Insta-ბლოგერმა ულამაზესი ვარცხნილობა მხოლოდ ფენისა და საცრის გამოყენებით გაიკეთა

Загрузка...

გაიცანით - ეს გილან შარაფანია, ბლოგერი ინსტაგრამზე 272 000 გამომწერით. ჩვენ ვიცით მისი პოპულარობის მიზეზი. მას არ სჭირდება არც მომზადება, არც აღჭურვილობა. ამ tutorial-ში გამოყენებულია საცერი, რომელიც ნებისმიერ სამზარეულოში მოიპოვება.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ბლოგერის მიერ შემოთავაზებულ წარმოუდგენელ იდეას - თმის დახვევას ფენისა და საცრის გამოყენებით.

Insta-ბლოგერმა ულამაზესი ვარცხნილობა მხოლოდ ფენისა და საცრის გამოყენებით გაიკეთა

შარაფანის საკმაოდ თხელი თმა აქვს, რომელიც მარტივად იწეწება, ანუ მან კარგად იცის, რომ მათი დამშვიდება, მოცულობის მინიჭება და ლამაზად დავარცხნა მარტივი საქმე არაა. გამოსავალი ნაპოვნია - საცერი!


Insta-ბლოგერმა ულამაზესი ვარცხნილობა მხოლოდ ფენისა და საცრის გამოყენებით გაიკეთა

მაშ ასე, ჩვეულებრივ ვიბანთ თავს და ვიშრობთ პირსახოცით. შემდეგ კულულებს ვშლით ხელით. კარგი იქნება თმის დამარბილებელი ლოსიონი. სექციებად ვუშვებთ თმებს საცერში და მისი შუალობით ვიშრობთ. სულ ეს იყო!

სამზარეულოს მოწყობილობით მსუყე კულულები გამოგივათ და არა ბაბუაწვერა, როგორც ხვეულთმიანებს გამოსდით ხოლმე.

Insta-ბლოგერმა ულამაზესი ვარცხნილობა მხოლოდ ფენისა და საცრის გამოყენებით გაიკეთა

რეალურად, ეს ისეთივე დიფუზორია, როგორიც თითქმის ყველა სახლშია. დავამატებთ, რომ თმის გაშრობამდე კარგი იქნება, თუ შეიშხეფებთ თერმული დაცვის საშუალებას, ბოლოს კი - მაფიქსირებელ ლაკს. წარმატებულ ექსპერიმენტს გისურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები