რატომ იკვნეტენ ადამიანები ფრჩხილებს? ის, რაც აქამდე არ იცოდით.

Загрузка...

ადამიანთა გარკვეული კატეგორია მიიჩნევს, რომ ფრჩხილებს კვნეტა საფრთხის მომასწავებელია. ზოგიერთი აზრით, იგი განსაკუთრებული არაფერია, თუმცა მეცნიერები მათ ნამდვილად ვერ დაეთანხმებიან. ამ უბრალო ჩვევას უფრო რთული ახსნა აქვს და ყველა, ვისაც ის ახასიათებს, ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

ამ მავნე ჩვევის წყალობით ადამიანი თავს საფრთხეში იგდებს. კვნეტის შემდგომ თითებზე ღია ადგილები რჩება, რომლებშიც დიდი შანსია, რომ რიგი ბაქტერიები მოხვდეს.

ის არც თუ ისე იშვიათია და ადამიანთა 20-30%-ს ახასიათებს, უმეტესწილად კი ქალბატონებს. ხშირ შემთხვევაში მას დაბალი თვითშეფასება განაპირობებს, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც მათ შორის, ზოგიერთი მაგალითს მშობლებისა, თუ დედმამიშვილებისგან იღებს, ზოგი უბრალოდ თავს ირთობს, სხვებს იგი თანდაყოლილი აქვთ.

რატომ იკვნეტენ ადამიანები ფრჩხილებს? ის, რაც აქამდე არ იცოდით.

აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვვაში ფრჩხილებს პერფექციონისტები იკვნეტენ. მათი გაღიზიანება ნებისმიერი რამით შეიძლება, მათ შორის წარუმატებლობა, ჩხუბი, წყენა და ა.შ.

ისინი მიჩვეულები არიან, რომ ყველაფერი ყოველთვის იდეალურად უნდა იყოს, შესაბამისად ცდილობენ ყოველივა ამას ხელი მაქსიმალურად შეუწყონ. ეს ადამიანები არც საკუთარ დროს, ენერგიას და ფინანსებს იშურებენ ამისთვის.

რა უნდა მოიმოქმედოთ? ეცადეთ მოეშვათ და ცხოვრებით დატკბეთ. თქვენ უნდა გააანალიზოთ, რომ მუდამ ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ეს წარმოგიდგენიათ. ცხოვრებაში აღმასვლა და დაცემა რიგ-რიგობით ენაცბლება ერთმანეთს, ხოლო ასეთ დროს თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ.

სტრესი საშინელი რამაა და ადამიანთა მასთან გამკლავება უნდა ისწავლოს. ერთხელ და სამუდამოდ ინდივიდმა უნდა გაანალიზოს, რომ ის სამაროს ნაწილია და ხშირად სწორედ მას უნდა დამორჩილდეს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: