მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

Загрузка...

ჭარბ ცხიმთან და ნაკეცებთან ბრძოლა(მაშინაც კი, თუ ისინი წარმოსახვის ნაყოფია), ყველა ქალისთვის ცნობილია. შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ ადამიანს საკუთარი სხეული ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიც არის, მაგრამ გარდერობში ყველას მოგვეძებნება რამდენიმე ისეთი უბრალო, თუმცა მოდური ნივთი, რომელიც დამალავს თქვენი სხეულის ნაკლებს.

  1. აქცენტი სხეულის ზედა ნაწილზე
    როგორც ცნობილია, თანამოსაუბრენი და უბრალოდ გამვლელები ადამიანს პირველად სხეულის ზედა ნაწილზე აკვირდებიან, რადგან თვალის დონესთან ახლოს სწორედ ისაა.
    სილუეტის ვიზუალურად დასაგრძელებლად საუკეთესო ვარიანტია დეკოლტირებული მოდელები V-ს მსგავსი ტანსაცმლისა. მთავარია, რომ იგი ზომიერად ღრმა უნდა იყოს, რათა თავიდან აიცილოთ ვულგარულობა.

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    ამის დაჯერება რთულია, თუმცა ვიზუალურად კარგი ფიგურის მიღებაში ვარცხნილობაც გეხმარებათ. ნებისმიერი ვარიანტი გამოგადგებათ, რომელშიც თმები სახიდან გადაწეულია და ყურებიც ჩანს - მაღალი კუდი, კოსა ან მათი უფრო ელეგანტური ვარიაცია.

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    კიდევ ერთი სტრატეგიული მომენტი - სამკაულების სწორად შერჩევა, ჩვენს შემთხვევაში კი ბეჭდის, ყელსაბამისა და საყურეებისა. მათი დახმარებით შეგიძლიათ აუცილებელი ვერტიკალური ელემენტი შექმნათ გარეგნობაში, რომელიც V-ს მსგავსი ჭრილის იდეალური ანალოგი იქნება. ამას გარდა, ისინი როგორც დახურულ, ისე ღია სამოსსაც უხდება.

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

  2. ვერტიკალური სილუეტი
    მონოქრომულობა - ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი სხეულის ვიზუალური დაგრძელებისათვის. მიდი ან მაქსის სიგრძის ერთფეროვანი კაბა ან კოსტუმი - ორი არაჩვეულებრივი საშუალება სხეულის "გასაზრდელად".

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

  3. წელის ხაზთან თამაში
    ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც, როგორც უჩინარ გოგონებს, ისე პუტკუნა ქალბატონებსაც მოსდით - წელის გამოკვეთის სურვილის არქონა. ასე ხომ თქვენს ღირსებებს გამოკვეთავთ! ამისათვის მარტივი საშუალებაა ქამრის გამოყენება, რომელიც, როგორც წესი, ძალიან უხდება კაბებს.

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    თუ ამ ხაზს ოდნავ წამოსწევთ, თეძოებიდან აქცენტს მკერდზე გადაიტანთ. უფრო თავისუფლად დაშვებული კაბები, ზედები და ჟაკეტები მალავს სხეულის ნაკლოვანებებს.

  4. სიმაღლის დამატებითი სანტიმეტრები
    ქუსლები, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ჩასაცმელი ფეხსაცმელი არაა, თუმცა, თუ მიმზიდველად გინდათ გამოიყურებოდეთ, სწორედ ქუსლიან ფეხსაცმელს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. ქუსლის სიმაღლე კომფორტული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში კი საწინააღმდეგო ეფექტს მიიღებთ და სასაცილოდაც კი ჩაგთვლიან. სხეულის ვიზუალური შემაღლება შეუძლია ოდნავ წაწვეტებულ ფეხსაცმელსაც.

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    არანაკლები მნიშვნელობა აქვს მის ფერსაც. ფეხების ვიზუალურად დასაგრძელებლად უნდა შეარჩიოთ ტონი სწორად. იგი თითქოს მისი ბუნებრივი გაგრძელება უნდა გახდეს.

  5. ჯინსების შერჩევის საიდუმლო
    დღეს ჯინსების უამრავ სახეობასა და მოდელს გვთავაზობენ, ხშირად, დამატებითი პრინტებითაც. უფრო გამხდარი რომ გამოჩნდეთ, უნდა შეარჩიოთ ჯინსი ფიგურის მიხედვით - იგი უფრო მჭიდროდ უნდა იყოს სხეულზე იმ მონაკვეთებში, სადაც ეს ბუნებრივია. კარგი ვარიანტია მუქი ჯინსის სოლიდური სახეობა, რომელზეც არ იქნება არავითარი ზედმეტი აქსესუარი.

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    სხვათაშორის, მოტკეცილი ჯინსები კარგად მიდის მოკლე ბლეიზერებთან.

  6. კარგი თეთრეული
    ალბათ, ლუქის არც ერთი ელემენტი არ გაგიფუჭებთ გარეგნობას ისე, როგორც ეს არასწორად შერჩეულ თეთრეულს შეუძლია. მყუდრო მოდელები არც ისე მიმზიდველია, ლამაზ მოდელებს კი შეუძლია, თავი კომფორტულად გაგრძნობინოთ. დახარჯეთ სოლიდური დრო ისეთი თეთრეულის შესარჩევად, რომელსაც ტანსაცმელზე დამატებითი რელიეფი არ ექნება. კარგი ვარიანტია უნაკერო მოდელები, რომელიც თქვენს ზომაზე დაჯდება.

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

  7. ქსოვილი და დაფარვა
    რაც უფრო ერთგვარია ქსოვილის ტექსტურა, მით უფრო ბრტყელი ჩანს სილუეტიც. უარი თქვით უზარმაზარ პულოვერებზე, ჩაანაცვლეთ იგი ქაშმირით ან ტრიკოტაჟით: ისინი კარგად გაგათბობთ ცივ დღეებში და დაგიმალავთ რამდენიმე სმ-საც. ასევე, მომგებიანად გამოიყურება გაბარდინის, ბამბისა და დენიმის ტანსაცმელიც.

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

    არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ქსოვილის სისქესაც. მსუბუქი ნაკლოვანების დასაფარავად მიანიჭეთ უპირატესობა მკაცრ და სტატიკურ სილუეტს. ასეთ ეფექტს კოსტუმების შესაკერი მასალა იძლევა - იგი კარგად ინარჩუნებს ფორმებს და ხელს უშლის ნაკეცების წარმოქმნას.

    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის

  8. ფერები და პრინტები
    რა თქმა უნდა, ვიზუალური სიგამხდრის მეგობარი მაძღარი მუქი ფერია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარდერობში ყველაფერი მუქ ფერებში უნდა იყოს, თანაც, სახეს
    ყველაფერი არ უხდება. ამ მიზნით კარგია ვერტიკალური ზოლები, ოღონდ არა უზარმაზარი არშიები. პრინტებიც იგივენაირადაა - თუ გსურთ მკვეთრი ტანსაცმლის ჩაცმა, მას არ უნდა ჰქონდეს დიდი ნახატები.
    მოემზადეთ საღამოსთვის: 8 ეშმაკობა თავდაჯერებულობისა და სილამაზისათვის
ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ სწორედ მათი სხეულის განსაკუთრებულობები და ფიგურა ხდით მათ გამორჩეულს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: