ფეხმძიმობის დაგეგმვა და რა უნდა გაითვალისწინოს მომავალმა დედამ წინასწარ.

Загрузка...

ფეხმძიმობა უმნიშვნელოვანესი რამ არის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ მანდილოსანს სურს, რომ დედა გახდეს, თუმცა ზოგს არ უმართლებს. ეს არ არის იოლი რამ და თანაც არც ხელწამოსაკრავი საქმე.

დღეს OXOTV ორსულობის დაგეგმვასა და ამ პროცესამდე გასათვალისწინებელ ფაქტორებზე გესაუბრებათ. თქვენ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იცოდეთ.

ცხოვრების წესი.

ცხოვრების წესს უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს. მას ადამიანის პროდუქტიულობაზე უდიდესი ზეგავლენა გააჩნია. ინდივიდის ჯანმრთელობას სწორედ მიღებული საკვები და დღის რეჟიმი განაპირობებს. ისინი, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ სიჯანსაღეზე, უმეტესწილად ადრევე ამთავრებენ საკუთარ სიცოცხლეს.

  1. მავნე ჩვევები.
    მავნე ჩვევები ადამიანის ორგანიზმისთვის მუდამ საზიანო იყო და მომავალშიც ასე დარჩება. სმა, მოწევა, გადამეტებული ყველაფერი ყოველთვის ადამიანის მტერი იყო. აქვე დავძენთ, რომ სიგარეტი ადამიანის სასუნთქ სისტემას ძირფესვიანად ანადგურებს, რომ აღარაფერი ვთქვათ საყლაპავ მილზე, რომელიც საკვების მიღებისთვისაც საჭირო გახლავთ. რაც შეეხება ალკოჰოლს, ზომა-წონა ამ მხრივად უნდა ვიცოდეთ, თუმცა ჩვენი მოდგმის უმეტესობა საერთოდ არ აქცევს ამას ყურადღებას და მთლიანად სცილდება დაწესებულ ნორმებს. გაუთავებელი სმა, გართობა და უძილობა, ადამიანის ორგანიზმს თანდათანობით, ეტაობრივად სპობს, ხოლოპიროვნებას ყოვლად უსარგებლოს ხდის. რატომ? საქმე იმაშია, რომ მავნე ჩვევები ცოცხალ არსებას პროდუქტიულობის უნარს აკარგვინებს, შესაბამისად რაიმე ახლის შექმნის სურვილი მთლიანად ქრება. ეს ყველაფერი განსაკუთრეით ქალებზე მოქმედებს, რამეთუ მათი წყალობით, მანდილოსნების დაფეხმძიმების შანსები საგრძნობლად იკლებს.

  2. წონა.
    წონა ორსულობის შეფერხების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახლავთ. ასეთ დროს ორგანიზმში ყველა პროცესი შენელებულია, ხოლო ფიზიკური აქტივობა ინდივიდს სულ უფრო იშვიათად აქვს. ზედმეტი კილოგრამები არასდროს გახლდათ პიროვნებისთვის კარგი. მას უამრავი მინუსი გააჩნია, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და უშვილობა.

    ხშირია შემთხვევები, როდესაც ჭაბრწონიან ქალებს დიდი ზომის ჩვილი გაუჩენიათ, რაც დიდად კარგი არაა. პრობლემის არსი ისაა, რომ პატარის ორგანიზმი არაა იმდენად ძლიერი, შესაბამისად ცხიმის ზედმეტ ფენებს ის საკმარისად ძლიერად ვერ უმკლავდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევების დროს ორგანოების უმეტესი ნაწილი ქოლესტერინითაა გარემოცული, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება ჰქონდეს.

    თუკი სტატისტიკას გადახედავთ, ნათლად დაინხავთ, რომ მძიმე წონის მქონე ქალბატონებს მშობიარობის პროცესი უფრო გასჭირვებიათ, რაც ისევ და ისევ ჭარბი წონის დამსახურებაა. წონა ზეწოლასა, თუ სიმძიმის შეგრძნებას აძლიერებს, ხოლო ადამიანს სიცოცხლის ხალისს, შრომის, მოძრაობის სურვილს აკარგვინებს.

  3. რაციონი.
    რაციონი ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩვენს მიერ მიღებული პროდუქტებით ჩვენივე სხეული მარაგდება.ადამიანებმა არ უნდა დავუშვათ, რომ საკუთარ ორგანიზმში შხამ-ქიმიკატები მოხვდეს, ასევე ნებისმიერი მავნე ნივთიერება. გენმოდიფიცირებული საკვები საწამლავია,
    ხოლო მისი სიყვარული ყოვლად დამღუპველი. დედობის მსურველები უნდა ეცადონ, რომ მაქსიმალურად ნატურალური საკვები მიიღონ, ამასთან იყვნენ ჯანმრთელები, დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და მეტად შეიყვარონ ბუნებრივი სასმელები. თუკი ადამიანს სურს, რომ ჯანსაღად იკვებოს, მან ცხიმიან კერძებზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას უარი. მიიღეთ მეტი ხილი, ბოსტნეული და მხოლოდ ჯანსაღი ცხიმები!

    ფეხმძიმობის დაგეგმვა და რა უნდა გაითვალისწინოს მომავალმა დედამ წინასწარ.

  4. არა!
    როდესაც ქალბატონი დედობას გეგმავს, მან არას თქმა უნდა ისწავლოს:
    • ყველაფერზე, რაც სტრესის გამომწვევია.
    • დიდი ხნით სააბაზანოში ყოფნაზე და საუნის სტუმრობაზე, რადგანაც გადახურება ადამიანს ნაკლებად ნაყოფიერს ხდის.
    • ზედმეტ კოფეინზე.
    • ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებაზე.
    • აბაზანები, რომლებიც рН -ზე მოქმედებს.

  5. ჯანმრთელობის მდგომარეობა.
    ჯანმრთელობის მდგომარეობაში მხოლოდ სხეულის სიმტკიცე არ იგულისხმება. როდესაც წყვილს შვილის ყოლა სურს, მშობლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ფსიქოლოგიურად მზად. მათ უნდა გააანალიზონ, რომ მომავალში, თუკი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება, მათი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.

    მენტალური, სულიერი მზადყოფნა ინდივიდს მშობლის ფუნქციის უკეთ შესრულებაში ეხმარება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ორსულობის დაგეგმვამდე ორივე პარტნიორმა სისხლის საერთო ანალიზი უნდა გაიკეთოს და გაარკვიონ, რომ ყველაფერი მართლაც ნორმაში აქვთ. რისთვის არის ეს საჭირო? ასე ისინი მოსალოდნელ პრობლემებს აიცილებენ თავიდან.

    მომავალ დედებს ვურჩევთ, რომ ცხოვრების აქტიური რიტმით იყვნენ დაკავებულნი, რადგანაც ნაყოფი სწორედ მათ სხეულში უნდა გაჩნდეს და გაიზარდოს. ამის გათვალისწინებით, რაც უფრო მოქნილი, თუ მტკიცე იქნება სხეული, მით უკეთესი.

ექიმთან ვიზიტი.
ფეხმძიმობის დაგეგმვა და რა უნდა გაითვალისწინოს მომავალმა დედამ წინასწარ.

ზოგადად ექიმთან ვიზიტი გარდაუვალი რამ გახლავთ. არ შეიძლება 9 თვის ხელაღებით გატარება და ყველა კონსულტაციის გაცდენა. ორსულობა სახუმარო რამ არ არის, ხოლო ექიმი თქვენ მუდამ ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენებთ.

  1. გინეკოლოგი.
    გინეკოლოგთან ვიზიტზე არავითარ შემთხვევაში უნდა თქვათ უარი. ეს ადამიანი თქვენ მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში დაგიდგებათ გვერდით და მუდამ გაგამხნევებთ, ასევე ეცდება მაქსიმალურად შეგიმსუბუქოთ ფეხმძიმობა. მის გარეშე 9 თვე ძალიან გაგიჭირდებათ. იგი მუდამ მოგცემთ მითითებებს, ასევე გასწავლით კონკრეტულ სიტუაციებში როგორ მოიქცეთ. უსამართლობა იქნება არ აღვიშნოთ ის, რომ ეს პიროვნება მთელს თქვენს ორსულობას ადევნებს თვალს და სწორედ ის არის პასუხისმგებელი დედა-შვილის მომავალზე. გინეკოლოგი მენსტრუალური ციკლსი დარეგულირებასა და სხვა საკითხებზე მოგაწვდით ამომწურავ ინფრომაციას. როდესაც გინეკოლოგი საქმის კურსშია, გართულებები, თუ სხვა პრობლემები მომავალ დედებს იშვიათად აწუხებთ.

  2. თერაპევტი.
    თერაპევტს თავისი დანიშნულება აქვს. გინეკოლოგისგან განსხვავებით მას სხვა მისია აკისრია. თავდაპირველად ისინი ქალებს შარდისა და სისხლის ანალიზს უტარებენ, რათა რომელიმე დაავადება ან სხვა დარღვევა გამორიცხონ, შემდეგ მომავალ დედას ფიზიკურად ამზადებენ იმ რთული და ხანგრძლივი პროცესისთვის, რომელსაც ორსულობა ჰქვია. თერაპევტები დედის ორგანიზმში გაჩენილ ან უკვე არსებულ ავადმყოფობებს ებრძვიან, ცდილობენ ფეხმძიმოამ მაქსიმალურად კარგად ჩაიაროს.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ ისეთი ანალიზებიც უნდა გააკეთონ, როგორებიც ინფექციური დაავადებები გახლავთ, მათ შორის წითელა. დედის ჯანმრთელობისა და წარსულში გადატანილი პრობლემების საფუძველზე, თერაპევტმა ქალბატონს მისი შვილის ჯანმრთელობაზე უნდა უთხრას, ამასთან მართებული, სწორი შენიშვნები მისცეს. მან ქალბატონებს საკუთარი თავის გაფრთხილების ნორმების შესახებ უნდა ესაუბრონ, ასევე იმ არასასურველ მოვლენებზე, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, რომ მშობიარობას სდევდეს თან.

  3. სტომატოლოგი.
    რა საჭიროა სტომატოლოგი? მან მომავალი დედის პირის ღრუს სიჯანსაღე და ორგანიზმში კაციუმის რაოდენობა უნდა განსაზღვროს. საქმე იმაშია, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ქალის ორგანიზმში კალციუმის დონე ცვლილებებს განიცდის, ხოლო სტომატოლოგმა პაციენტს სწორედ ამ მხრივ უნდა მიაქციოს ყურადღება. ბავშვის დაგეგმვის პერიოდში, ორივე მშობელი ჯანმრთელი უნდა იყოს.

  4. გენეტიკის სპეციალისტი.
    გენეტიკის სპეციალისტი საჭირო და აუცილებელიც კი გახლავთ. მისი დახმარებით თქვენ იმ მოსალოდნელი საფრთხეების მიმართ იქნებით მზად, რომლებზეც შესაძლოა არც კი ფიქრობდით. დაგეგმვის პროცესში ექიმი თქვენს გენეტიკას შეისწავლის და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ორიოდე სიტყვით გესაუბრებათ.

  5. პროფილური სპეციალისტი.
    ვიწრო პროფილური სპეციალისტის ვიზიტი აუცილებელი რამ არის და მასზე უარი არაფრის დიდებით უნდა ვთქვათ. თუკი გვსურს, რომ ჯანმრთელი ბავშვი გვყვავდეს და მას უზრუნველი მომავალი ჰქონდეს, ასეთ ექიმებთან რეგულარულად უნდა გავიაროთ კონსულტაცია.

    მშობლად ყოფნა დიიდ ტვირთია, ამიტომ დაზარებას ჯობია საკუთარ პირმშოზე უფრო მეტად იფიქროთ და ყოველი მცირე დეტალი გაითვალისწინოთ. ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახლად მოვლენილ სიცოცხლესთან გვაქვს.

OXOTV ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: