რა უნდა მოვიმოქმედოთ, რათა სარეცხის მანქანა დიდხანს და კარგად გვემსახუროს. ის, რაც აქამდე არ იცოდით.
სარეცხის მანქანა სახლში ყოველ ჩვენთაგანს აქვს. იგი საჭირო და აუცილებელი ნივთია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ვუფრთხილდებით ან თუ მართლაც ვაქცევთ ყურადღებას, ამას არასწორად ვაკეთებთ. დღეს OXOTV ამ ნივთის მოვლის თავისებურებებს გაგაცნობთ და რამდენიმე საინტერესო რჩევას მოგცემთ.
- იცოდეთ რას რეცხავთ.
შეიძლება სარეცხის მანქანა დიდია, თუმცა იგი არ არის იმხელა, რომ ადიელა ან უზარმაზარი ქსოვილები დაიტიოს. თქვენ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მასში დიდი ზომის სათამაშოები და ფეხსაცმელებიც არ უნდა გარეცხოთ. ბევრ ადამიანს ეს ყველაფერი ავიწყდება და მათი ქმედებებით საკუთარ სარეცხ მანქანას დიდ ზიანს აყენებენ. - კარი ღია დატოვეთ ხოლმე.
განიავება ყველაფერს სჭირდება, მათ შორის სარეცხის მანქანას. ეცადეთ იგი ღია დატოვოთ ხოლმე, რათა მასში სუფთა ჰაერმა იმოძრაოს. სხვათაშორის თუკი ასე არ მოიქცებით, მანქანა შიგნიდან ტენიანი დარჩება, რაც საბოლოოდ მას ბოლოს მოუღებს. - მხოლოდ სამოსს არ სჭირდება წმენდა.
ბინძური მანქანა სარეცხს ვერ გაწმენდს ხომ ასეა? რეცხვა არა მხოლოდ ქსოვილს, არამედ სარეცხის მანქანასაც სჭირდება. ეცადეთ ის ხშირად გაასუფთაოთ და თან ჟანგის საწინააღმდეგო ხსნარებიც გამოიყენოთ. თავისუფლად შეგიძლიათ სპეციალისტი გამოიძახოს, რათა პრობლემა თავად მოაგვაროს. - გაწმინდეთ მისი კარი.
როდესაც მანქანის გაწმენდას დაიწყებთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ გასუფთავება არა მხოლოდ მის ძრავსა და სხვა დანარჩენს, არამედ კარსაც სჭირდება. კარზე უამრავი სახის მიკრობი გროვდება, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. აუცილებლად გათავისუფლდით მათგან. - მხოლოდ სწორი რეჟიმი!
მოგეხსენებათ სარეცხის მანქანას რამდენიმე სახის რეჟიმი გააჩნია. ეცადეთ მუდამ სწორი გამოიყენოთ ხოლმე. ყველა ქსოვილს განსხვავებული წესით რეცხვა სჭირდება და ეს თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მანქანა შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს. - ნუ ეთამაშებით კარს.
კართან თამაში ნორმალური არ არის. თუკი სახლში ბავშვი ან შინაური ცხოველი გყავთ, ისინი სარეცხის მანქანას აუცილებლად მოარიდეთ, რამეთუ თუკი ასე არ მოიქცევით, დიდი შანსია კარი მოირყას, რაც რეცხვის დროს მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის. - ნუ გატენით მას.
მანქანის გამოტენა ნორმალური არ არის. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ შიგნით ცოტა სამოსი უნდა ჩადოთ. ხშირად ბოლომდე გავსებული მანქანა ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას, ხოლო ტანსაცმელი კვლავ გასარეცხი რჩება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი ქსოვილი უფრო დიდი წონისაა, რომელთან გამკლავება საკმაოდ რთული რამ არის. - წყლის ეკონომია.
იმისათვის, რომ სარცხი მანქანისგან მაქსიმუმი მიიღოთ, თქვენ სწორი რაოდენობის წყალი უნდა გამოიყენოთ. ეს ხშირ შემთხვევაში ახალ მანქანებს ეხება. როგორც წესი მათ საკუთარი სიმძლავრის დონეები გააჩნია, რომელთაც ინდივიდუალური წყლის ოდენობა სჭირდება. - ნუ გამოიყენებთ ზედმეტად ბევრ ფხვნილს.
ბევრი ფხვნილის გამოყენება სასურველი არ გახლავთ. ეცადეთ რაოდენობა არც თვალის ზომით განსაზღვროთ, რამეთუ ასე ქსოვილის დაზიანებისგან უფრო დაზღვეულნი იქნებით.
OXOTV გისურვებთ წარმატებას!
მკითხველთა შთაბეჭდილებები