უსინქრონირდება თუ არა მენსტრუალური ციკლი იმ ქალბატონებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ერთად?

Загрузка...

ცნობილი სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" წყალობით, მითი იმის შესახებ, რომ იმ ქალბატონებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ერთად, მენსტრუალური ციკლი ერთნაირად ურეგულირდებათ, სწრაფად გავრცელდა. თანაც, არსებობს ამ მოვლენის მეცნიერული ახსნაც, რაც გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ჰოლივუდური სცენარისტების მონაგონი არ არის.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ ამ მოვლენის მეცნიერულ დასაბუთებას:

უსინქრონირდება თუ არა მენსტრუალური ციკლი იმ ქალბატონებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ერთად?

ამ თემას მეცნიერების ყურადღება პირველად არ მიუქცევია. 1971 წელს ამერიკელმა მეცნიერმა მარტა მაკკლინტონმა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იგი ამ მოვლენას ხსნიდა. მარტა ამბობდა, რომ დაკვირვება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ 135 გოგონაზე მიმდინარეობდა. მაკკლინტონმა ეს ფაქტი ყოველდღიურ ჩვევებსა და გოგონების ფერომონებს მიაწერა.

უსინქრონირდება თუ არა მენსტრუალური ციკლი იმ ქალბატონებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ერთად?

თუმცა, მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეცნიერის კვლევით სტატისტიკაში შეცდომები იყო. ამ კვლევის დასამოწმებლად ჩატარდა ანლოგიური დაკვირვებები, თუმცა, იგივე შედეგი ვერ მიიღეს.
მართალია, ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თუმცა, გინეკოლოგი გემა გარსია ამტკიცებს, რომ ზოგიერთი ძუძუმწოვარი, მაგალითად, დედალი ლომები ასინქრონებენ მენსტრუალურ ციკლს, ასეთი მანიპულაციის მიზანი კი ისაა, რომ შექმნან დახურული თანასაზოგადოება ბოკვერების გასაზრდელად. ეს მექანიზმი შეხების ორგანოების ხარჯზე მუშაობს და მას მეცნიერულად ჰიპოფიზს უწოდებენ.

უსინქრონირდება თუ არა მენსტრუალური ციკლი იმ ქალბატონებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ერთად?

ამასთან დაკავშირებით, კლინიკური ფსიქოლოგი და სექსოლოგი ჯანმრთელობისა და ქალური მედიცინის ინსტიტუტში, კალასიოსში, როზარიო კასტანიო ამბობს, რომ ასეთი ფაქტი ფიქსირდება იმ ქალებში, რომლებსაც მჭირდო და ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ეს, შესაძლოა, სარკისებურ ნეირონებს ან ემპათიკურ ქცევას უკავშირდებოდეს, რომლებიც ადამიანებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში ეხმარება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები