როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

Загрузка...

ქუდი ზამთრის გარდერობში ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთია. ზოგ ქალბატონს კი ყურების გაყინვა ურჩევნია და ამას იმით ხსნიან, რომ ვერაფრით პოულობენ მათთვის მოსახდენ სტილს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მარტივ გზამკვლევს იმისათვის, რომ სახის ფორმის მიხედვით შეარჩიოთ ქუდის შესაფერისი სტილი.

როგორ უნდა შეარჩიოთ ქუდი ისე, რომ თბილი და კომფორტულიც იყოს და, ამავდროულად, გამოკვეთავდეს თქვენს ბუნებრივ მიმზიდველობას? ამისათვის ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინოთ!

განვსაზღვრავთ სახის ტიპს:

სახის ფორმის განსაზღვრაში ჩვეულებრივი, სანტიმეტრებიანი ლენტა დაგეხმარებათ. უბრალოდ დადექით სარკესთან და გაზომეთ
  1. შუბლის სიგანე - მიიდეთ საზომი ლენტა შუბლზე. საწყისი წერტილია ერთი წარბის ტეხილი და დასასრული - მეორე წარბის ტეხილი მონაკვეთი;
  2. სახის სიგანეც - ვზომავთ ყვრიმალების ყველაზე ამობურცულ ადგილებს შორის მონავეთს;
  3. სახის სიგრძე: თმის ზოლის ყველაზე მაღალი წერტილიდან ნიკაპის ბოლომდე;
  4. ნიკაპის ხაზის სიგრძე - ვზომავთ დაშორებას ნიკაპის დასასრულიდან ყბის ბოლომდე ორივე მხარეს და ვკრებთ.
მიღებული შედეგებით შეარჩიეთ სახის სწორი ფორმა
როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

  1. მრგვალი - სიგრძე, პრაქტიკულად, სიგანის თანაბარია. თმის ზრდის ხაზი თაღს მოგაგონებთ. ნიკაპიც მომრგვალებულია;
  2. ოვალური - სიგრძე სიგანეზე ნახევარჯერ მეტია. შუბლი თითქმის ნიკაპის სიგანისაა. თმის ზრდის ხაზი და კუთხეები მომრგვალებულია;
  3. კვადრატული - სახის სიგრძე ყვრიმალებს შორის მანძილის ტოლია(± 1-2 სმ). შუბლის სიგანე ნიკაპის სიგანის ტოლია;
  4. სწორკუთხა - სიგრძე ვიზუალურად სიგანეზე მეტია. შუბლისა და ნიკაპის ხაზი თანაბარია;
  5. სამკუთხა - განიერი ყვრიმალები და შუბლი, ნიკაპი კი წვეტიანი და ვიწრო. თმის ზრდის ხაზი თაღოვანი ან გულის ფორმისაა;
  6. რომბისებრი - ყვრიმალებს შორის მანძილი შუბლ-ნიკაპის ზოლთან შედარებით საგრძნობლად დიდია. სახის სიგრძეს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა;
  7. მსხლისებრი - განიერი ნიკაპი და ვიწრო შუბლი. სახის სიგრძეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

როცა ამას მორჩებით, დაიწყეთ ქუდის მოხდენაც. მაშ ასე:
  1. ქუდი მრგვალი სახისთვის
    როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

    მიზანი: სახის დაგრძელება ვიზუალურად.
    არ გირჩევთ წელვად ქუდებს, რომლებიც მთლიანად ფარავს შუბლის მონაკვეთს. სახის დაგრძელება შეუძლია მაღალ ქუდს პომპონით ან მოცულობით ნაქსოვ აქსესუარს ჰორიზონტალური ნაკერებით. ასევე, მოგიხდებათ ბერეტი, შლაპა ან კეპი. დაიხურეთ ისინი ასიმეტრიულად ისე, რომ შუბლი არ დაფაროთ.

  2. ოვალური სახისთვის
    როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

    მიზანი: არ გავზარდოთ სახის სიგრძე ვიზუალურად.
    სიმეტრიული ოვალური სახე იდეალურია. შეგიძლიათ თავის პრაქტიკულად ყველა აქსესუარი მოირგოთ კეპიდან შლაპამდე. თუმცა, მოერიდეთ ძალიან მაღალ, პომპონებიან ქუდებს. ოვალურ სახეზე კარგად გამოიყურება ნებისმიერი ასიმეტრიული მოდელი, რომელიც არ ფარავს შუბლს.

  3. ქუდები კვადრატული სახისთვის
    როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

    მიზანი: სახის ოდნავ დაგრძელება, მისი ნაკლების შერბილება.
    არ მოგიხდებათ ბენდენები და ქუდები დიდი დეკორაციებით. მომრგვალებული სილუეტის მქონე ქუდები დიდ ნიკაპს გააბათილებს. შეაჩერეთ არჩევანი მოკლე კეპზე ან ბერეტზე. დატოვეთ შუბლი ღია. ზამთრის პერიოდისთვის შეარჩიეთ ყურებიანი ან პომპონებიანი ქუდი.

  4. სწორკუთხა სახე
    როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

    მიზანი: სიგრძის ვიზუალურად შემოკლება, სახის კუთხეების მომრგვალება.
    თქვენ გჭირდებათ მოდელები, რომლებიც ჰორიზონტალურ ხაზს ქმნის: მომრგვალებული ქუდები მოცულობითი ფარფლებით, შეკრული ყურებით, ფართოველიანი ქუდები და კეპები. ამ სახის ქუდები ფარავს შუბლს, რაც გეხმარებათ ჭარბი სიგანის დაფარვაში.

  5. სამკუთხა სახისთვის
    როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

    მიზანი: ყვრიმალების გამოკვეთა
    თქვენ მოგიხდებათ ქუდები, რომლებიც შუბლს ფარავს, მთავარია, ქუდმა იგი ვიზუალურად არ გაწელოს. საუკეთესო არჩევანი: საყვარელი ქუდები ყურებით, ბერეტი, ვიწრო შლაპა და ფუმფულა მოდელები. ასიმეტრიული დაფარვაც კარგი გადაწყვეტილებაა.

  6. ქუდი რომბისებრი თავისთვის
    როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

    [b]მიზანი: თავის ზედა ნაწილისთვის მოცულობის მომატება
    ქუდი ოდნავ ფართო უნდა იყოს. მოგიხდებათ ნებისმიერი კეპი, ასევე, გვერდზე გადახრილი შლაპა. ზამთრის ქუდები უფრო მოცულობითი უნდა იყოს.

  7. მსხლისებრი სახისთვის
    როგორ შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით - მარტივი გზამკვლევი

    [b]მიზანი: შუბლის ვიზუალურად გადიდება
    გჭირდებათ სწორი ან აპრეხილი შლაპა. დაბოლოება ნიკაპზე ოდნავ განიერი უნდა იყოს. მოგიხდებათ დიდი თვლებით ნაქსოვი რბილი ქუდები. ისინი დაგეხმარებათ მოცულობითი ყვრიმალების დამალვასა და შუბლის გამოკვეთაში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: