მამაკაცის ტიპები, რომლებიც ქალებს სურთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

Загрузка...

ზოდიაქოების მიხედვით, ყველა ქალბატონს ჰყავს მამაკაცის რჩეული ტიპაჟი, რომელიც მათ გულს იგებს. ისინი სწორედ ასეთი მამაკაცისაკენ მიისწრაფიან და, ხანდახან, პოულობენ კიდევაც. სამწუხაროდ, ყველა ასეთი ურთიერთობა ქორწინებით არ მთავრდება.

ამავდროულად, ჩვენი უმრავლესობა საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მათ, ვინც ნამდვილად შეიძლება ჩვენი ბედნიერება გახდეს. ასტროლოგები გვიყვებიან, თუ როგორი მამაკაცი უნდა ჰყავდეს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მამაკაცის ტიპაჟებს, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების ქალბატონებისთვის სასურველი ქმრები იქნებიან.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-ვერძისათვის: "კარგი ბიჭი"
მამაკაცის ტიპები, რომლებიც ქალებს სურთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თქვენ ძალიან გიყვართ "ცუდი ბიჭები"! შედეგად თქვენ მუდმივად გტკივათ გული და განიცდით იმედგაცრუებას. ეცადეთ, შეცვალოთ სიტუაცია და იპოვოთ ნამდვილად "კარგი ბიჭი". თქვენ საიმედო და ერთგული პარტნიორი გჭირდებათ, რომელსაც ნამდვილად დაეყრდნობით. ის, ვინც არასდროს მოგაყენებთ ზიანს!

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-კუროსთვის: "მონათესავე სული"
იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან. თქვენ ხომ დღემდე იტანჯებით რაღაც წარსული ურთიერთობების გამო. იმისათვის, რომ ერთი დაივიწყოთ, მისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი უნდა იპოვოთ. გჭირდებათ მამაკაცი, რომელიც მთლიანად გაფასებთ და არა ის, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში დარჩენას სთხოვთ. ის, ვინც არ ჰგავს თქვენ ყოფილს, რომელიც მუდმივად გაიგნორებდათ. უბრალოდ ამოიგდეთ იგი თავიდან და გააგრძელეთ ცხოვრება.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-ტყუპებისთვის: "რომანტიკოსი"
თქვენთან ყველაფერი მარტივია. თქვენ გჭირდებათ ისეთი მამაკაცი, რომელიც ისევე იქნება დაინტერესებული თქვენთან ურთიერთობით, როგორც თქვენ. თქვენ ყოველთვის ცდილობთ სხვის გაბედნიერებას და ასეთივე ადამიანი გჭირდებათ გვერდით. ყველაფერი კარგად იქნება!

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-კირჩხიბი: "კეთილი გული"
არ მისცეთ უფლება მამაკაცს ფეხის საწმენდ ხალიჩად გაქციოთ. სამწუხაროდ, თქვენ მამაკაცზე ძალიან დამოკიდებული ხდებით. შედეგად კი მას აძლევთ საშუალებას "თქვენზე ფეხები გაიწმინდოს". ეს არასწორია! უნდა იპოვოთ ისეთი მამაკაცი, რომელიც არ ისარგებლებს თქვენი მგრძნობიარობითა და ემოციურობით. უნდა შეიყვაროთ ის, ვინც თქვენს მსხვრევად გულს გაამთელებს.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-ლომისთვის: "თავდადებული თაყვანისმცემელი"
მამაკაცის ტიპები, რომლებიც ქალებს სურთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ლომები, როგორც ცნობილია, საკმაოდ ეგოისტები არიან. უბრალოდ ამას ვერაფერს მოუხერხებთ. ეს თქვენი ხასიათის ნაწილია, ამიტომ ამ დამოკიდებულებას ვერასდროს შეიცვლით. უნდა იპოვოთ ადამიანი, რომელიც სიყვარულითა და ყურადღებით აგავსებთ.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-ქალწულისთვის: "იდეალური ყველაფერში"
ყველამ იცის, რომ ქალწული ქალი გამოუსწორებელი პერფექციონისტია. როცა საუბარია თქვენს მოთხოვნებსა და მოლოდინებზე მამაკაცთან ურთიერთობისას, კომპრომისზე არ მიდიხართ. ამას გარდა, სიყვარულის საკითხში თქვენ ეჭვი არ უნდა გეპარებოდეთ. აი, რატომ უნდა იპოვოთ იდეალური ადამიანი, რომელიც პირველ ნაბიჯს გადმოდგამს თქვენთან ურთიერთობაში.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-სასწორი: "სტაბილური და დამოუკიდებელი"
სასწორების იდეალიზმი, ხშირად, იმასაც იწვევს, რომ თქვენ ცდილობთ ურთიერთობის გამოსწორებას მაშინაც კი, როცა ხვდებით, რომ ეს დიდი შეცდომა იყო. ეს ყოველთვის კატასტროფით მთავრდება, ამიტომ თქვენი მეთოდები უნდა შეცვალოთ. ეძებეთ მამაკაცი, რომელსაც ბევრი სერიოზული და საინტერესო საქმე ექნება. ის, ვისი გამოსწორებაც ყოველთვის არ დაგჭირდებათ.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-მორიელი: "გურმანი და ესთეტიკოსი"
უნდა იპოვოთ ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად გაწელავს სიამოვნებას. როგორც მორიელი, თქვენ თავდავიწყებით ეძლევით სიყვარულს. ისე გიყვარდებათ ადამიანი, რომ ამას სახიფათო შედეგები მოჰყვება ხოლმე. ეძებეთ ადამიანი, რომელიც სიყვარულში მოთმინების ფასს გასწავლით.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-მშვილდოსნისთვის: "სიტყვა და საქმე"
თქვენ გჭირდებათ ღრმა გუნების ადამიანი. ქალ-მშვილდოსნებს უყვართ გახსნილი, თუმცა ზედაპირული მამაკაცები. ეცადეთ, ისეთი მამაკაცი იპოვოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სიახლეებს შემოიტანს.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-თხისრქისათვის: "უზრუნველი და ძალიან მხიარული"
მამაკაცის ტიპები, რომლებიც ქალებს სურთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ქალი-თხისრქები იუმორით არ გამოირჩევიან, ამიტომაც გჭირდებათ ადამიანი, რომელიც ამ დანაკლისს შეგივსებთ. ადამიანი, რომელიც შეავსებს(და არ დაამსხვრევს) თქვენს დადებით ენერგიას.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-მერწყული: "მარტოხელა"
იყავით რეალისტური. შეწყვიტეთ მიუწვდომელი და დაკავებული მამაკაცების დევნა. მერწყულებს მოსწონთ გამოვწვევების მიღება, თუმცა ხანდახან ძალიან შორს ტოპავენ. მუდმივად დასდევთ ემოციურად დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც უკვე ურთიერთობაში არიან, თქვენთვის ასაკით ძალიან დიდები ან დაკავებული არიან. ეცადეთ, ლოგიკურად იაზროვნოთ. ამჯერად იპოვეთ თავისუფალი მამაკაცი.

მამაკაცის ტიპაჟი ქალი-თევზებისთვის: "ის, ვინც ყოველთვის თქვენთანაა"
მამაკაცის ტიპები, რომლებიც ქალებს სურთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თქვენ არ დაგჭირდებათ დიდხნიანი ძებნა, რადგანაც ადამიანი, რომელიც გჭირდებათ, ცხვირწინ გყავთ. თქვენ ყოველთვის იზიდავთ მამაკაცებს იმის მიუხედავად, თუ რომელი მათგანი უფრო გიზიდავთ თქვენ. ყურადღებით დააკვირდით იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დიდი ხნის წინ გაჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: