მეზოთელიომა: მიზეზები, სიმპტომები და რისკ-ფაქტორი

Загрузка...

მეზოთელიომა - ეს არის სიმსივნის იშვიათი ფორმა, რომელიც შინაგანი ორგანოების თითქმის მთლიანი საფარველის თხელ ფენაზე ვითარდება. ეს საკმაოდ აგრესიული დაავადებაა, თუმცა, მისი მკურნალობის მეთოდები არსებობს. ექიმები დაავადების 2 სახეს გამოყოფენ ლოკაციის მიხედვით: თუ დაავადება პლევრაზეა(ქსოვილი, რომელიც ფარავს ფილტვებს), ვითარდება პლევრალური მეზოთელიომა. ეს პათოლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ასევე, შეიძლება დაზიანდეს მუცლის ღრუსა(პერიტონეალური მეზოთელიომა) და გულის ფენაც.

მეზოთელიომის განვითარებას აზბესტის ზემოქმედებას უკავშირებენ. ადამიანების უმრავლესობას, რომლებსაც ეს დაავადება დაუდგინდა, პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. მთავარი რისკ-ჯგუფი 40 წელსგადაცილებული მამაკაცები არიან, რომლებსაც აზბესტთან აქვთ შეხება. ზოგ ადამიანს ამ მინერალთან კონტაქტი სახლშიც აქვს. აშშ-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა 1983 წელს აკრძალა აზბესტის გამოყენება, მას შემდეგ კი დაავადების მაჩვენებლებმა საგრძნობლად უკლო.

მეზოთელიომის სიმპტომები:
როგორც წესი, სიმპტომატიკა უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. დაავადება კლინიკურად შესაძლოა აზბესტთან შეხებიდან 10 წლის შემდეგ გამოჩნდეს.
პლევრის მეზოთელიომა შემდეგი სიმპტომებით მიმდინარეობს:
  • ტკივილი გულის არეში;
  • უმტკივნეულო ხველა;
  • ქოშინი;
  • დაღლილობა;
  • ციებ-ცხელება და ღამის ოფლიანობა;
  • მადის დაკარგვა;
  • წონაში აუხსნელი კლება.
    მეზოთელიომა: მიზეზები, სიმპტომები და რისკ-ფაქტორი

    მუცლის ღრუს მეზოთელიომის სიმპტომები:
    • შეშუპება და ტკივილი მუცლის არეში;
    • წონის აუხსნელი კარგვა;
    • მადის დაკარგვა;
    • დიარეა და ყაბზობა.
    მიმართეთ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში. აუცილებლად აცნობეთ ექიმს თქვენი შესაძლო კონტაქტის შესახებ აზბესტთან. გახსოვდეთ, რომ ამ დაავადების სიმპტომები არასპეციფიკურია და დაავადების სიიშვიათეს თუ გავითვალისწინებთ, მარტივად მიხვდებით, რა გაწუხებთ>

    რისკ-ფაქტორები
    მეზოთელიომის გაჩენის მთავარი რისკ-ფაქტორი აზბესტთან კონტაქტია. ეს მინერალი მშენებლობაში გამოიყენება - იგი მაღალი ტემპერატურის ამტანობით გამოირჩევა. აზბესტის დაზიანების შემდეგ გამოიყოფა მტვერი, რომლის შესუნთქვის ან ჩაყლაპვის დროს იგი ფილტვებსა და კუჭში ილექება და გაღიზიანებას იწვევს. დროთა განმავლობაში ეს მეზოთელიომას იწვევს. დაავადების მანიფესტაციამდე, შესაძლოა, 20-40 წელი გავიდეს.

    მეზოთელიომა: მიზეზები, სიმპტომები და რისკ-ფაქტორი

    არსებობს მეზოთელიომის გაჩენის სხვა რისკ-ფაქტორებიც:
    1. თანაცხოვრება ადამიანთან, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს აზბესტთან(იგი სახლში აზბესტის ბოჭკოს ტანსაცმლით ან კანით მოიტანს). ესეც ზრდის მეზოთელიომის გაჩენის რისკს;
    2. მემკვიდრული განწყობა. თუ თქვენს ახლო ნათესავს ეს დაავადება აღმოუჩნდა, თქვენც რისკ-ჯგუფში იმყოფებით.

  • მკითხველთა შთაბეჭდილებები

    მოიწონეთ ჩვენი გვერდი: