დარეგულირებული მეტაბოლიზმი: ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი 10 საშუალება.

Загрузка...

მეტაბოლიზმი ცოცხალი ინდივიდის მომხდარი ქიმიური გარდაქმნაა. იგი ორგანიზმებს. როგორც წესი იგი იყოფა ორ კატეგორიად : კატაბოლიზმად და ანაბოლიზმად. მას უდიდესი როლი აკისრია ჩვენს ცხოვრებაში, რომლის ვერ შესრულების შემდგომ ცოცხალ არსებას რიგი პრობლემები უჩნდება, მათ შორის ჭარბწონიანობა, იმუნიტეტის დაქვეითება, თმისა და კანის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ასევე იმუნიტეტის დაქვეითება.

რა იწვეს მის დარღვევას? პირველ რიგში, არაჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობის არ არსებობა. გამუდმებით ერთ ადგილზე ჯდომით ჩვენ საკუთარ სხეულს ვაზარმაცებთ და მას პროდუქუნარიანობას ვაკარგვინებთ. გასათვალისწინებელია სიგარეტიც ფაქტორიც. იმის მიუხედავად, რომ მოწევა თავდაპირველად ადამიანს ცხიმის წვაში ეხმარება, თანდათანობით ის მას შიგნიდან ჭამს და ამ პროცესს ურღვევს.

მნიშვნელოვანია ის მუდმივად დარეგულირებული იყოს, რათა ინდივიდის სასიცოცხლო ფუნქციები მწყობრიდან არ გამოვიდეს. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? დღეს OXOTV-ის რედაქცია წარმიგიდგენთ 10 საშუალება, რომელთა რეცეპტები ძალზეც იოლია. მიმართეთ რომელიმე მათგანს და ნივთიერებათა ცვლა საფრთხის გამომწვევი აღარ იქნება.

  1. რეცეპტი.
    თქვენ 40გ გოგრის რბილობი და 20გ ცხიმიანი თაფლი დაგჭირდებათ. კარგად გახეხეთ რბილობი და შემდგომ ის თაფლში აურიეთ. მიღებული ნარევი დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა მივიღოთ 40გრამობით. აღსანიშნავია, რომ დოზა 100-150გ უნდა გავზარდოთ ხოლმე. კურსის ხანგრძლივობა 1თვე გახლავთ.

  2. რეცეპტი.
    200გ გოგრის შიგთავსიდან წვენი გამოვწუროთ1 თვის განმავლობაში დღეში 1-2ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე 100-120მლ-ის ოდენობით მივიღოთ.

  3. რეცეპტი.
    ინგრედიენტები:
    • 30გ გოგრის ყვავილები და ფოთლები.
    • 30გ ძირტკბილას ფესვი.
    • 20გ მშრალი ზღვის კომბოსტო.
    • 20გ ცირცელის ნაყოფი.
    • 20გ პირშუშხას ბალახეულობა.
    • 250მლ დუღარე წყალი.

    მომზადების წესი:
    1. ბოსტნეული დავაქუცმაქოთ და კარგად ავურიოთ.
    2. მიღებული მასას დუღარე დავასხათ და 2საათი დავაყენოთ, შემდეგ კი გადავწუროთ.
    3. იგი 2 კვირის განმავლობაში დღეში 4-5ჯერ 50მლ ოდენობით უნდა მივიღოთ.

  4. რეცეპტი.
    20გ გოგრის დაქუცმაცებული ღერო 500მლ ადუღებულ წყალში აურიეთ, 20 წუთი გააჩერეთ, ხოლო შემდგომ გადაწურეთ. ნაყენი 3 კვირის განმავლობაში 4-5ჯერ 100-120მლ-ის ოდენობით უნდა მიიღოთ.

  5. რეცეპტი.
    თქვენ დაგჭირდებათ:
    • 10გ გოგრის ყვავილი.
    • 10გ ურცის ბალახი.
    • 10გ მელისა.
    • 20გ კოპიტის ბალახეულობა.
    • 30გ მარწყვის ფოთლები.
    • 250მლ მდუღარე წყალი.

    მომზადების წესი:
    1. ინგრედიეტები ერთმანეთში საგულდაგულოდ ავურიოთ.
    2. მიღებული მასის 15 გრამი მდუღარე წყალში გავხსნათ და 40-50 წუთი დავაყენოთ.
    3. ნარევი 1 თვის განმავლობაში დღეში 2-3ჯერ 250მლ-ის ოდენობით მივიღოთ.

  6. რეცეპტი.
    ინგრედინტები:
    • 10გ გოგრის ყვავილი.
    • 10გ ძირტკბილას ფესვი.
    • 20გ კამის ნაყოფი.
    • 50გ მალისას ფოთლები.
    • 250მლ მდუღარე წყალი.

    მომზადების წესი:
    1. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ.
    2. 15გ-ს მდუღარე დავასხათ და 1 საათი დავაყენოთ, შემდგომ კი გადავწუროთ.
    3. ნაყენი 1 თვის განმავლობაში 250მლ-ის ოდენობით 2-3ჯერ მივიღოთ.

  7. რეცეპტი.
    ინგრედიენტები:
    • 15გ გოგრის ყვავილი.
    • 15გ გვირილად ყვავილი.
    • 15გ ცაცხვის ყვავილი.
    • 15გ კამის ნაყოფი.
    • 15გ მელისა.
    • 20გ ანწლის ყვავილი.
    • 30გ პიტნა.
    • 500მლ მდუღარე წყალი.

    მომზადების წესი:
    1. ყველა ინგრედიენტები კარგადა ავურიოთ, მიღებული 30გ მდუღარე დავასხათ და დავაყენოთ.
    2. გადავწუროთ ის და 1-2 თვის განმავლობაში 250მლ-ის ოდენობით 1-2ჯერ მივიღოთ.

  8. რეცეპტი.
    თქვენ დაგჭირდებათ:
    • 10გ გოგრის ყვავილი.
    • 10გ არყის ხის ფოთლები.
    • 10გ ვირისტერფა.
    • 30გ მაყვლის ფოთოლი.
    • 30გ კალუნას ბალახეულობა.
    • 250 მდუღარე წყალი.

    მომზადების წესი:
    1. ყველა ინგრედიენტი საგულდაგულდო ავურიოთ ერთმანეთში, ხოლო მიღებული 20გ მდუღარე წყალში ავურიოთ.
    2. სითხე 40 წუთით დავაყენოთ და 1 თვის განმავლობაში დღეში 250მლ-ის ოდენობით 2-3ჯერ მივიღოთ.

  9. რეცეპტი.
    ინგრედიენტები:
    • 20გ გოგრის ყვავილი.
    • 20გ მელისას ფოთლები.
    • 20გ სალბის (შალფეი) ფოთლები.
    • 20გ ბოსტნის იის ბალახეულობა.
    • 20გ სუროს ფოთლები.
    • 20გ ვირისტერფა.
    • 250მლ მდუღარე წყალი.

    მომზადების წესი:
    1. დაქუცმაცებული ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად ავურიოთ და მიღებულ 15გ-ს მდუღარე დავასხათ.
    2. სითხეს თავსახური დააფარეთ და 1 საათი გააჩერეთ, რის შემდეგად ის გადაწურეთ.
    3. ნაყენი 1 თვის განმავლობაში კვირაში 3ჯერ 250მლ-ის ოდენობით უნდა მივიღოთ.

  10. რეცეპტი.
    თქვენ დაგჭირდებათ:
    • 30გ გოგრის ყვავილი.
    • 30გ ძირტკბილას ფესვი.
    • 20გ ცირცელის ნაყოფი.
    • 20გ პირშუშხა.
    • 20გ ზღვის კომბოსტო.
    • 1ლ მდუღარე წყალი.

    მომზადების წესი:
    1. დააქუცმაცეთ ინგრედიენტები და ერთმანეთში აურიეთ.
    2. მიღებული 30-40 გრამი მდუღარეში გახსენით და 1 საათი გააჩერეთ.
    3. ნაყენი 2-3 კვირის განმავლობაში დღეში 3ჯერ 80მლ-ის ოდენობით უნდა მივიღოთ.

    OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები