მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო უახლესი მეთოდები. ის, რაც აქამდე არ იცოდით.

Загрузка...

არტერიული წნევა არ არის სახუმარო რამ. მას დიდი სიფრთხილით უნდა ვადევნოთ თვალი და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. დღეს მისი სამკურნალო მრავალი საშუალება არსებობს, ხოლო OXOTV მათგან ყველაზე ახლებსა და ეფექტურებს წარმოგიდგენთ.

რა არის არტერიული წნევა?
"წნევას"- რიგითი ადამიანები, რაც შეეხება ექიმები მას სამედიცინო ენაზე "არტერიულ ჰიპერტენზიას" უწოდებენ. იგი სისხლის "ზედა" და "ქვედა", ანუ სისტოლური და დიასტოლური წნევის ნორმაზე მეტად მომატებას გულისხმობს.

არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზად შეგვიძლია სხვადასხვა ორგანოთა დაავადებები მივიჩნიოთ, მათ შორის: თირკმელების, სისხლძარღვების, ენდოკრინული და სხვა. ასეთ დროს მას სისხლის წნევის მატებას სიმპტომურ, ანუ "მეორად ჰიპერტენზიას" უწდებენ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ჰიპერტენზია სხვა დაავადების სიმპტომს სულაც არ წარმოადგენს. იგი მათ გარეშე, დამოუკიდებლად იწყება. ამ მოვლენას "ესენციურ ჰიპერტენზიის", იგივე"ჰიპერტონულ დაავადების" სახელით მოიხსენიებენ.

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო უახლესი მეთოდები. ის, რაც აქამდე არ იცოდით.

ჰიპერტონული დაავადების განვითარებას ასაკი, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობა, ნერვული სტრესი, სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღება, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე,გენეტიკური განწყობა, სიმსუქნე და უმოძრაო ცხოვრების წესი განაპირობებს.

მისი რამდენიმე კატეგორია არსებობს:

  1. ნორმალური 120-ზე ნაკლები და 80-ზე მეტი.
  2. აწეული. წევა 120-129 გახლავთ, ხოლო დიასტოლიკური 80-ზე ნაკლები.
  3. 1 საფეხურის ჰიპერტენზია. სისტოლურის დიაპაზონი 130-139, ხოლო დიასტოლიკურის 80-89.
  4. 2 საფეხურის ჰიპერტენზია. სისტოლიტური წნევა 140-ს აღწევს, ხოლო დიასტოლიკური 90-ს.
  5. ჰიპერტენზიული კრიზი. სისტოლიკური წნევა 180-ს აჭარბებს, ხოლო დიასტოლიკური 120-ზე მეტია. ასეთ დროს ადამიანი დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს (

ცხოვრების წესის მოდიფიკაციის როლი.
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო უახლესი მეთოდები. ის, რაც აქამდე არ იცოდით.

დამოუკიდებლად საკუთარი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუკი თქვენ:
  • დაიკლებთ წონაში.
  • დაიწყებთ ჯანსაღად კვებას.
  • გამოიყენებთ ნაკლებ მარილს.
  • მეტად დაიტვირთავთ თავს ფიზიკურად.
  • შეზღუდავთ ალკოჰოლის მოხმარებას.

ხანდახან ცხოვრების წესის შეცვლა ყველაფერია, რაც გჭირდებათ. ყოველი ადამიანი უპირველეს ყოვლისა საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა ფიქრობდეს, რამეთი წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკუთარ თავს დაღუპავს.

OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები