ახალი წელი ახალ ფერებში: დედოფალ ელიზაბედის ულტრამოდური პალტო

Загрузка...

შობა-ახალი წლის დღესასწაულები რაღაც განსაკუთრებული ჯადოსნობითაა აღსავსე. ადამიანები ესწრაფიან ამ დღეების ახლობლებისა და ნათესავების გარემოცვაში გატარებას. არც მონარქები არიან გამონაკლისი. ყოველ წელს, შობის წინა ღამით ელიზაბედ II მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად სანდრიგის სასახლეში მიემგზავრება და იქ თებერვლის დასაწყისამდე რჩება.

ახალი წელი ახალ ფერებში: დედოფალ ელიზაბედის ულტრამოდური პალტო

მეუღლეები ამ კომფორტულ სასახლეში, ნორფოლკში ჩადიან, სადაც უკვე დიდი ნაძვის ხე ელოდებათ. თუმცა, მისი კეთილმოწყობა სრულყოფილად ვერ ჩაითვლება ბოლო შტრიხების გარეშე. ედინბურგის ჰერცოგი და დედოფალი თავად ჰკიდებენ ხეზე ძველისძველ სათამაშოებს, რომლებიც მონარქებს თვით ვიქტორიასგან გადმოეცათ შთამომავლობით. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში აქ მთელი ოჯახი ჩამოდის, რათა დაესწრონ საშობაო ჩაის სმას, შემდეგ მოაგვარონ ოფიციალური საქმეები და შეიკრიბონ სადღესასწაულო სუფრაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი მონარქების რეზიდენციიდან ნორფოლკის სასახლემდე მანქანით სულ რამოდენიმე საათის გზაა, დედოფალი უპირატესობას ჩვეულებრივი, მუნიციპალური მატარებლით მგზავრობას ანიჭებს. თუმცა, მისთვის და ფილიპისთვის მთელ ვაგონს ქირაობენ. ეს მრავალწლიანი ტრადიცია არც წელს დაურღვევიათ. ედინბურკის ჰერცოგი, როგორც ყოველთვის, ძალიან ელეგანტურად გამოიყურება მკაცრ კოსტუმში. ასევე, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მან მგზავრობისგან დიდი სიამოვნება მიიღო. იმის მიხედვით, რომ მატარებლიდან წიგნით(ეს იყო გერმანელი პუბლიცისტისა და ხელოვნებათმცოდნე ფრანკ ზოლნერის უკანასკნელი ნამუშევარი, რომელიც ლეგენდარული მიქელანჯელოს მოღვაწეობას ეძღვნებოდა) ხელში ჩამოვიდა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ფილიპი ნამდვილად კარგად ისვენებს.

ახალი წელი ახალ ფერებში: დედოფალ ელიზაბედის ულტრამოდური პალტო

ახალი წელი ახალ ფერებში: დედოფალ ელიზაბედის ულტრამოდური პალტო

დედოფალმა სამგზავროდ მისთვის საყვარელი კლასიკური დაფარვის პალტო შეარჩია, რომელიც გაწყობილია მოდური ღილებით. ამჯერად, მოდის ხარკად დიდებული, მაძღარი, ხალისიანი და მკვეთრი ულტრაიისფერი ელფერი იქცა, რომელიც, Pantone-ს ვერსიით, 2018 წლის მთავარი ტრენდული ფერი იქნება. დამეთანხმებით, ელიზაბედი ძალიან კარგად გამოიყურება. მისი ლუქის სრულმყოფელი ელემენტებია ლაკონური აქსესუარები: დეკორირებული ხელსახოცი, შავი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჩანთა და ხელთათმანები ფეხსაცმლის ფერში.

ახალი წელი ახალ ფერებში: დედოფალ ელიზაბედის ულტრამოდური პალტო

ახალი წელი ახალ ფერებში: დედოფალ ელიზაბედის ულტრამოდური პალტო

ელიზაბედ II -ის სტილი ნამდვილად გასაოცარია - იგი ყოველთვის მოდურად და ელეგანტურად გამოიყურება. მიუხედავად მისი ასაკისა, იგი ჯერ კიდევ მისდევს მოდას და პოპულარიზაციას უწევს აქტუალურ ტრენდებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: