ნაკლებად გლამურული: 7 ნივთი, რომლებიც ვიზუალურად იაფფასიანს ხდის გარეგნობას

Загрузка...

ხანდახან ხდება, რომ საღამოობით დილისთვის ვემზადებით და წინასწარ ვალაგებთ ტანსაცმელს კარადიდან. თუმცაღა, ბოლოს მაინც გამოაღებთ კარადას, აიღებთ იმას, რაც უფრო ახლოს იდო და წახვალთ. იცანით საკუთარი თავი? ამას გარდა, ამტკიცებთ, რომ ბედნიერება იმაზე არაა დამოკიდებული, თუ რა გაცვიათ. ფსიქოლოგები კი საპირისპიროს ამტკიცებენ: ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მას კარგად უნდა ეცვას.

"უნდა იცვამდეთ იმ სამსახურის შესაბამისად, სადაც მუშაობა გინდათ და არა იმ სამსახურისთვის, რომელიც ახლა გაქვთ."

OXOTV-ის რედაქცია ამ მასალაში წარმოგიდგენთ 7 დეტალს გარდერობში, რომლებიც გარეგნობას იაფფასიანს ხდის.

თუ გარდერობის შეცვლა და პრეზენტაბელური იმიჯი გსურთ, დაემშვიდობეთ შემდეგ ნივთებს:
  1. მაქმანებიანი ნაკეთობები
    ნაკლებად გლამურული: 7 ნივთი, რომლებიც ვიზუალურად იაფფასიანს ხდის გარეგნობას

    ქალბატონები ფიქრობენ, რომ სინათლეზე გამოსვლისას მდიდრულ შთაბეჭდილებას დატოვებენ, თუ მაქმანიან ტანსაცმელს ჩაიცვამენ. თუმცა, მაქმანებთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ზოგიერთი იაფფასიანი ბრენდი უხარისხო მაქმანს იყენებს, რაც ფორმებს არასწორად გამოკვეთს და ნაკეცებს ქმნის.

  2. ნივთები დიდი ლოგოტიპით
    ნაკლებად გლამურული: 7 ნივთი, რომლებიც ვიზუალურად იაფფასიანს ხდის გარეგნობას

    შესაძლოა, თქვენს ახალ ზედას იარლიკზე made in Italy აწერია, თუმცა მყვირალა წარწერა მასზე ძველმოდურია. დააბრუნეთ ასეთი ნივთები 90-იანებში.

  3. ყალბი ბრენდი
    ნაკლებად გლამურული: 7 ნივთი, რომლებიც ვიზუალურად იაფფასიანს ხდის გარეგნობას

    ნუ გაიმეორებთ იმ ადამიანების მთავარ შეცდომებს, რომლებიც მოდას დაუღალავად მისდევენ. ასეთი ადამიანები გადაშლიან ჟურნალს, ხედავენ სიახლეს და მირბიან საყიდლად. სამწუხაროდ, სიყალბე ვიზუალურად გაუფასურებთ.

  4. ხელოვნური ტყავი
    ნაკლებად გლამურული: 7 ნივთი, რომლებიც ვიზუალურად იაფფასიანს ხდის გარეგნობას

    ხელოვნური ტყავი კარგად გამოიყურება მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში. შემდეგ მასზე ნაკაწრები და ნაკეცები ჩნდება. იყავით მზად იმისთვის, რომ ასეთი ნივთი დიდხანს ვერ გაგიძლებთ. ქურთუკის ნაცვლად შეიძინეთ ქსოვილის ან ბეწვის პალტო. მას რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიცმევთ.

  5. ბევრი სამკაული
    ნაკლებად გლამურული: 7 ნივთი, რომლებიც ვიზუალურად იაფფასიანს ხდის გარეგნობას

    პრეზენტაბელურად რომ გამოიყურებოდეთ, საკმარისია საყურე და ყელსაბამი. არ ღირს გარეგნობის გადატვირთვა სამკაულებით. საათიც სრულიად საკმარისია და არაა აუცილებელი, იგი ძვირადღირებული იყოს. თქვენი დევიზია - სადად და გემოვნებიანად.

  6. ღრმა დეკოლტე და მოკლე ქვედა ბოლო
    ნაკლებად გლამურული: 7 ნივთი, რომლებიც ვიზუალურად იაფფასიანს ხდის გარეგნობას

    ნუ შეარჩევთ ტანსაცმელს ისე, რომ ფეხები და მკერდი ერთბაშად გიჩანდეთ. ეს აგრესიული სექსუალობაა. იმისათვის, რომ ქალურად და პრეზენტაბელურად გამოიყურებოდეთ, გააკეთეთ ასეთი აქცენტი: ან მუხლებამდე ქვედაბოლო და დახურული დეკოლტე, ან შარვალი და არც ისე ღრმა დეკოლტე.

  7. მკვეთრი ფერის ლაქი
    ნაკლებად გლამურული: 7 ნივთი, რომლებიც ვიზუალურად იაფფასიანს ხდის გარეგნობას
ფრჩხილები ყოველთვის მოვლილი უნდა იყოს. აიღეთ ქეით მიდლტონის მაგალითი. სამეფო ეტიკეტის თანახმად, იგი გამჭვირვალე ან ნახევრადგამჭვირვალე ლაქს ისვამს. მკვეთრი წითელი ახალი წლის საღამოსთვის შეინახეთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები