ოვულაციის დადგენის 5 მეთოდი. ის, რაც აქამდე არ იცოდით.

Загрузка...

ოვულაცია- მომწიფებული კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოდევნა. ამ პროცესის შემდგომ ის ერთ-ერთ ფალოპის მილში ხვდება და გასანაყოფიერებლად ხდება მზად. იგი მენსტრუალური ციკლის ნაწილია, მეორდება ყოველ 21-35 დღეში. დღეს OXOTV მისი დადგენის 5 მეთოდის შესახებ გესაუბრებათ.

  1. სხეულის ბაზალური სიცხის ყოველდღიური ცვლილება.

    ბაზალური ტემპერატურა ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოს, უმეტესწილად , ადგომამდე. ეცადეთ დროის ინტერვალი ნახევარ საათზე მეტი არ იყოს.ამ პროცესისას თერმომეტრი სწორ ნაწლავში 5-8 წუთი უნდა გააჩეროთ ხოლმე, ხოლო მონაცემები სქემატურად ჩაწეროთ. ზოგადად პროცედურა 3-4 თვეში ერთხელ ტარდება, თუმცა თუკი გსურთ, რომ ორსულობა დაადგინოთ, უფრო ხშირად. სხვათაშორის არ არის რეკომენდირებული ელექტრონული თერმომეტრის გამოყენება. ცვლილებები მენსტრუალური ცკლისას ყოველ დღე უნდა ჩაინიშნოთ.

    ოვულაციის დადგენის  5 მეთოდი. ის, რაც აქამდე არ იცოდით.

    გრაფიკი სულ ორი შკალისგან შედგება. ზედა შკალით სხეულის ტემპერატურა, ხოლო მარჯვნივ მყოფი შკალით მენსტრუაციული ციკლის დღეები გამოისახება. გრაფიკი ზუსტად მენსტრუაციული ციკლის დღეების მიხედვით უნდა აწარმოოთ. კალენდარული დღეები უბრალოდ დაივიწყეთ, რადგანაც ამ დროს ისინი საერთოდ არ არის საჭირო. ტემპერატურის გაზომვის შემდეგ მონაცემები სწორედ თქვენს მიერ შედგენილ გრაფაში უნდა შეიყვანოთ , რისთვისაც გადაკვეთა უნდა იპოვოთ ციკლის დღესა და შესაბამის ტემპერატურას შორის. გადაკვეთის ადგილზე დწერტილი დასვით. ორი გვერდზე მყფი წერტილი ხაზით შეერთდება, რათა სრულყოფილი გრაფიკი მივიღოთ და ტემპერატურის ცვლილების დინამიკა უფრო უკეთ წარმოჩიდეს.

    ნორმალური ბაზალური ტემპერატურა 36,8 — 36,9˚С-ი გახლავთ, ხოლო ოვულაციისას ის 0,1 — 0,5˚-ზე ეცემა. ოვულაციის შემდეგ გაზრდილი ტემპერატურა გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნებულია ხოლმე, თითქმის მენსტრუაციამდე და ამის შემდეგ თანდათანობით, ეტაპობრვად მცირდება. პირველ და მეორე ფაზებს შორის ტემპერატურა 0,4˚С-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მაღალი ბაზალური სიცხე, როგორც წესი 8 დღეზე ნაკებ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.

  2. ტესტი.
    იგი ძალიან ჰყავს ორსულობის ტესტს და მის მსგავსად სისხლში ლუტეინიზირებული ჰორმონის მომატებაზე რეაგირებს. როგორც წესი 28 დღიანი ციკლის შემთხვევაში ტესტირება მენსტრუაციის მე-11 დღიდან გახლავთ შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ციკლი 28 დღეს შეადგენს, ოვულაცია მე-17 დღესაა მოსალოდნელი. თუკი ციკლი არეული გაქვთ, გირჩევთ ყველაზე ხანმოკლე პერიოდზე ორიენტირდეთ. ტესტირებამდე სასურველია 3-4 საათით ადრე არანაირი სითხე მიიღოთ.

    ტესტი არა ოვულაციის მომენტს, არამედ ამ ჰორმონის ორგანიზმში გადასვლას აფიქსირებს. ხშირად ის ზუსტი არ არის, რადგანაც ამ ჰორმონის მაღალი დონე მუდმივად არ ნარჩუნდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუკი ტესტი ფოლიკულიდან საკვერცხის გამოსვლის შემდეგ ჩაიტარეთ, რეზულტატი მაინც შეიძლება ზუსტი არ გახლდეთ.

    მის მცდარობას რიგი ფაქტორებიც განაპირობებს, როგორებიცაა: ჰიპოფიზის შეშუპება, შიმშილი, სტრესი, პოლიკისტოზური საკვერცხეები და ა.შ.

    ოვულაციის დადგენის  5 მეთოდი. ის, რაც აქამდე არ იცოდით.

    ტესტის ტიპები:
    • ტესტი-პლანშეტი.ცარიელი ფიგურა საკონტროლო ფანჯრებით. მათგან ერთს შარდში ვათავსებთ, ხოლო ამ ჰორმონის მაღალი დონის შემთხვევაში მეორეზე 2 ხაზი ჩნდება.
    • ექსპრეს ტესტი.მას შარდში ვათავსებთ და ოვულაციის შემთხვევაში ზედ 2 ხაზი ჩნდება ხოლმე.
    • პორტაბელური მრავალნაირი სისტემები.იგი ზემოთ განხულული ტესტების მსგავსია, ოღონდ ელექტრონულ კომპლექტს წარმოადგენს. პრინციპი იგივეა. დანარჩენებისგან განსხვავებით ტესტის ეს ტიპი უფრო ინფორმატიულია და თან მენსტრუაციის ნებისმიერ დღეს შეგვიძლია ჩავიტაროთ.
    • ციფრული ტესტი.ყველაზე ზუსტი დიაგნოსტიკა. ჰორმონის დონეს ქალის ნერწყვით საზღვრავს.

  3. საკვერცხეები.
    ყველაზე ზუსტი მეთოდი. საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად რამდენიმე ფოლიკულა ვითარდება, რომელთაგან ერთ-ერთი სხვებზე დომინირებას იწყებს. როგორც წესი ის დანარჩენებისგან განსხვავებით დღეში 2-3მმ-ით იზრდება. ოვულაციის დროს მისი ზომა 18-24მმ-ს აღწევს.

  4. გვიმრის მეთოდი.ოვულაციის დადგენის  5 მეთოდი. ის, რაც აქამდე არ იცოდით.
    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოვულაციის ესტროგენების რაოდენობა იცვლება შესაბამისად ქალის ნერწყვისა და საშვილოსნოს ელის ლორწო სტრუქტურულად იცვლება. მინაზე მოხვედრის და გაშრობის შემდგომ ისინი კრისტალურად იშლება და გვიმრის ფოთლებს მოგვაგონებს.

  5. საშვილოსნოს ყელის მიერ გამოყოფილი ლორწო.

    რაც უფრო ახლოა ოვულაცია, საშვილოსნოს ყელის მიერ გამოყოფილი ლორწო მით უფრო ელასტიური და გამჭვირვალე ხდება. ასე სპერმატოზოიდს საშვილოსნოში ხელსაყრელი პირობები ექმნება.

    OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები