მწარმოებლის საიდუმლო: რას ნიშნავს ასოები: YKK ელვა-შესაკრავზე?

Загрузка...

ხანდახან, პატარა გამოგონებასაც კი შეუძლია კაცობრიობისთვის ცხოვრების შემსუბუქება და იგი აუცილებელი ხდება. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ ჯინსების ჩასაცმელად ყოველ დილით. შეგიმჩნევიათ, რომ თითქმის ყველა ელვა-შესაკრავზე "YKK" წერია? OXOTV-ის რედაქციამ გაარკვია ამ აბრევიატურის განმარტება და დღეს თქვენ გთავაზობთ მის ახსნას.

მწარმოებლის საიდუმლო: რას ნიშნავს ასოები: YKK ელვა-შესაკრავზე?

ყურადღებით დაათვალიერეთ თქვენი საფულე, ფეხსაცმელი თუ ჯინსი. ელვის დამუშავებულ მხარეს აუცილებლად შეხვდებით ამ ასოებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს წარწერა არამხოლოდ ჩინურ იაფფასიან ნივთებს, არამედ მაღალხარისხიან ცნობილი ბრენდების ნივთებზეც გვხვდება. რა იმალება ამ სიმბოლოების მიღმა?

მწარმოებლის საიდუმლო: რას ნიშნავს ასოები: YKK ელვა-შესაკრავზე?

აქ არავითარი მისტიკა და მასონური სიმბოლო არ იმალება. იგი უბრალოდ აბრევიატურაა. უცნაურია, მაგრამ ლათინური ასოებით იაპონური სიტყვების "Yoshida Kogyo Kabushikikaisha" აბრევიატურაა. თუ საქმიან ინგლისურზე გადმოვთარგმნით, ეს "Yoshida Company Limited"-ს ნიშნავს. თუმცა, რა კავშირი აქვს ამასთან "Yoshida"-ს კომპანიას?

მწარმოებლის საიდუმლო: რას ნიშნავს ასოები: YKK ელვა-შესაკრავზე?

ელვის სამშობლო აშშ-ა. არა, იაპონელებს ნამდვილად არ შეუქმნიათ ელვა. ეს გამოგონება ეკუთვნის ამერიკულ Whitcomb L. Judson-ს, რომელმაც კბილებიანი ვერსია დააპატენტა ჯერ კიდევ 1890 წელს. თუმცა, ერთმა იაპონელმა ტადაო იოშიდამ (Tadao Yoshida) იფიქრა, რომ ასეთი ელვა მოუხერხებელი იყო და მალე ფუჭდებოდა, ამიტომაც დააარსა საკუთარი ქარხანა იაპონიაში, რომელმაც დაიწყო ელვების დამზადება. აქ ელვები ლატუნისგან მზადდებოდა, ამზადებდნენ საკუთარ საღებავებსა და ლენტებს და შეიცვალა ელვის კბილებიც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, ელვა ისეთი გახდა, როგორსაც ახლა ჩვენ ვიყენებთ.

მწარმოებლის საიდუმლო: რას ნიშნავს ასოები: YKK ელვა-შესაკრავზე?

იაპონურმა კომპანიამ გარდაქმნა ელვა ისეთად, როგორებიც ჩვენ გვაქვს. ახალ, მოსახერხებელ ელვებზე ამბავი მალევე გავრცელდა. კომპანიის დაარსების 30 წლისთავზე "Yoshida"-ს კომპანიაზე უკვე მთელმა მსოფლიომ იცოდა. ასოები "YKK" თითქმის ყველა ელვას აწერია, რადგან ეს კომპანია მსოფლიოში არსებული ელვების ნახევარზე მეტს ამზადებს. უცნაურია, არა?

მკითხველთა შთაბეჭდილებები