9 რამ, რაც მეტაბოლიზმს ანელებს და გახდომაში ხელს გიშლით. ის, რაც აქამდე არ იცოდით.

Загрузка...

წონაში დაკლება უამრავ ადამიანს სურს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ებრძვიან, თუმცა ზოგჯერ ამაოდ. რეალურად ინდივიდები არ ითვალისწინებენ რიგ ფაქტორებს და დიეტებს ბრმად მიჰყვებიან, რაც დამღუპველია!დღეს OXOTV წარმოგიდგენთ 9 მავნე ჩვევას, რომლებიც მეტაბოლზიმს გინელებთ.

  1. გენეტიკა.
    ხშირად ადამიანი გასუქებისკენ გენეტიკურადაა მიდრეკილი. მას თანდაყოლილი აქვს ნელი მეტაბოლიზმი, რომელსაც რეგულარული ფიზიკური აქტივობითა და სწორი კვებით უნდა ებრძოლოს.

  2. კალორიების არასაკმარისი რაოდენობა.
    ყველამ კარგად ვიცით, რომ, რაც ნაკლები კალორიაა, მით უფრო კარგია. რეალურად ეს მოსაზრება მცდარი გახლავთ! იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ მიიღებს, იგი მეტაბოლიზმის პროცესს შეანელებს. საკვები ვიტამინები ჩვენს სხეულს ჰაერივით სჭირდება. კვებიდან კვებამდე ეცადეთ ხოლმე, რომ 4 საათიანი შუალედი დაიჭიროთ.

  3. დეჰიდრატაცია.9 რამ, რაც მეტაბოლიზმს ანელებს და გახდომაში ხელს გიშლით. ის, რაც აქამდე არ იცოდით.
    გამოშრობა არაფრისთვის და არავისთვის არის კარგი. მოგეხსენებათ ადამიანის სხეულის უმეტესობა სწორედ წყლისგან შედგება, ხოლო მისი დეფიციტისას ორგანიზმი სუსტდება და საკუთარ ფუნქციებს სათანადოდ ვეღარ ასრულებს.

  4. ალკოჰოლი.
    ალკოჰოლი ძალიან კალორიულია და თანაც არც ჯანმრთელობისთვის არის კარგი. იმ შემთხვევაში, თუ დაკლება გსურთ, მასზე აუცილებლად უნდ ათქვათ უარი.

  5. არასაკმარისი ძილი.9 რამ, რაც მეტაბოლიზმს ანელებს და გახდომაში ხელს გიშლით. ის, რაც აქამდე არ იცოდით.
    უძილობა ადამიანის პირველი მტერია! როდესაც ორგანიზმს ძილი აკლია, ტვინი "მოსუფთავების" პროცესს იწყებს და საკუთარი თავის ასე ვთქვათ "შეჭმას" იწყებს, შესაბამისად ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სამუშაოს და ორგანიზმს ვეღარ აკონტროლებს.

  6. ფიზიკური დატვირთვა.
    ფიზიკური დატვირთვა კარგია, მაგრამ ზღვარი ყველაფერშია საჭირო! თუკი მასზე უარს იტყვით, თქვენ შესაძლოა ეგრევე გასუქდეთ. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი არ ხართ, ეცადეთ მსუბუქი ვარჯიშებით შემოიფარგლოთ ხოლმე.

  7. D ვიტამინის ნაკლებობა.
    ვიტამინი D კალცისა და მაგნიუმის შეწოვას უწყობს ხელს, ასევე ოფლდენას. როდესაც ცხელ პერიოდში გარეთ სეირნობთ, თქვენ სითხეს გამოყოფთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის ნივთიერებათა ცვლაზეც აისახება.

  8. ქრონიკული სტრესი.9 რამ, რაც მეტაბოლიზმს ანელებს და გახდომაში ხელს გიშლით. ის, რაც აქამდე არ იცოდით.
    ქრონიკული სტრესის შედეგად ტვინი ვეღარ ხვდება რეალურად როგორ გარემოშია მოხვედრილი და შესაბამისად არასწორ ბრძანებებს გასცემს. სტრესის დროს პიროვნებას დიდი რაოდენობით ტკბილი უნდება, რასაც უმეტესწილად წონაში მკვეთრი მატება მოჰყვება ხოლმე.

  9. ნაკლები ნახშირწყლები.
    ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმის ერთ-რთი საშენი მასალაა და სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს დღიურ ენერგიას. იგი ინსულინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი. ამ პროცესის დარღვევის შედეგად მეტაბოლიზმი ნელდება, ხოლო ადამიანი თავს სუსტად და უძილოდ გრძნობს.

    OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: