5 ნივთი, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება არ ღირს

Загрузка...

"ჩვენ იმდენად მდიდრები არ ვართ, რომ იაფფასიანი ნივთები შევიძინოთ" - ასეთი ფრაზა არსებობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც გამოიკვეთავს, რომ არ ღირს იაფფასიანი, თუმცა ბევრი ნივთის შეძენა. უმჯობესია, შეიძინოთ ერთი, ძვირადღირებული და ხარისხიანი, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიყენებთ. რა უნდა მოვიაზროთ იაფფასიან ნივთებში? ყველა ნივთი ძვირადღირებული უნდა იყოს გარდერობში?

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 5 ნივთს, რომლებზეც ეკონომია არ უნდა გააკეთოთ:

ფეხსაცმელი
5 ნივთი, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება არ ღირს

ამ პუნქტს საპატიო ადგილი დავუთმეთ, რადგან ის, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ფეხსაცმელში, განსაზღვრავს მთელი დღის განწყობას. უხარისხო ფეხსაცმელი ასეთივე მასალით არა მხოლოდ განწყობას გიფუჭებთ მთელს ოფისში გავრცელებული უსიამოვნო სუნის გამო, არამედ ქმნის ქვედა კიდურების დაავადებების გაჩენის რისკსაც. სისხლის ცირკულაციის უკმარისობა, სისხლძარღვების შევიწროება, ტკივილი სიარულისას - ეს იმ უსიამოვნო მომენტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უხარისხო და იაფფასიანი ფეხსაცმლის შეძენას მოსდევს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ზოლები 2 მეტრის რადიუსში ასხივებს. არ გააკეთოთ ეკონომია ჯანმრთელობაზე, შეიძინეთ ფეხსაცმელი კომფორტულ ქუსლზე, რბილ ზედაპირზე და მყარ ლანჩზე. მას დიდხანს გამოიყენებთ და სიამოვნებითაც ჩაიცვამთ.

ოფისის პერანგი
რა ეშმაკობებზე არ მიდიან მწარმოებლები, რომ მიმნდობ მყიდველებს თავიანთი პროდუქტი შეასაღონ. იაფფასიანი ნივთების გამყიდველები არწმუნებენ ქალბატონებს, რომ პერანგი ძალიან უხდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მხრებზე დიდი აქვთ, ზურგზე "ბუშტუკები" ჩნდება, ხოლო ძაფი გამორღვეულია. ქალბატონებს ამ ყველაფრის შესწორება შეუძლიათ, ამიტომაც ყიდულობენ იაფფასიან ტანსაცმელს.
სწორედ ამ მიზნით, სტილისტები ურჩევენ ქალბატონებს, არ გააკეთონ ეკონომია საოფისე ტანსაცმელზე და შეიკერონ მათი შესაფერისი პერანგები. ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალბატონი თავს გაცილებით თავდაჯერებულად იგრძნობს და დღის ბოლოს მისი განწყობა აუცილებლად გაუმჯობესდება.

ნატურალური აბრეშუმი
5 ნივთი, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება არ ღირს

ლუქს კლასის უნაზესი ქსოვილი, რომელიც ისე ნაზად ეხება სხეულს, რომ ნატურალური აბრეშუმის ფანად გაქცევთ, რთული საშოვნელია, რადგან ბაზარზე მისი უამრავი ყალბი ვარიანტი არსებობს. თანამედროვე ბაზარზე არსებობს ნამდვილთან მიახლოებული ქსოვილები, რომლებიც თითქმის ისეთივე შეგრძნებებს იძლევა, თუმცა, მისი სიყალბე წყალთან პირველივე კონტაქტის დროს გამომჟღავნდება - ქსოვილის სინაზისგან აღარაფერი დარჩება.
აბრეშუმის ჭიას ხომ პარკებისთვის დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება? თქვენი აზრით, ის ამას ფულის მცირე ოდენობისთვის აკეთებს? ერთი მეტრი ქსოვილის მისაღებად საჭიროა ჭიების შეგროვება, გაწმენდა, გაშრობა. შემდეგ ძაფის დახვევა, ქსოვილის გამოყვანა და ა.შ. საბოლოო ჯამში კი აბრეშუმი საკმაოდ ძვირადღირებული ქსოვილია, რაზეც ეკონომია არ უნდა გააკეთოთ.

ქიშმირი
5 ნივთი, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება არ ღირს

საზოგადოებაში გამყარდა აზრი, რომ თუ ნივთი(ჯემპრი, სვიტრი, პალტო) რბილ და სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს, იგი ქიშმირისგანაა დამზადებული. ამის დასაბუთებას ეტიკეტებზეც იპოვით, სადაც ქიშმირის რამდენიმე პროცენტია მითითებული. თუმცა, ხშირად, ეს პროცენტი მომატებულია და ნივთს არავითარი კავშირი არ აქვს ელიტურ მასალასთან. სწორედ მომხმარებლების ნდობა აყიდინებს მწარმოებლებს ნივთებს, რომლებმაც, შესაძლოა, პირველივე გარეცხვის შემდეგ დაკარგოს შესახედაობა.
საქმე ისაა, რომ ქიშმირის დასამზადებლად იყენებენ მთის თხების მატყლს, ისინი კი ნეპალის, ჩინეთის, ინდოეთისა და პაკისტანის მთებში დასეირნობენ. ამ მატყლს წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ, როცა თხებს ბეწვი სცვივათ. თუ ერთხელ მაინც მოგეცემათ ქიშმირის ნივთის ხელში დაჭერა ან ჩაცმა, არასდროს დაგავიწყდებათ ეს შეგრძნება. იგი საკმაოდ ძვირადღირებული, თუმცა ხარისხიანი და გამძლეცაა.

ქამარი
ხარისხიანი აქსესუარები გარეგნობის სრულმყოფი ნივთებია. მათ მიეკუთვნება სამკაული, ჩანთები და ქამარი, თითქოს უმნიშვნელო ნივთია ქამარი წელზე, თუმცა, მას შეუძლია მფლობელის სტატუსის ამაღლება. კარგი ბრენდული ქამარი არამხოლოდ ფირმის ლოგოტიპზე მიიპყრობს ყურადღებას, არამედ ნაკერებით, დეკორაციებითა და ნაკეთობით. კლასიკური ძვირადღირებული ქამრის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ იგი თამამად გადასცეთ შთამომავლობას, რადგან დრო ასთ ნაკეთობებთან უძლურია.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: