სტომატოლოგის რჩევები: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ პირის ღრუს ჰიგიენაზე

Загрузка...

ყველამ იცის, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა, თუმცა ყველა არ ამახვილებს ამაზე საჭირო ყურადღებას. სწორედ ეს რეგულარული მოვლა დაგიცავთ კბილის ტკივილისგან. ამასთან, ასეთი მარტივი მანიპულაციები დაგიზოგავთ დროსა და ფულს და თავიდან მოიშორებთ სტომატოლოგთან ვიზიტებს.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ სტომატოლოგის რჩევებს პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებით:

სტომატოლოგის რჩევები: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ პირის ღრუს ჰიგიენაზე

პირის ღრუს გულმოდგინე და რეგულარული მოვლა, რომელიც უკვე ჩვევაში გადაგეხარდათ, თავიდან აგაცილებთ ისეთ სტომატოლოგიურ დაავადებებს, როგორებიცაა:
  • კარიესი;
  • გინგივიტი;
  • პაროდონტოზი;
  • პაროდონტიტი.
პირის ღრუს სწორ ჰიგიენაზე მიუთითებს:
  • პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაქრობა;
  • ჯანსაღი სუნთქვა;
  • მსუბუქი ნალექის მოშორება;
  • პირში მიკროორგანიზმების რაოდენობის შემცირება.
მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგების რეკომენდაციით, სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლის საშუალებებია:
  • ჯაგრისი;
  • პასტა;
  • ძაფი;
  • სავლები.
სტომატოლოგის რჩევები: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ პირის ღრუს ჰიგიენაზე

უნდა გაამახვილოთ ყურადღება მოვლის ძირითადი საშუალებების შერჩვის დროსაც. კბილის ჯაგრისები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან ჯაგრის სიმტკიცით. შერჩევისას სწორედ ეს ფაქტორია გადამწყვეტი. მყარი, სქელი ჯაგრისები მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტურად ჯანმრთელი კბილების ან პროტეზული კონსტრუქციების ქონის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ. საშუალო სიმტკიცის ჯაგრისები უნდა გამოიყენონ მათ, ვინც უკვე მიმართა სპეციალისტს კბილების ჯანმრთელობის აღსადგენად. დაბოლოს, ემალის მომატებული მგრძნობელობა იმის მანიშნებელია, რომ უპირატესობა რბილი ჯაგრის მქონე ჯაგრისს უნდა მიანიჭოთ. თანამედროვე მას-მარკეტების მიერ შემოთავაზებულ ჯაგრისებს შორის, უპირატესობა მიანიჭეთ ფტორის შემცველ პროდუქტს.

ხარისხიანი მოვლის პროგრამა მოიცავს:
  • პირის ღრუს ყოველდღიური გაწმენდა დილითა და საღამოთი;
  • რაგულარული პროფესიონალური წმენდა;
  • აუცილებელი პროფილაქტიკური შემოწმება სტომატოლოგთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი პუნქტის შესრულება აუცილებელია წელიწადში მინიმუმ ორჯერ.

კბილების ყოველდღიური წმენდა უნდა იქცეს ყოველდღიური რუტინის ნაწილად, შემდეგ კი ჩვევად. პროცედურის ხანგრძლივობა მინიმუმ 2 წუთია და მოიცავს 4 ეტაპს:
  1. ჯაგრისისა და პასტის გამოყენებით კბილებზე ნადების მოშორება;
  2. კბილთაშორის ნაპრალებში საკვების ნარჩენების ძაფით მოშორება;
  3. ენის გვერდებისა და ზურგის გაწმენდა კბილის ჯაგრისის სპეციალური მხარით;
  4. პირის ღრუს გულმოდგინედ გამოვლება, რომელიც გაგათავისუფლებთ ჰიგიენური საშუალებების ნარჩენებისგან.
არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმ ინსტრუმენტების სწორ გამოყენებასაც, რომლებიც აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად. ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც ყველა ჩვენგანი უშვებს, არის კბილის ჯაგრისის არასწორი გამოყენება.

სტომატოლოგის რჩევები: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ პირის ღრუს ჰიგიენაზე

უნდა გახსოვდეთ, რომ:
  • ჯაგრისი უნდა მდებარეობდეს კბილების ზედაპირთან 45° კუთხით;
  • მოძრაობის მთავარი მიმართულება - ზემოდან ქვემოთ;
  • ერთი მონაკვეთის ხარისხიანი გაწმენდა მოიცავს 10 მოძრაობას;
  • საღეჭი კბილების ზედა მხარე წრიული მოძრაობებით უნდა გაიწმინდოთ.
ჯაგრისის შეცვლა რეკომენდებულია არაუგვიანეს 3 თვისა. ეს ეხება კბილის პასტებსაც - დროდადრო უნდა შეცვალოთ ბრენდები და პროდუქტები სხვადასხვა შემადგენლობებით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად სავლების რეგულარული გამოყენება. განსაკუთრებით, ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა კბილის ჯაგრისი ან ძაფი არ გაქვთ თან. ჭამის შემდეგ მისი გამოყენება უზრუნველყოფს:
  • მიკროორგანიზმების განადგურებას;
  • კბილების ემალის დაცვას გარეგანი ზემოქმედებების უარყოფითი შედეგებისგან;
  • უსიამოვნო სუნის გაქრობას;
  • სუნთქვის განახლებას;
  • ღრძილების გაძლიერებას.
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას საკმაოდ მცირე დრო სჭირდება, მისი მნიშვნელობა კი შეუფასებელია. გაითვალისწინეთ ექსპერტების რჩევები და თავიდან აიცილეთ კბილის დაავადებები.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: