6 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ კბილის მგრძნობელობის შემცირებაში

Загрузка...

რა იწვევს კბილების მგრძნობელობას და როგორ უნდა ავიცილოთ იგი თავიდან. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 6 რჩევას კბილების მგრძნობელობის შესამცირებლად.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადგინა, რომ ყოველი მერვე ადამიანი კბილის ჰიპერსტეზიით. თუ გიწევთ თავის შეკავება ცივი და ცხელი სასმელებისგან, ტკბილი და მჟავე პროდუქტებისგან, დიდი ალბათობით, მომატებული მგრძნობელობა გაქვთ. ეს კბილის ემალის - მყარი დამცავი ფენის დაზიანების შედეგად ხდება.

ჰიპერსტეზიის სხვა მიზეზები მოიცავს თავად კბილისა და ბჟენის მთლიანობის დარღვევას, ღრძილების დაავადებას, ქსოვილების ასაკობრივ ცვლილებებს.

6 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ კბილის მგრძნობელობის შემცირებაში

არსებობს სიმპტომატიკის შემცირების რამდენიმე ხერხი. თუ ისინი არ გეხმარებათ, მიმართეთ სტომატოლოგს, რათა მან დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.

რა ზომების მიღება შეგიძლიათ?
  1. მიუდექით კბილების ხეხვას უფრო ბუნებრივად
    კბილების ინტენსიურმა ხეხვამ, შესაძლოა ღრძილებისა და ემალის დაზიანება გამოიწვიოს. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და კბილებთან ერთად, გაიწმინდეთ ღრძილებიც 45 გრადუსიანი კუთხით. დღეში 2ჯერ, არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში.

  2. შეცვალეთ კბილის პასტა
    6 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ კბილის მგრძნობელობის შემცირებაში

    ბაზარზე არსებობს სპეციალური საშუალებები მგრძნობიარე კბილებისთვის. გაიარეთ კონსულტლაცია თქვენს სტომატოლოგთან, ის გირჩევთ ოპტიმალურ ვარიანტს კბილის პასტისა, რომელიც თქვენთვის გაცილებით ეფექტური იქნება.

  3. შეამცირეთ ტკბილი და მჟავე საკვების, სასმლის მიღება
    მჟავე (ციტრუსი, ღვინო, წვენები, კონსერვები) და შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტი(ტკბილი გაზიანი სასმელი, ტკბილეული) აძლიერებს მგრძნობელობას. მიიღეთ პროდუქტი, რომელიც ამყარებს კბილის ქსოვილს: რძე, რძის პროდუქტები(ყველი, იოგურტი), ხილ-ბოსტნეული, ცელულოზით მდიდარი მარცვლეული კულტურა. თუ რამე მჟავე შეჭამეთ, არ გამოიხეხოთ კბილები მაშინვე. მწვანე ჩაი ანეიტრალებს მჟავე საკვების ეფექტს.

  4. გადაეჩვიეთ კბილების კრაჭუნს
    კბილების კრაჭუნს სტრესი და ნერვული დაძაბულობა ხშირად იწვევს, ზოგიერთი ადამიანი კი კბილებს გაუაზრებლად აკრაჭუნებს ძილში. გაიკეთეთ კაპები ღამით, დაძინებამდე და ეცადეთ, გაცნობიერებულად მოიშოროთ ეს ჩვევა სტრესის დროს.

  5. თავი შეიკავეთ კბილების გათეთრებისგან
    თუ ჰიპერესთეზია გაქვთ, გათეთრება უარყოფით ეფექტს მოგცემთ. გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან ამ პრობლემის შესახებ.

  6. გამოიყენეთ პირის ღრუს ფტორისშემცვლელი სავლები
    ეს დაგეხმარებათ კბილებისცვენის შეჩერებაში და კარიესის ჩამოყალიბების შეფერხებაში. გამოივლეთ პირი ყოველ ჯერზე, კბილების გახეხვის შემდეგ.
განიხილეთ პრობლემა სტომატოლოგთან
6 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ კბილის მგრძნობელობის შემცირებაში

თუ პირის ღრუს ჰიგიენასა და დიეტას სრულად იცავთ, შედეგი კი არ გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: