2018 წლისთვის ფრჩხილების ყველაზე მოდური ფორმა და სიგრძე სტილისტების ვერსიით

Загрузка...

ნეილ-ტრენდი სათუთი და ნებაყოფლობითი საკითხია. გოგონები თავისთვის ყველაზე კომფორტულ ვარიანტებს ირჩევენ, თუმცა თუ თქვენ ის ხართ, ვისაც "თემაში" დარჩენა სურს, გაითვალისწინეთ სტილისტების მოსაზრებები.

[მერამდენედ] უნდა აღვნიშნოთ, რომ მოდა ბრუნვადია. გრძელი ფრჩხილების დაბრუნება Instagram-ისა და ჩვენებების მთავარი სიახლეა. მოსალოდნელიც იყო - ულტრამოკლე ფრჩხილები ფავორიტებში ძალიან დიდხანს იყო. ასე, რომ გრძელი ფრჩხილებით, 2000 წლის მსგავსად, მხოლოდ რიანა აღარ ივლის.

2018 წლისთვის ფრჩხილების ყველაზე მოდური ფორმა და სიგრძე სტილისტების ვერსიით

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ სპეციალისტების ვერსიებს 2018 წლის ფრჩხილის მოდასთან დაკავშირებით.

ამ მოვლენის დადებითი მხარე ისაა, რომ ფრჩხილის გაზრდამდე მისი დაწებება შეიძლება. ეს კი, დამეთანხმებით, კარგი მიზეზია იმისთვის, რომ 18 წლის წინ ერთი ფრჩხილის გადატეხვის გამო მოჭრილ სხვა ფრჩხილებს თანაუგრძნოთ.

2018 წლისთვის ფრჩხილების ყველაზე მოდური ფორმა და სიგრძე სტილისტების ვერსიით

სიგრძე უკვე გასაგებია, რაც შეეხება ფორმას, არსებობს ორი ვარიანტი - "ნუშისებრი" და მსუბუქი კვადრატი. პირველი ერთ-ერთი "საუკუნოვანი" და ქალური ვარიანტია. ფრჩხილის მსუბუქი წაწვეტება თითებს გრაციოზულობასა და ვიზუალურ სიგრძეს მატებს.

2018 წლისთვის ფრჩხილების ყველაზე მოდური ფორმა და სიგრძე სტილისტების ვერსიით

"მსუბუქი კვადრატიც" საკმაოდ უკვე ცნობილია ჩვენთვის. მსუბუქ მომრგვალებას ჩვენ მოკლე ფრჩხილებზე შევეგუეთ, მაგრამ იგი კარგად გამოიყურება მოგრძო(5მმ) ფრჩხილებზეც. მათთან ერთად ხელები უფრო დახვეწილად გამოიყურება.

2018 წლისთვის ფრჩხილების ყველაზე მოდური ფორმა და სიგრძე სტილისტების ვერსიით

ლამაზი მანიკური მხოლოდ ლაქის ლამაზი ელფერის შერჩევას კი არ ნიშნავს, არამედ ფრჩხილის სიგრძესა და ფორმაზე მუშაობასაც.

მკითხველთა შთაბეჭდილებები