ჰიპერჰიდრატაცია: შემთხვევები, რომლის დროსაც წყლის დალევა ნამდვილად არაა სასარგებლო

Загрузка...

ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ დიდი რაოდენობით წყალი უნდა დავლიოთ. რაღა თქმა უნდა, იგი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ექიმები დაუღლელად გვიმეორებენ, რომ გაუწყლოება დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. თუმცა, იცოდით, რომ ძალიან ბევრი წყლის დალევა ასევე მავნეა ორგანიზმისთვის?

OXOTV-ის რედაქცია თქვენთან ერთად განიხილავს ჰიპერჰიდრატაციას - წყლის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან გამოწვეულ მდგომარეობას:

რა არის ჰიპერჰიდრატაცია?
ჰიპერჰიდრატაცია: შემთხვევები, რომლის დროსაც წყლის დალევა ნამდვილად არაა სასარგებლო

წყლის საკმარისი რაოდენობა ეხმარება ჩვენს ორგანიზმს:
  • ტემპერატურის რეგულირებაში;
  • ყაბზობის აღკვეთაში;
  • ნარჩენების გამორეცხვაში;
  • ყველა ძირითადი ფუნქციის შესრულებაში.
ადამიანების უმრავლესობას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სიცხეში ვარჯიშობს ფიზიკურად, ყველაზე მეტად ორგანიზმის დატენიანება ანაღვლებთ. თუმცაღა, ძალიან ბევრი წყლის დალევა, ასევე, შესაძლოა საფრთხისშემცველი გახდეს ორგანიზმისთვის.

ჰიპერჰიდრატაცია - ეს არის ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსის დარღვევა. ამ დროს, ქსოვილები და ორგანოები დიდი რაოდენობით წყლითაა გაჟღენთილი. მას შეუძლია გამოიწვიოს ნამდვილი ინტოქსიკაცია წყლით. ეს მაშინ ხდება, როცა მარილი და სხვა ელექტროლიტები ორგანიზმში მეტისმეტად იხსნება.

ჰიპონატრიემია - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში ნატრიუმის(მარილის) დონე საჭიროზე ნაკლებია. მას ორგანიზმის წყლით ამონოყვა იწვევს. თუ ელექტროლიტების რიცხვი ძალიან სწრაფად ეცემა, ამან, შესაძლოა, ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ჭარბი ჰიდრატაციის შედეგად სიკვდილი ძალიან იშვიათი, თუმცა შესაძლებელია.

რა გავლენას ახდენს ნატრიუმის შემცირება ორგანიზმზე
ჰიპერჰიდრატაცია ხდება მაშინ, როცა ძალიან ბევრ წყალს სვამთ. წყლით ორგანიზმის გადავსება იწვევს მინერალებისა და მარილის, მათ შორის, ნატრიუმის დისბალანსს. შედეგად, უჯრედი წყლის დიდი რაოდენობით ათვისებას იწყებს, შედეგად კი სივდება. განსაკუთრებით საშიშია, როცა ეს თავის ტვინში ხდება, რადგან გასიებული უჯრედები თავის ქალას აწვება.

ვინ ექვემდებარება ჰიპერჰიდრატაციის რისკს?
ადამიანები, რომლებიც მკაცრ დიეტას იცავენ და ჭარბი ფიზიკური აქტივობით გამოირჩევიან, რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ასევე:
  • მარათონელები და ულტრამარათონელები;
  • ტრიათლეტები;
  • ბოდიბილდერები;
  • ველოსიპედისტები;
  • მორაგბეები;
  • მენიჩბეები;
  • სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობენ;
  • მოგზაურები.
ეს მდგომარეობა გვხვდება თირკმლებისა და ღვიძლის პრობლემებით დაავადებულ ადამიანებშიც. ჰიპერჰიდრატაცია გავლენას მოახდენს მათზეც, ვისაც გულის უკმარისობა აქვს. ამას გარდა, ეს მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, რომელიც დიდი რაოდენობით სითხეს იღებს.

წყლის ჭარბად მოხმარების გვერდითი მოვლენები
ჰიპერჰიდრატაცია: შემთხვევები, რომლის დროსაც წყლის დალევა ნამდვილად არაა სასარგებლო

როგორც ცხრილზე ხედავთ, ჰიპერჰიდრატაცია არაფრით განსხვავდება გაუწყლოების ეფექტებისგან. მას შეუძლია ფიქრების არევა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ადამიანს, შესაძლოა, განუვითარდეს თავის ტკივილები, სპაზმები, კრუნჩხვები, საერთო კუნთოვანი სისუსტე. იგრძნობთ დისკომფორტსა და ძლიერ დაღლილობას. მდგომარეობას თან ახლავს გულისრევა, ღებინება და მადის დაკარგვა.

თუ ყველაფერი ძალიან შორს წავა, ადამიანი დაიწყებს გონების კარგვას, ჰალუცინაციების დანახვას და გაუჩნდება ტვინის შეშუპება. შემდეგ მას მკვეთრად ემატება არტერიული წნევა. ყველაფერი კომამდე და შემდეგ სიკვდილამდე მიდის. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა!

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიპერჰიდრატაციას მარტივად უნდა მიუდგეთ.

ძალიან ბევრი - რამდენია?
ექიმებსაც კი უჭირთ ამაზე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, წყლის მიღების საჭიროება ყველასთვის ინდივიდუალურია. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც ამას განაპირობებს: ფიზიკური აქტივობა, მეტაბოლიზმის სისწრაფე, გარემო-პირობები, სხეულის წონა, ასაკი, სქესი და მედიკამენტების მიღებაც კი.

მათი განცხადებით, ადამიანი თავისი სხეულის მასის 1კგ-ზე 30 გრ წყალს უნდა სვამდეს. ამასთან, უნდა ეცადოთ მარილისა და წყლის ბალანსის შენარჩუნება, რათა თავიდან აიცილოთ ჰიპონატრიემია.

იმას, თუ რამდენად სწრაფად სვამთ წყალს, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს
თუ ძალიან დიდი რაოდენობით წყალს ძალიან მოკლე დროში დალევთ, შესაძლოა, კომაში აღმოჩნდეთ. მეცნიერულ ისტორიაში მოიპოვება შემთხვევა, როდესაც ქალმა ერთ საღამოს 40 ჭიქა წყალი დალია და წყლის ფატალური ინტოქსიკაციით დაასრულა სიცოცხლე.

გახსოვდეთ, რომ 1 საათში თირკმლები ატარებენ 0.5ლ წყალს, ეცადეთ, არ გადატვირთოთ ისინი. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ადამიანისთვის საკმარისია 800-1000 მლ წყალი საათში.

როგორ უნდა შეუშალოთ ხელი ჰიპერჰიდრატაციას
ჰიპერჰიდრატაცია: შემთხვევები, რომლის დროსაც წყლის დალევა ნამდვილად არაა სასარგებლო

მარათონელებს ჰიპერჰიდრატაციის თავიდან აცილება გარბენამდე და შემდეგ აწონვით შეუძლიათ - ასე გაიგებენ, რამდენი წყალი დაკარგეს ორგანიზმიდან ოფლის სახით. ყოველ დაკარგულ კილოგრამზე რეკომენდებულია 500-600 მლ წყლის მიღება.

ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს, ეცადეთ 2-4 ჭიქა წყალი მიიღოთ 1 საათში. თუ უფრო მეტხანს ვარჯიშობთ, წყლის საჭიროების განსაზღვრაში წყურვილი დაგეხმარებათ. გწყურიათ? დალიეთ წყალი!
თუ დიაბეტი, შეგუბებული გულის უკმარისობა ან თირკმლების უკმარისობა გაქვთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან წყლის საჭირო რაოდენობის გამოსათვლელად.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: