მოდა გადადის, სტილი კი რჩება: 7 ნივთი, რომლებიც 2018 წელს ანტიტრენდული იქნება

Загрузка...

"ტანსაცმელი - ქალის წინასიტყვაობაა, ხანდახან კი მთელი წიგნი." - ეს სიტყვები დაახლოებით 300 წლის წინ თქვა ფრანგმა მოაზროვნებ სებასტიან-როშ ნიკოლა დე შამფორმა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ქალთა დამოკიდებულება მოდის მიმართ არ შეცვლილა. რთულად თუ იპოვით ქალბატონს, რომელსაც მოდურად ჩაცმა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 2017 წლის მოდურ ტრენდებს, რომელთაგანაც 2018-ში თავი უნდა შეიკავოთ.

  1. ტილოს სტილი
    მოდა გადადის, სტილი კი რჩება: 7 ნივთი, რომლებიც 2018 წელს ანტიტრენდული იქნება

    ვერ იპოვით ისეთ პოპულარულ ბრენდს, რომელსაც 2017 წელს კოლექციაში ტილოს ნივთები არ გამოუშვია. ეს უჩვეულო, საინტერესო, დახვეწილი და მოდური იყო. თუმცა, ყველაფერი მკვეთრი და, ასე თუ ისე, ექსტრავაგანტული მალე გადადის მოდიდან, ამიტომაც, 2018 წელს ტილოს სტილი უკანა პლანზე გადაწიეთ.

  2. ნაკერები და დიდი ზომის დეკორაციები ჯინსზე
    მოდა გადადის, სტილი კი რჩება: 7 ნივთი, რომლებიც 2018 წელს ანტიტრენდული იქნება

    ასეთი ბედი ელის ჯინსებს სხვადასხვა დეკორაციებით, ნაკერებითა და სხვა "გაფორმებებით", რისი მიზეზიცაა:
    • ნაკერები უკვე ყველაფერს გაუკეთეს;
    • "გაფორმებები" ჯინსებზე უფრო ზაფხულისთვისაა შესაბამისი
    • ასეთი ჯინსები ცოტა რამეს თუ ეხამება.
    თუ არ გინდათ საყვარელ შარვალთან დამშვიდობება, გადადეთ ისინი ზაფხულისთვის.

  3. ფეხსაცმელი მაღალ პლატფორმაზე
    მოდა გადადის, სტილი კი რჩება: 7 ნივთი, რომლებიც 2018 წელს ანტიტრენდული იქნება

    2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში მოდურ ინდუსტრიაში ნამდვილი ბუმი იყო მაღალპლატფორმიან ფეხსაცმელებზე წარსულიდან. მოდა, როგორც იცით, ბრუნავს და კიდევ ერთი "პლატფორმული" ფეხსაცმელი წელს გახდა მოდური. თუმცა, მსგავსი ფეხსაცმელი მალევე მოსწყინდათ როგორც მოდურ ქალბატონებს, ისე მოდელიერებსაც, რადგან პლატფორმა ვეებერთელაა და სიარულს ართულებს. დაახლოებით ასეთი ბედი ელოდა ტანკეტებსაც.

  4. ზოლებიანი შარვალი
    მოდა გადადის, სტილი კი რჩება: 7 ნივთი, რომლებიც 2018 წელს ანტიტრენდული იქნება

    თუ აქამდე მსგავსი ტანსაცმელი სპორტული ან საომარი იყო, 2017 წელს მოდური ქალბატონების გული დაიპყრო. ზოლებიან შარვალს უამრავ ბლოგერსა თუ ცნობილ ადამიანზე დაინახავდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ შარვლების შეხამება კლასიკურ ფეხსაცმელებთან და მაღალქუსლიან ბოტილიონებთან, იგი მაინც სპორტული ან სპორტულთან მიახლოებულია. 2018 წელს კი ისინი პოზიციებს საერთოდ დათმობენ.

  5. გაშლილი ქვედაბოლო
    მოდა გადადის, სტილი კი რჩება: 7 ნივთი, რომლებიც 2018 წელს ანტიტრენდული იქნება

    რთულია დავთვალოთ, რამდენჯერ შემოვიდა მოდაში ეს ქვედაბოლო და რამდენჯერ გახდა იგი ძველმოდური. ეს გარდერობის იმდენად რთული ელემენტია, რომ არასწორი შეხამების შემთხვევაში ქალს ვულგარულ იმიჯს შეუქმნის. ასეთი კაბა უხდებათ მოზარდებს და მცირეწლოვნებს, ზრდასრულმა ქალბატონებმა კი მასზე უარი უნდა თქვან. მისი იდეალური შემცვლელია პლესებიანი ქვედაბოლო, რომელიც, სტილისტების თქმით, ჯერ კიდევ მოდის მწვერვალზე რჩება.

  6. პალტო ტყავის ხელებით
    მოდა გადადის, სტილი კი რჩება: 7 ნივთი, რომლებიც 2018 წელს ანტიტრენდული იქნება

    პალტო გარდერობის ისეთი ნაწილია, რომ, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნივერსალური და ხარისხიანი უნდა იყოს. თუ თქვენს გარდერობში 1-2 ნივთია სხვადასხვა სეზონისთვის, შეარჩიეთ მაქსიმალურად სადა და ძირითადი ტანსაცმელი. ტყავის ხელებიან პალტოს ვერ ვუწოდებთ უნივერსალურს. 2018 წელს მოდაში იქნება კლასიკური პალტო და ცოტათი oversize-იც.

  7. უცნაური კოლგოტები
    მოდა გადადის, სტილი კი რჩება: 7 ნივთი, რომლებიც 2018 წელს ანტიტრენდული იქნება
ტანსაცმლის საკამათო სახეობა, რომელიც 2017 წელს ცოტა ხნით გახდა პოპულარული. რაც არ უნდა თქვან სტილისტებმა, ასეთი კოლგოტები მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებს უხდებათ. ზრდასრულმა ქალბატონებმა უპირატესობა კლასიკას და მქრქალ კოლგოტებს უნდა მიანიჭონ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები