თუჯის ტაფები: უპირატესობები, მოვლისა და გამოყენების წესები

Загрузка...

ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს სამზარეულოში ერთი თუჯის ტაფა მაინც. მას ჩვენი დედები, ბებიები და დიდი ბებიებიც კი იყენებდნენ. მასში საჭმელი არამხოლოდ არ მიიწვება, არამედ გემრიელიც კი გამოდის. ეს ყველაფერი კი თუჯის ზედაპირის დამსახურებაა.

დღევანდელ მასალაში OXOTV-ის რედაქცია გაგაცნობთ თუჯის ტაფების უპირატესობებსა და მოვლის წესებს.

უპირატესობები:
თუჯის ტაფები: უპირატესობები, მოვლისა და გამოყენების წესები

დღევანდელ დიასახლისებს დიდი არჩევანი აქვთ ჭურჭლის მასალისა: ალუმინი, კერამიკა, ტეფლონი. ტუმცა, თუჯის ჭურჭლის ხარისხი დრომ გამოსცადა. მას გაცილებით მეტი უპირატესობა აქვს სხვა მასალებთან შედარებით:
  • ტაფის სწორი გამოყენების შემთხვევაში, საჭმელი არ მიიწვება, რადგან ზეთი ავსებს თუჯის ფორებს და ხელს უშლის დაწვას;
  • ექსპლუატაციის ხანგრძლივი დრო. ასეთი ჭურჭელი ძალიან გამძლეა და არ ცვთება, თუმცა, სიმაღლიდან მყარ ზედაპირზე დავარდნისას შეიძლება გაიბზაროს;
  • საკვებს, რომელიც ასეთ ჭურჭელშია მომზადებული, შეუდარებელი გემო აქვს;
  • მისი გამოყენება ქურის ნებისმიერ ტიპზე შეგიძლიათ: გაზის, ინდუქციურ თუ ელექტრო ქურაზე;
  • გამოდგება საჭმლის გასათბობად, მოსათუშავად და კერძის ხანგრძლივი მომზადების შემთხვევაშიც;
  • თუჯი უსაფრთხო მასალაა, რომელიც არ გამოყოფს ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებებს.
თუჯის ჭურჭლის უარყოფითი მხარეები:
მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭელს ასეთი უპირატესობები აქვს, მას, ასევე, უმნიშვნელო მინუსებიც გააჩნია:
  • თუჯის ჭურჭელს დიდი დრო სჭირდება გასაცხელებლად;
  • ასეთი ჭურჭელი მძიმეა, ამიტომ ბლინების გასაკეთებლად ნამდვილად არ გამოგადგებათ;
  • მასში საკვების შენახვა არ შეიძლება, რადგან სუნის შეწოვის უნარი აქვს;
  • არასწორი მოვლის შემთხვევაში, შესაძლოა იგი ჟანგით დაიფაროს.
პირველი გამოყენება
თუჯის ტაფები: უპირატესობები, მოვლისა და გამოყენების წესები

თუ გსურთ, რომ ტაფა დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენოთ, უნდა დაიცვათ მისი მოვლის გარკვეული წესები. როგორც კი ახალ ჭურჭელს შეიძენთ, მაშინვე გინდებათ კერძის სწორედ მასში მომზადება. თუჯის ჭურჭლის შემთვევაში კი არ ღირს სიჩქარე. პირველ გამოყენებამდე იგი უნდა "გამოაცხოთ". ამის გასაკეთებლად რამდენიმე ხალხური მეთოდი არსებობს, ჩვენ კი მათ შორის ყველაზე გავრცელებულ გზას გთავაზობთ. თუმცა, პროცედურის დაწყებამდე, ტაფა(ქვაბი) კარგად უნდა გარეცხოთ ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებით და შემდეგ კარგად გააშროთ.

ჭურჭლის ფსკერზე მოაყარეთ მარილის 1სმ-იანი ფენა. შემდეგ დადეთ დიდ ცეცხლზე 20-30 წუთით. გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭლის გაცხელებას, შესაძლოა, უსიამოვნო სუნი მოჰყვეს.
როცა მარილი გაშავდება, გადადეთ ტაფა და გააგრილეთ. შემდეგ მოაშორეთ ნარჩენები, დაასხით მცენარეული ზეთი და დადგით ცეცხლზე იმავე დროით. აცადეთ ზეთს გაგრილება, გადაასხით ზეთი, გარეცხეთ ჭურჭელი და გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

სწორად რეცხვის წესი:
თუჯის ტაფები: უპირატესობები, მოვლისა და გამოყენების წესები

ყოველი გამოყენების შემდეგ შეუდგით თუჯი გამდინარ ცხელ წყალს ყოველგვარი სარეცხი საშუალების გარეშე. გაამშრალეთ, გაათბეთ ცეცხლზე, წაუსვით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და გააშრეთ.
თუ მასზე რამე მიიწვა, ჩაასხით ცოტაოდენი წყალი და აადუღეთ. გაგრილების შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლით და გააშრეთ.

როგორც ხედავთ, თუჯის ტაფის მოვლა საკმაოდ რთულია, თუმცა, მისი ქონა აუცილებელია, რადგან დიდი უპირატესობებით გამოირჩევა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები