7 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ნებისმიერ პრეპარატზე უფრო ეფექტურად წმენდს

Загрузка...

ორგანიზმის გაწმენდის მწვავე საკითხი ხშირად აბსურდამდე დაჰყავთ. ზეთი, ლიმონის წვენი და სპეციალური მედიკამენტები, ხშირად, უარყოფით გავლენასაც კი ახდენს. გაამახვილეთ ყურადღება ჩვეულებრივ პროდუქტებზე, რომლებიც ორგანიზმს ყოველგვარ პრეპარატზე უკეთ გაწმენდს და ვერც მის დაზიანებას შეძლებს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ამ პროდუქტების ჩამონათვალს:

თეთრი კომბოსტო
კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც იერთებს მძიმე მეტალებსა და ტოქსინებს, შემდეგ კი ნაწლავებიდან გამოიყოფა. ასევე, კომბოსტოში არსებული ორგანული მჟავები დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ასტაბილიზებს მიკროფლორას. ეს ყველაფერი არ არის - იგი შეიცავს საკმაოდ იშვიათ ვიტამინ U-ს, რომელიც "კლავს" მავნე ნივთიერებებს, აცოცხლებს წყლულებს და მონაწილეობას იღებს ვიტამინების სინთეზში.

წითელი ჭარხალი
წითელი ჭარხალი ორგანიზმის №1 გამწმენდია. პირველ რიგში, იგი შეიცავს სპილენძს, ფორფორს, ცელულოზა, ვიტამინ С-ს და სასარგებლო მჟავების მთელ რიგს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და კლავს ლპობის ანაერობულ ბაქტერიებს. მეორეც - მის შემადგენლობაში შედის ლიპოტროპული ნივთიერება ბეტაინი, რომელიც ღვიძლს ეხმარება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. ამასთან, იგი აახალგაზრდავებს ორგანიზმს ფოლიუმის მჟავისა(ქმნის ახალ უჯრედებს) და კვარცის(აუმჯობესებს თმის, კანისა და ფრჩხილების სტრუქტურას) დახმარებით.

ნიორი
ნივრის მხოლოდ ერთ კბილში 400-ზე მეტი სასარგებლო კომპონენტი შედის. ეს კომპონენტები ილექება სისხლძარღვებში, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და კლავს ტვინის კიბოს გამომწვევ უჯრედებს - მულტიფორმული გლიობლასტომის უჯრედებს. ნივრის კომპონენტები ანადგურებს ჰელიკობაქტერიებს - კუჭის წყლულის გამომწვევ მიკროორგანიზმებს.კლავს ჭიებსა და დიფტერიულ, ტუბერკულოზის ჩხირებს.

ხახვი
ხახვის ყველაზე მთავარი კომპონენტი ფიტონციდია, რომელიც ეთერზეთებში ინახება. ეს ნივთიერება წამებში ანადგურებს მავნე ნივთიერებებსა და სოკოებს. ხახვი ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებასა და სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში. ასევე, აუმჯობესებს მადას. ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდსაც, რომელიც ძალიან სწრაფად ანადგურებს ყველაფერს მავნეს ორგანიზმისთვის.

ვაშლი
ვაშლი ასტაბილიზებს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას პეპტინისა და ცელულოზის დახმარებით, რომლებიც იერთებს ტოქსინებსა და შლაკებს. ვაშლი აუმჯობესებს მადას, მონაწილეობს კუჭის წვენის გამოყოფაში და გვეხმარება ყაბზობის დროს. ვაშლი ანადგურებს А გრიპის ვირუსების, დიზენტერიისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის უჯრედებს.

ავოკადო
სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის ამ სამხრეთული ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი შეიცავს დიდებულ ნივთიერება "გლიუტატიონს", რომელიც ებრძვის კანცეროგენების უმეტესობას და, ამასთან, ავსებს ღვიძლს მარაგით. ავოკადო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამარაგებს ორგანიზმს ჟანგბადით და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

შტოში
შტოში ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური ანტიბიოტიკი და ანტივირუსული საშუალებაა. იგი წმენდს შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს სახიფათო ბაქტერიებისგან. გვეხმარება კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში, წმენდს თრომბსა და ნალექს სისხლძარღვებში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: