მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

Загрузка...

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, წელს პირველად ხდება ისე, რომ 37 წლის მოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი არ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი მსოფლიოში. ქენდალ ჯენერმა, რომელიც სულ 22 წლისაა, მას ეს სტატუსი წაართვა და ამ წელს რეკორდული $22 მლნ გამოიმუშავა. ასევე, 10-ეულში მოხდვა pluse-size მოდელი ეშლი გრემი.

ამ ათეულში შესული მოდელები შემოსავალს კოსმეტიკის, სუნამოების და სხვა მოდური საქონლის რეკლამებიდან იღებენ.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ მსოფლიოს მოდელების ყველაზე მაღალანაზღაურებად ათეულს:

10. ეშლი გრემი (Ashley Ann Graham)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქყვეყანა: აშშ
კაპიტალი: $5.5 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: რეკლამები და თეთრეულის საკუთარი ხაზი

ეშლი გრემმა კარიერა თითქმის 10 წლის წინ დაიწყო. გასულ წელს იგი 14 ზომის პირველი მოდელი გახდა და გამოქვეყნდა Sports Illustrated-ის ყდაზე.

9. ბელა ჰადიდი (Isabella “Bella” Khair Hadid)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქვეყანა: აშშ
კაპიტალი: $6 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: მსოფლიო ბრენდების რეკლამა

21 წლის ბელა ჰადიდი პირველად მოხვდა ამ ათეულში. ამისთვის მას ათობით მსოფლიო ბრენდის რეკლამაში მოუხდა გადაღება - მათ შორის, Dior, Nike და Nars.

8. ლი ვენი (Liu Wen)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქვეყანა: ჩინეთი
კაპიტალი: $6.5 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: ცნობილ კომპანიებთან თანამშრომლობა

ლიუ ვენი პირველი აზიელია, რომელმაც Estee Lauder-ისთვის იპოზიორა. ასევე, ამ წელს მან მონაწილეობა მიიღო Victoria’s Secret-ის მოდის შოუზე და გამოჩნდა ამერიკული Vogue-ს ყდაზე. ამასთან, ეს ჩინელი მოდელი თანამშრომლობს La Perla-ის თეთრეულის ბრენდთან, სპორტულ ბრენდ Puma-სთან და სხვა უმძლავრეს კომპანიებთან.

7. კარლი კლოსი (Karlie Elizabeth Kloss)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქვეყანა: აშშ
კაპიტალი: $9 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: სარეკლამო კონტრაქტები, საკუთარი ბიზნესი

დაუჯერებელია, მაგრამ ეს მოდელი Vogue-ის ყდაზე 36-ჯერ მოხვდა! კარლის ძირითადი შემოსავალი უკავშირდება Swarovski, Adidas-ისა და Express-ს რეკლამებს. ამას გარდა, 3 წლის წინ მოდელმა გახსნა პროგრამირების სკოლა 13-18 წლის გოგონებისთვის.

6. როზი ჰანინგტონ-ვაითლი (Rosie Alice Huntington-Whiteley)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
კაპიტალი: $9 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: რეკლამა, საკუთარი ბიზნესი

ამ მოდელმა შექმნა კოსმეტიკისა და თეთრეულის საკუთარი ბრენდი, Marks&Spenser-ის სახით. ამას გარდა, იგი გამოიმუშავებს არომატებისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების რეკლამით.

5. ჯიჯი ჰადიდი (Jelena Noura “Gigi” Hadid)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქვეყანა: აშშ
კაპიტალი: $9,5 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: რეკლამა და თავსებადი ტანსაცმლის კოლექციები

Instagram-ზე წარმოუდგენელი პოპულარობის წყალობით(მას 37 მლნ-ზე მეტი გამომწერი ჰყავს), მას ხშირად იწვევენ ახალგაზრდული ბრენდების რეკლამირებისთვის. ამას გარდა, ჯიჯი უშვებს საერთო კოლექციებს Tommy Hilfiger, Maybeline-სა და Vogue eyewear-თან ერთად.

4. ადრიანა ლიმა (Adriana Francesca Lima)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქვეყანა: ბრაზილია, სერბეთი
კაპიტალი: $10,5 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: Victoria’s Secret-თან თანამშრომლობა და რეკლამა

36 წლის ადრიანა ლიმა ცნობილ თეთრეულის ბრენდთან უკვე 17 წელია თანამშრომლობს. ის ყველაზე "გრძელვადიანი" ანგელოზია. იგი, ასევე, ხშირად ხდება Sportmax-ისა და Marc Jacobs-ის სარეკლამო სახე.

3. კრისი ტეიგენი (Christine “Chrissy” Teigen)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქვეყანა: აშშ
კაპიტალი: $13.5 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: საკვებ ბრენდებთან და კოსმეტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობა

ტეიგენიც, ასევე, პირველად წელს შეუერთდა ამ ათეულში. ყველაზე დიდი შემოსავალი 2017 წელს კრისს Smirnoff-თან და Vita Coco-სთან თანამშრომლობამ მოუტანა. ასევე, მოდელი აქტიურად თანამშრომლობს თმის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდებთან.

2. ჟიზელ ბიუნდჰენი (Gisele Caroline Bundchen)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქვეყანა: ბრაზილია
კაპიტალი: $17.5 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: მსოფლიო ბრენდების რეკლამა

ჟიზელ ბიუნდჰენს წარდგენა არ სჭირდება! მისი კარიერის განმავლობაში, ჟიზელი 1200-ზე მეტჯერ გამოჩნდა სხვადასხვა ჟურნალის ყდაზე. 2002-2016 წლებში იგი ამ ათეულში პირველ პოზიციას არ თმობდა. ძირითად შემოსავალს იგი Carolina Herrera, Arezzo-სა და Vivara-სთან თანამშრომლობით იღებს.

1. ქენდალ ჯენერი (Kendall Nicole Jenner)
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი მოდელი 2017 წლისთვის Forbes-ის მიხედვით

ქვეყანა: აშშ
კაპიტალი: $22 მლნ
შემოსავლის ძირითადი წყარო: რეკლამა, კერძო ბიზნესი, რეალითი-შოუ

Instagram-ზე წარმატებული გვერდის დამსახურებით(85 მლნ-ზე მეტი გამომწერი), მან კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. 2017 წელს მისი ძირითადი შემოსავალი Adidas, Estee Lauder-თან და La Perla-სთან თანამშრომლობამ მოიტანა. ამას გარდა, მას შემოსავალი აქვს რეალითი შოუდან “Keeping Up with the Kardashians” და ტანსაცმლის საკუთარი ხაზიდან Kendall + Kylie(დასთან, კაილისთან, ერთად) .

2017 წლის მაღალანაზღაურებადი მოდელების ათეულიდან ჩანს, რომ მოდა იცვლება. 2017 წელს ამ რეიტინგში დომინირებენ “Insta-girls” -ი და ცნობილი ადამიანების შვილები, რაც კარგად ამჟღავნებს საზოგადოების ინტერესებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები