როგორ უნდა გაწმინდოთ ხალიჩა ძმრისა და საკვები სოდის გამოყენებით

Загрузка...

იმისათვის, რომ ხალიჩას რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნოთ სილამაზსე, გარეცხეთ იგი 6-12 თვეში ერთხელ. მოვლილი, ესთეტიკური სახის გარდა, ხალიჩას დიდი გავლენა აქვს ჩვენს გარეგნობაზეც, რადგან იგი ერთგვარი ფილტრია კონდიცირების სისტემაში. იგი აგროვებს ბაქტერიებს, ყვავილის მტვერს, სხვადასხვა ალერგენსა და ჰაერში მფრინავ მტვერს. ხალიჩების რეგულარული წმენდა საუკეთესო საშუალებაა სახლში სუფთა და ახალი მიკროკლიმატის შესაქმნელად.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ხალიჩის წმენდის მარტივ საშუალებას:

ალბათ იცით, რომ ხალიჩიდან წითელი ღვინის ამოყვანა არამხოლოდ რთული, არამედ ძვირადღირებული პროცესიცაა - თქვენ მოგიწევთ ხალიჩის ქიმწმენდაში წაღება ან ადგილზე პროფესიონალების მოყვანა. თუმცა მანამ, სანამ პროფესიონალებს გამოიძახებთ, გამოიყენეთ ეს მარტივი მეთოდი, რომელიც იაფია და შესაძლოა საკმაოდ ეფექტურიც აღმოჩნდეს.

კომპონენტები, რომლებიც ხალიჩის გაწმენდაში დაგეხმარებათ, ნებისმიერ სახლში მოიპოვება: ძმარი და საკვები სოდა.

ეს ორი ინგრედიენტი დაგეხმარებათ ყველაზე ძველი ხალიჩის გამოცოცხლებასა და გახასხასებაში. მოაყარეთ ლაქას სოდა და კარგად დაალბეთ წყალში (1:1 პროპორციით) გახსნილი ძმრით.

როგორ უნდა გაწმინდოთ ხალიჩა ძმრისა და საკვები სოდის გამოყენებით

მთლიანად დაფარეთ სოდიანი ლაქა და არ დაგენანოთ ძმარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი არც ისე ეფექტური იქნება.

ამ კომპონენტების შეთავსება იწვევს შუშხუნს და მოგაგონებთ მდუღარე ლავას. დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ. დატოვეთ თეთრი მასა ხალიჩაზე და დარწმუნდით, რომ იგი გაგრილდა და ერთგვარ პასტად იქცა. თუ ასე არ მოხდა, ესე იგი ძმარი უნდა დაუმატოთ.

როგორ უნდა გაწმინდოთ ხალიჩა ძმრისა და საკვები სოდის გამოყენებით

რამდენიმე საათში მოაშორეთ პასტა - გამშრალი სოდა ძალიან მარტივად ამოვა, ლაქის ადგილას კი ხასხასა ხალიჩა გამოჩნდება.

თქვენ რას იტყვით ამ მეთოდზე? გიცდიათ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: