როგორ გავათავისუფლოთ ბავშვი სურდოსგან წამლების გარეშე

Загрузка...

ბევრისთვის ნაცნობი შემთხვევაა, როცა ბავშვი თოვლში თამაშობს, მეორე დღეს კი ცხვირი გაჭედილი აქვს. დედები ბავშვებს სპრეებით, ვირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტებითა და სხვა საშუალებებით ეხმარებიან, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტია წამლების გვერდზე გადადება და უტყუარი ხალხური მეთოდის გახსენება. არც ერთი პრეპარატი არ ხსნის სურდოს. ისინი უბრალოდ აცხრობს ლორწოვანი საფარველის შეშუპებას. თუმცა, არსებობს მეთოდებიც, რომლებიც ბავშვს სურდოს ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე მოუხსნის.

OXOTV-ს რედაქცია წარმოგიდგენთ სურდოს შესამსუბუქებელ მარტივ მეთოდს თქვენი შვილისათვის.

როგორ განვკურნოთ სურდო:
როგორ გავათავისუფლოთ ბავშვი სურდოსგან წამლების გარეშე

  1. სეირნობის შემდეგ შეამოწმეთ ჩვილის ფეხები - თუ ისინი სველი და ცივია, დაბანეთ ცხელი წყლით, ჩააცვით მშრალი და თბილი ტანსაცმელი;
  2. თუ სურდო მაინც გაჩნდა, შეიძინეთ აფთიაქში ფიზ-ხსნარი(ან თავად მოამზადეთ იგი წყლითა და ზღვის მარილით). შემდეგ არჩევანი თქვენზეა: შეგიძლიათ ჩააწვეთოთ პიპეტით, ან გაუკეთოთ მინი-ოყნა ცხვირში, ან უბრალოდ სთხოვოთ ბავშვს, შეისუნთქოს ხსნარი ხელის გულებიდან, შემდეგ კი დაიფერთხოს ცხვირი; ცხვირის ხშირი გამორეცხვა შეამცირებს ინფექციურ წყაროებს და დაეხმარება ბავშვს სწრაფად გამოჯანმრთელებაში;
  3. მიეცით ბავშვს ვიტამინი С ასაკის შესაბამისი დოზით;
  4. მიეცით ბავშვს ბევრი სითხე - მაგალითად, ბალახის ჩაი. ეს დაეხმარება მას გამოჯანმრთელებაში;
  5. თუ დაუმატებთ საათობრივ, სიმეტრიულ მსუბუქ მასაჟს, ესეც დააჩქარებს ბავშვის გამოჯანმრთელებას. მასაჟი გაუკეთეთ შუბლის ცენტრში, წარბების შიდა ბოლოებზე, ცხვირის გარე ზედაპირზე;
  6. თუ ბავშვს არ აქვს ალერგია ეთერზეთებზე, ჩაუტარეთ არომათერაპია. სალბსა და ჩაის ხეს გააჩნია ანტისეპტიკური და იმუნომასტიმულირებელი თვისებები. ნემსიწვერას, პიტნასა და კამას - ვირუსის საწინააღმდეგო, ლავანდასა და ანისს - გამაჯანსაღებელი. ბერგამოტი, მელისა, გვირილა და ევკალიპტი ტემპერატურას ამცირებენ.
როგორ გავათავისუფლოთ ბავშვი სურდოსგან წამლების გარეშე

სურდო არ არის საშიში, სახიფათოა მისი გართულებული ფორმა. ყურადღებით დააკვირდით გამონადენს ცხვირიდან და ჰკითხეთ ბავშვს, თუ როგორ გრძნობს თავს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: