 10 ლიტრ წყალში 2 ს/კ წყალბადი. ჩაალბეთ ტანსაცმელი 2-3 საათით და პერიოდულად გახეხეთ.

6. იატაკის სრული დეზინფექცია ქლორის გარეშე
16 პრაქტიკული გზა წყალბადის ზეჟანგის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

ქლორი ტოქსიკური ნივთიერებაა. წყალბადის ზეჟანგს კი არც სუნი აქვს და არც მავნე ეფექტი. ერთ სათლს წყალზე 1 ბოთლი წყალბადის ზეჟანგი დაგჭირდებათ.

7. შავი ობის წინააღმდეგ ბრძოლა
16 პრაქტიკული გზა წყალბადის ზეჟანგის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

წაუსვით ობით დაზიანებულ მონაკვეთებს 3%-იანი ხსნარი და დაამუშავეთ ზედაპირი. არ გააჩეროთ ხსნარი დიდხანს, მალევე ჩამორეცხეთ.

8. სოკოს მოშორება
16 პრაქტიკული გზა წყალბადის ზეჟანგის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

დაიმუშავეთ დაზიანებული ფრჩხილები წყალბადის ხსნარით დღეში ორჯერ.

გააგრძელე კითხვა: 1 2

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: