ვაშლის დროა - 5 იდეა ვაშლის მომზადებისთვის

Загрузка...

ვაშლი ხელმისაწვდომი და არაძვირი პროდუქტია, რომელსაც საკმაოდ ბევრი კერძის სრულყოფა შეუძლია. საუბარი მხოლოდ დესერტებზე როდია - ვაშლს ხარშავენ, ჯემად აქცევენ, ახმობენ, აკონსერვებენ და პიურედ აქცევენ. ამ ხილის განსაკუთრებული გემო კი მაშინ ჩნდება, როცა მას სხვა, უჩვეულო ინგერდიენტებს უმატებთ.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ ვაშლის უჩვეულოდ მომზადების 5 იდეას:

  1. მოშუშული კომბოსტო გამომცხვარ ვაშლთან ერთად
    ვაშლის დროა - 5 იდეა ვაშლის მომზადებისთვის

    მოშუშთ წითელი კომბოსტო, ამავდროულად კი გამოაცხვეთ ღუმელში ცუკინები და ვაშლის ნაჭრები. ასევე, შეგიძლიათ ხახვის რგოლების გამოცხობა, თუმცა, ეს თქვენი გემოვნებითაა. როცა ყველაფერი მზად იქნება, ფრთხილად დაალაგეთ პროდუქტი თეფშზე - არ შეურიოთ ისინი ერთმანეთს. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაპკურეთ ლიმონის წვენი.

  2. ფარშირებული გამომცხვარი ვაშლი
    ვაშლის დროა - 5 იდეა ვაშლის მომზადებისთვის

    სასარგებლო რეცეპტია, ამიტომაც იგი ხშირად შედის დიეტურ რაციონში. ვაშლიდან ამოიღეთ გული და მის ნაცვლად შეავსეთ ადგილი შაქრით(გემოვნებით), დარიჩინითა და ნიგოზით. მზა ვაშლი მარტივად დაიჭრება დანით. პროცესს 30-40 წუთი დასჭირდება. არ ღირს დესერტის ხშირი შემოწმება.

  3. სალათი ვაშლითა და მოცარელათი
    ვაშლის დროა - 5 იდეა ვაშლის მომზადებისთვის

    დაგჭირდებათ: ისპანახი, სალათის ფურცლები. ბერძნული თხილი, მოცარელას პატარა ბურთები და ვაშლები. ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად ისე, რომ სოუსის მოსხმის შემდეგ იგი რბილი გახდეს. მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 500გრ ახალი ან გაყინული შტოში, 200 გრ შაქარი, 1 ფორთოხალი(რბილობი ან წვენი), 50 მლ წყალი, 1 ჩ/კ მუსკატის თხილი, სალათს ნუ გაავსებთ სოუსით, უბრალოდ მოასხით სილამაზისთვისა და შემდეგ, სურვილისამებრ, დაუმატეთ.

  4. სალათი ვაშლითა და გოგრით
    ვაშლის დროა - 5 იდეა ვაშლის მომზადებისთვის

    რეცეპტი საკმაოდ მარტივია: დაჭერით გოგრა, ვაშლი და ავოკადო კუბებად, მოაყარეთ მზესუმზირის თესლი და გააფორმეთ პიტნითა და ბაზილიკით. შეგიძლიათ, ნიგოზიც დაუმატოთ, გემოვნებით.

  5. ფარშირებული უმი ვაშლი
    ვაშლის დროა - 5 იდეა ვაშლის მომზადებისთვის
გამოცხობა ვაშლისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, ზოგი ექსპერიმენტს ატარებს უმი ვაშლის ფარშირებითაც. ამოიღეთ ვაშლის გულები და მის ნაცვლად ჩაყარეთ ბერძნული თხილი და ხაჭო. გემოსთვის, შეგიძლიათ შაქარი და დარიჩინიც დაუმატოთ. ეს დესერტი დაუმატებს ხილს ორიგინალურ გემოს.

თქვენ როგორ ამზადებთ ვაშლს? გაქვთ განსაკუთრებული რეცეპტი? გაგვიზიარეთ თქვენი კულინარიული გამოცდილება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: