ყველაფერი ჰიპოტირეოზის შესახებ: რა არის, რანაირად ვლინდება და როგორ ვუმკურნალოთ.

Загрузка...

ჰიპოტირეოზი სერიოზული დარღვევაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს თანდათანობით შიგნიდან ანგრევს. მასთან ბრძოლის მრავალი გზაა, ხოლო დღეს OXOTV სწორედ მათსა და ამ დაავადების არსზე გესაუბრებათ.

ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც ადამიანის ყელში მდებარეობს ხორხის ქვეშ, გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმის სწორი მუშაობისთვის აუცილებელ ჰორმონებს. ჰორმონები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს, გავლენას ახდენენ ტვინის, გულის, ღვიძლისა და სხვა ორგანოების ფუნქიონირებაზე. იგი განთავსებულია კისრის ზონის წინა ზედაპირზე. ეს ორგანო ღვიძლსა და თირკმელებზე სისხლით 2-ჯერ უფრო მეტად მარაგდება. სწორედ ის შთანთქავს იოდის 99,99%-ს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ხვდება და ასინთეზირებს 3 უმნიშვნელოვანეს ჰორმონს: ტრიიოდთირონინი (Т3), ტეტრაიოდთირონინი , იგივე თიროქსინი Т4 და ტირეოკალციტონინი.

ყველაფერი ჰიპოტირეოზის შესახებ: რა არის, რანაირად ვლინდება და როგორ ვუმკურნალოთ.

როგორ აისახება ის ორგანიზმზე?

თუ ჰიპოთირეოზს არ უმკურნალებთ, ამან შეიძლება მძიმე დეპრესია, გულის უკმარისობა ან კომაც კი გამოიწვიოს. მაგრამ თუ ამ მდგომარეობის დიაგნოსტირებას დროულად მოვახდენთ (ამისთვის სისხლის ანალიზის გაკეთებაა საჭირო), მაშინ მისი კომპენსირება მარტივად შეიძლება წამლების ყოველდღიური მიღებით.

მის დროს ხშირია მეტაბოლიზმის შენელება, წონაში მატება, კანის სიმშრალე, თმისცვენა, შეკრულობა და ანთებაც კი.

მისი ფიზიკური სიმპტომებია:

  • წონაში უეცარი მატება ან კლება.
  • ცივი ხელის გულები და ქუსლები.
  • დღის განმავლობაში აქტიურობის სიხშირის შემცირება.
  • დიაობით დაბალი ტემპერატურა.
  • სუნთქვის გართულება და ქოშინი.
  • კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • სისუსტე.
  • თვალებს სიმშრალე.
  • მშრალი კანი.
  • თავბრუსხვევა და ქოლსტერინის მაღალი დონე.

ყველაფერი ჰიპოტირეოზის შესახებ: რა არის, რანაირად ვლინდება და როგორ ვუმკურნალოთ.

მისი ფსიქოლოგიური ნიშნებია:

  • ცუდი მეხსიერება ან მისი დაკარგვა.
  • შფოთი.
  • ახლის ძნელად სწავლა.
  • განწყობის ცვლა.
  • ფიქრის პროცესის შენელება.

მკურნალობა.
მანიფესტირებული ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპია, ეგრეთწოდებული ლევოთიროქსინით (L-T4) ინიშნება, განურჩევლად დამატებითი ფაქტორების (ასაკი, თანმხლები პათოლოგია, თუ სხვა) არსებობისა. სუბკლინიკური ჰიპოთირეოზისას ყველაფერი სხვაგვარდაა. ასეთ დროს ჩანაცვლებითი თერაპიის აბსოლუტური ჩვენებაა პათოლოგიის გამოვლენა ორსულობისას ან ორსულობის დაგეგმვა უახლოეს მომავალში. ზოგადად ამ საკითხში უკეთ გასათვიცნობიერებლად საუკეთესო გზა ექიმთან ვიზიტია, რამეთუ მასზე სწორ და მართებულ პასუხს ვერავინ გაგცემთ.

OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: