მსუბუქი საუზმის 3 რეცეპტი, რომლებიც უბრალო პროდუქტებისგან შედგება.

Загрузка...

საუზმე მსუბუქი და ვიტამინებით გაჯერებული უნდა იყოს, ამიტომ დღეს OXOTV წარმოგიდგენთ 3 სალათის რეცეპტს. გვერწმუნეთ, ძალიან მოგეწონებათ!

  1. მარცვლეულის სალათი.მსუბუქი საუზმის 3 რეცეპტი, რომლებიც უბრალო პროდუქტებისგან შედგება.
    თქვენ დაგჭირდებათ:
    • 300გ თეთრი ლობიო.
    • 200გ ბრინზა.
    • 120გ არუგულა.
    • 5ც პომიდორი ჩერი.
    • 1 ნორმალური ზომის კიტრი.
    • 1 ნორმალური ზომის წითელი ხახვი.
    • ½ ლიმონის წვენი.
    • 1 კბილი ნიორი.
    • 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
    • მარილი და წიწაკა გემოვნებით,ხოლო ნიახური შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში დაუმატოთ.

    მომზადების წესი:
    1. მარილიან წყალში ლობიო მოხარშეთ, თუმცა შეგიძლიათ მისი მარინადი შეიძინოთ და უბრალოდ გაავლოთ ის.
    2. ლობიო სალათის თეფშზე გადმოიღეთ და მას სხვა ინგრედიენტებიც დაუმატეთ.
    3. სალათს ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი მოასხით.

  2. კლასიკური ინგრედიენტი.მსუბუქი საუზმის 3 რეცეპტი, რომლებიც უბრალო პროდუქტებისგან შედგება.
    თქვენ დაგჭირდებათ:
    • 180გ ჭარხალი.
    • 260გ კარტოფილი.
    • 140გ სტაფილო.
    • 120გ მჟავე კიტრი.
    • 120გ გოროხი.
    • 90გ ხახვი.
    • 60მლ მზესუმზირის ზეთი.
    • მარილი, შავი წიწაკა და შაქარი.

    მომზადების წესი:
    1. მოხარშეთ კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო, შემდგომ კი კუბიკებად დაჭერით.
    2. ხახვი და მჟავე კიტრი, ასევე დაჭერით კუბიკებად.
    3. სალათის თეფშზე ეს ინგრედიენტები გოროხს შეურიეთ და ზეთი დაასხით.
    4. მოაყარეთ მარილი და ა.შ. თუკი კიტრი ზედმეტად მარილიანია სალათი შაქრით გაანეიტრალეთ.

  3. ბერძნული სალათი შპინატით.მსუბუქი საუზმის 3 რეცეპტი, რომლებიც უბრალო პროდუქტებისგან შედგება.
    თქვენ დაგჭირდებათ:
    • 1 თავი შპინატი.
    • 1 კონა არუგულა.
    • 3ც საშუალო პომიდორი.
    • ნახევარი კიტრი.
    • ნახევარი ბულგარული წიწაკა.
    • 200გ ბრინზა.
    • 12 ზეთისხილი.
    • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
    • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
    • მარილი და წიწაკა გემოვნებით.

    მომზადების წესი:
    1. არუგულა და შპინატი დაჭერით.
    2. პომიდორი და კიტრი კუბიკებად დაჭერით, ხოლო ბულგარლი გრძლად.
    3. ბრინზა ორივე მხრიდან დაბრაწეთ.
    4. ყველა ეს ინგრედიენტი სალათის თეფძე გადავიტანოთ, ხოლო ზემოდან ბრინზა და ზეთისხილი დაალაგეთ.
    5. მაგიდაზე მიტანამდე სალათს ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი მოასხით.
    6. არ დაგავიწყდეთ მარილი და წიწაკა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები