ძილი და გახდომა: როგორ დავწვათ ცხიმები ძილის დროს?

Загрузка...

გახდომისთვის, როგორც ომში, ყველა საშუალება გამოგადგებათ. რა თქმა უნდა, საუბარი მცირეხნიან დიეტებზე კი არა, გააზრებულ და თანმიმდევრულ ცვლილებებზეა. კვებისა და ვარჯიშის გარდა, არსებობს აბსოლუტურად უსაფრთხო, უფასო და უმტკივნეულო საშუალებაც გასახდომად.

OXOTV-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა დაწვათ კალორიები ძილის დახმარებით.

აღმოჩნდა, რომ ძილის სწორი რეჟიმი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჭარბი წონის მოშორებაში. ამას გარდა, ღამით დასვენების უკმარისობამ, შესაძლოა, გახდომის ყველა მცდელობა წყალში ჩაგიყაროთ. საქმე ისაა, რომ ძილის დროს ჩვენი ორგანიზმი აღდგება და გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს ცილის სინთეზს, ცილა კი - თავის მხრივ ლიპოლიზს(ცხიმების წვას) განაპირობებს. ზრდის ჰორმონი სწორედ ღამით აღწევს თავის აპოგეას, ამიტომ, უძილობით ჩვენ თავად ვართმევთ ორგანიზმს ამ ბონუსებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 4-5 საათით ძილი უმოკლესი გზაა გახდომისაკენ(განსაკუთრებით მუცლის არეში). ეს შიმშილის ჰორმონის არევის გამო ხდება. იგი არასწორი რაოდენობით არასწორ დროს გამოიყოფა, რის გამოც ჩვენ ვერ ვგრძნობთ სიმაძღრეს. ტვინში კი შეუჩერებლად წარმოიქმნება მადისა და სიამოვნების სურვილი.

ძილი და გახდომა: როგორ დავწვათ ცხიმები ძილის დროს?

მარტივად რომ ვთქვათ, როცა ორგანიზმი ძილით ვერ ახერხებს აღდგომას, იწყებს ამის კომპენსირებას საკვებით და გვაიძულებს მივირთვათ ძალიან ბევრი, თანაც, გვიჩნდება მაღალკალორიული საკვების მოთხოვნილება. უძილო ღამის ბოლოს ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს გრიელინს - შიმშილის ჰორმონს და ჩვენ წარმოუდგენელი შიმშილის გრძნობა გვეუფლება.

რა უნდა გავაკეთოთ?

რეჟიმი უნდა შეცვალოთ. გვიანობამდე მუშაობა საშინელი ჩვევაა და არავითარი გამართლებაა შესაფერისი. შერყეული ჯანმრთელობის აღდგენა ძალიან რთულია, ჰორმონების ბალანსს კი არ უნდა ეხუმრებოდეთ! უძილობა იწვევს ჰორმონალურ არევას და მაშინ, ჭარბი წონის საკითხი მწვავედ დადგება. არა მაინცდამაინც 5 კგ-ით, არამედ გაცილებით მოცულობითი წონით.

ძილი და გახდომა: როგორ დავწვათ ცხიმები ძილის დროს?

სხვათაშორის, ლიპოლიზის პროცესი ღრმა ძილის დროს მიმდინარეობს, რის გამოც ძილის რაოდენობა კი არა, მისი ხარისხია მთავარი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები