მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა: რისთვის უნდა იყოს ქალი მზად.

Загрузка...

ფეხმძიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ასეთ დროს დედა მაქსიმალურად უნდა ფიქრობდეს მის პირმშოზე, შესაბამისად უვლიდეს საკუთარ თავს და ჯანმრთელობას. დღეს OXOTV მრავალნაყოფიანობის შესახებ გესუაბრებათ. მსგავსი მოვლენები მართალია ხშირი არ არის, თუმცა მაინც ფიქსირდება.

მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა: რისთვის უნდა იყოს ქალი მზად.

რა იწვევს ტყუპების განვითარებას?

  • ერთი ივულაციისას რამდენიმე კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება.
  • განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორად იყოფა.
  • ხელოვნური განაყოფიერება.

როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?

მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა: რისთვის უნდა იყოს ქალი მზად.

მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობის დიაგნოსტიკა ექოსკოპიური კვლევითაა შესაძლებელი. ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში კვლევის ამ მეთოდის განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი მრავალნაყოფიანი ორსულობის ადრეულ სტადიზე დიაგნოსტიკას, რაც საჭირო, აუცილებელი და ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი გახლავთ. ულტრაბგერითი კვლევის განვითარებამდე მრავალნაყოფიანი ორსულობის დიაგნოსტიკა მოგვიანებით, მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ხდებოდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ზოგჯერ სწორედ უშუალოდ მშობიარობისად ხდებოდა ნათელი საშვილოსნოში არსებული ნაყოფის რაოდენობა. დღეს ექოსკოპიურად ვადგენთ არა მარტო ნაყოფის რაოდენობას, არამედ მრავალნაყოფიანი ორსულობის ტიპსაც – მონოქორიონულია, დიქორიონული თუ ა.შ., რაც ორსულობის ეფექტურ მართვასა და მშობიარობის დაგეგმვაში გვეხმარება. იგი ექიმს საშუალებას აძლევს,რომ გაითვალისწინოს ყველა შესაძლო გართულება, რაც კი ორსულობის ამა თუ იმ ტიპისთვისაა დამახასიათებელი.

რატომ იწვევს მრავალნაყოფიანი ფეხმძიმოვა დისკომფორტს?

მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა: რისთვის უნდა იყოს ქალი მზად.

  1. ნაადრევი მშობიარობა.
    ხშირად ტყუპები ნაადრევად იბადებიან ხოლმე. უმეტესწილად ისინი მხოლოდ 37 კვირისანი არიან ხოლმე. რაც უფრო მეტია ნაყოფების რაოდენობა, მით უფრო დიდი შანსია დედამ ნაადრევად იმშობიაროს. როგორც წესი ასეთი ჩვილები ზომაში ძალიან პატარები იბადებიან და ინფექციებთან ბრძოლა სხვებზე მეტად უჭირთ.

  2. გესტაციური ჰიპერტენზია.
    ფეხმძიმე ქალბატონებში არტერიული წნევა 2ჯერ მაინც იზრდება. ასეთი ჰიპერტენზია ხშირ შემთხვევაში ადრინდელ სტადიაზე ვლინდება და მასთან გამკლავება საკმაოდ რთული საქმეა.

  3. ანემია.
    მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობისას ანემიის რისკი ბევრად უფრო მაღალია.

  4. დეფექტები.
    ხშირად ტყუპები ერთმანეთზე შეწებებულნი იბადებიან ან ზედმეტი კიდურებით ევლინებიან ქვეყანას. ეს უმეტესწილად აზიის ქვეყნებშია გავრცელებული და დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება.

  5. მუცლის მოშლა.
    ნაყოფის გაქრობა უფრო ხშირი სწორედ მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობსი დროს გახლავთ. სხვათაშორის ამ პროცესს შეიძლება სულაც არ ახლდეს თან სისხლდენა. (რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნაადრევ სტადიებს ეხება)

  6. Feto-fetal transfusion syndrome.
    ეს ძირითადად იმ ტყუპთა 15%-ს ემართებათ, რომელტაც საერთო პლაცენტა აქვთ. ეს სინდრომი არც თუ ისე ხშირია და იგი საკმაოდ საშიში გახლავთ.

  7. ამიოტური სითხის ანომალიური რაოდენობა.
    ამ მდგომარეობას ხშირად ვხვდებით მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობის დროს, უმეტესწილად კი იდენტური ტყუპების შემთხვევაში.

  8. ჭიპლარი.
    ჭიპლარი შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. დიდი შანსია ასეთ დროს ის რომელიმე ნაყოფს ყელზე შემოიეხვიოს, ამიტომ ექიმი მუდამ უნდა აკვირდებოდეს ბავშვების განვითარებას.

  9. საკეისრო კვეთა.
    ნაყოფების ანომალიური მდგომარეობა ხშირად ექიმებს აიძულებთ, რომ საკეისრო კვეთას მიმართონ.

  10. სისხლდენა.
    ზედმეტად გაშლილი საშვილოსნო შეიძლება დედისთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. ასეთ დროს დიდი შანსია ქალბატონს სისხლდენა დაემართოს.

ექიმის რჩევები.

მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა: რისთვის უნდა იყოს ქალი მზად.
  1. მეტი ცილა.
    ცილები ორგანიზმის შენებისთვის აუცილებელი პირობაა. ისინი მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობისას აუცილებელიც კი გახლავთ და დაიმახსოვრეთ, რომ მათ ვერც ერთი საკვები პროდიქტი შეგიცვლით.

  2. მეტი დასვენება.
    ამის შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ, რამეთი ორსული მუდამ უნდა ისვენებდეს. ეცადეთ საკუთარი თავი მინიმალურად გადატვირთოთ და უმეტესწილად დრო საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭებაში დახარჯოთ.

  3. ხშირი კონსულტაციები.
    კონსულტაციების წყალობით თქვენი ფეხმძიმობა უფრო იოლად განვითარდება. ასე თქვენ თავსაც უფრო კომფორტულად იგრძნობთ და 9 თვიანი, ხანგრლივი პროცესი უფრო მარტივი მოგეჩვენებათ.

    გაფრთხილება!
    ეცადეთ მხოლოდ კარგ სპეციალისტებს ეწვიოთ, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეთ.

OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: