არამხოლოდ სტაფილოსთან ერთად: კომბოსტოს სალათის 5 ორიგინალური რეცეპტი

Загрузка...

კომბოსტოს იმდენი სახეობა არსებობს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს მის ერთ სახეობას მაინც იპოვი. ხელმისაწვდომობა მისი ერთ-ერთი პლიუსია. იგი, ასევე, სასარგებლო, იაფფასიანი და გემრიელია.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ კომბოსტოს სალათის მომზადების 5 ყველაზე მადისაღმძვრელ რეცეპტს:

პეკინური კომბოსტოს სალათი წიწაკითა და სოკოთი
არამხოლოდ სტაფილოსთან ერთად: კომბოსტოს სალათის 5 ორიგინალური რეცეპტი

მთავარი ინგრედიენტი უნდა დაჭრათ საჭირო ოდენობით, მოთუშოთ შამპინიონები, წითელი, ყვითელი და მწვანე წიწაკა(ან შემოიფარგლეთ იმით, რაც სახლში გაქვთ). რაც უფრო მეტი ფერი იქნება, მით უფრო გემრიელი და მიმზიდველი სალათი გამოგივათ. სალათის მორთვა ოხრახუშით შეგიძლიათ. მოასხით ამ ყველაფერს ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ სოკო ზემოდან მხოლოდ ამის შემდეგ. შეასუნელეთ გემოვნებით(წიწაკით ან მარილით).

პეკინური კომბოსტოს სალატი ტკბილი სიმინდით
არამხოლოდ სტაფილოსთან ერთად: კომბოსტოს სალათის 5 ორიგინალური რეცეპტი

ამ სალათის რეცეპტი ძალიან მარტივია, რადგან მისთვის მხოლოდ კარგად დაჭრილი კომბოსტო და სიმინდის დამატებაა საჭირო. ეს ყველაფერი შეასუნელეთ გემოვნებით(მარილით, წიწაკით). დანამატის სახით გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი.

წითელი და თეთრი კომბოსტოს სალათი
არამხოლოდ სტაფილოსთან ერთად: კომბოსტოს სალათის 5 ორიგინალური რეცეპტი

დაჭერით ორივე კომბოსტო, წითელი ტკბილი წიწაკა, მოაპკურეთ ლიმონის წვენი, შეასუნელეთ შავი წიწაკითა და მარილით და მოასხით ზეითუნის ზეთი. ეს სალათი არამხოლოდ სასარგებლო და გემრიელი, არამედ ლამაზიცაა, რის გამოც იგი სადღესასწაულო სუფრას სრულყოფს. მოსართავის სახით გამოიყენეთ მწვანილი.

თეთრი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი
არამხოლოდ სტაფილოსთან ერთად: კომბოსტოს სალათის 5 ორიგინალური რეცეპტი

კომბოსტოს სალათის ყველაზე პოპულარული რეცეპტი, რომელზეც ექსპერიმენტების ჩატარება შეგიძლიათ. დაჭერით თეთრი კომბოსტო, სტაფილო და ოხრახუში. ყველაფერი შეასუნელეთ მარილითა და წიწაკით გემოვნებით, შემდეგ კი მოასხით ზეითუნის ზეთი.

პეკინური კომბოსტოსა და ბრინჯის სალათი
არამხოლოდ სტაფილოსთან ერთად: კომბოსტოს სალათის 5 ორიგინალური რეცეპტი

მსუყე და უჩვეულო სალათი. დაბეგვეთ კომბოსტო, დაჭერით სტაფილო, მოასხით სოიოს სოუსი და ოდნავ მოთუშეთ ტაფაზე, სანამ ბრინჯი მოიხარშება. როცა იგი თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ ბოსტნეულს. ბოლოს სალათს მოაყარეთ სეზამის მარცვლები და წვრილად დაჭრილი მწვანილი. ზოგი მას მოხალულ ნუშსაც უმატებს.

თქვენ გაქვთ კომბოსტოს მომზადების განსაკუთრებული რეცეპტი? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: