მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა: 7 გზა საქმის შესამსუბუქებლად

Загрузка...

ჭურჭლის რეცხვას სასიამოვნო პროცესს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. დამეთანხმებით, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს საქმე სიამოვნებს. ჩვენ ჭურჭლის გორაკებს სასჯელად მივიჩნევთ, განსაკუთრებით კი დღესასწაულების შემდეგ, როცა ბინძური ჭურჭელი ნამდვილად ძალიან ბევრია.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ 7 საშუალებას ამ საქმის შესამსუბუქებლად:

  1. გაირთეთ თავი
    მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა: 7 გზა საქმის შესამსუბუქებლად

    დღეს თითქმის ყველა სამზარეულოში მოიპოვება პატარა ტელევიზორი. რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ჩართეთ იგი. უკიდურეს შემთხვევაში, დაგეხმარებათ ლეპტოპი, ტელეფონი და ფლეერიც კი. კინო, სერიალები და მუსიკა დაგავიწყებთ იმ აზრებს, რომ ყველა ერთობა, თქვენ კი ვალდებული ხართ, დაალაგოთ.
    კიდევ ერთი საშუალება - მოუწყვეთ კონკურსი საკუთარ თავს: დააწესეთ დრო ჭურჭლის გასარეცხავად ან განსაზღვრეთ, ზუსტად რამდენი დრო გჭირდებათ ერთი ნივთის გარეცხვისთვის.
    ბოლოს და ბოლოს, გააკეთეთ ისე, რომ ეს საქმე გსიამოვნებდეთ - იყიდეთ სასიამოვნო არომატის მქონე სარეცხი საშუალება, რომელიც გაგახსენებთ ბავშვობას ან სასიამოვნო მოგონებებს აღგიძრავთ.

  2. გადახედეთ რეცეპტების არჩევანს
    მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა: 7 გზა საქმის შესამსუბუქებლად

    არსებობს უამრავი გემრიელი და სრულყოფილი კერძი, რომელსაც ჭურჭლის მინიმალური რაოდენობის გამოყენება სჭირდება. მაგალითად, ღუმელი, მრავალფუნქციური ქვაბი დაგეხმარებათ კერძისა და გარნირის ერთდროულად მომზადებაში. ეს შეიძლება იყოს რაგუს, შემწვარი, გამომცხვარი თუ მოთუშული კერძების სხვადასხვა სახეობა, რომლებიც ერთ ან, მაქსიმუმ, ორ ჭურჭელში ჩაეტევა.

  3. ნუ დაგეზარებათ წინასწარ ჩალბობა
    მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა: 7 გზა საქმის შესამსუბუქებლად

    დიდი ჯამი - დიდი დამხმარეა სამზარეულოში. ყველამ იცის, რომ ძალიან რთული ნადებიც კი შორდება ჭურჭელს უფრო მარტივად და მსუბუქად, თუ მას წინასწარ ჩაალბობთ თბილი წყლისა და საპნის ხსნარში. ზოგი ამის გაკეთებას პირდაპირ ნიჟარაში ამჯობინებს, თუმცა, დიდი ჯამი საუკეთესო ვარიანტია. პირველ რიგში, არსებობს რისკი, რომ წყალი ნიჟარის გვერდებიდან გადმოვა, ან, პირიქით, მთლიანად გაიწოვება ცუდად დაცული ხვრელის გამო. მეორეც, ნიჟარა თავისუფალი იქნება და არ დაგჭირდებათ ჭურჭლის ამოლაგება გარეცხვის წინ.

  4. შეუდექით საქმეს თანმიმდევრულად
    მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა: 7 გზა საქმის შესამსუბუქებლად

    სცადეთ ჭურჭლის გარეცხვა რამდენიმე "მისვლაზე", პერიოდულად კი რამე სახალისოთი გაერთეთ. მაგალითად, დაყავით ჭურჭელი სხვადასხვა სახეობის მიხედვით და დაისვენეთ შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე. კიდევ ერთი ვარიანტი - განსაზღვრეთ, რამდენ თეფშსა და ჭიქას ეყოფა სარეცხი საშუალების ერთი დასხმა დამატების გარეშე.

  5. გამოიყენეთ ეს დრო ჩასაფიქრებლად
    მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა: 7 გზა საქმის შესამსუბუქებლად

    ჭურჭლის რეცხვა მექანიკური პროცესია, იგი არ მოითხოვს ემოციურ ჩარევებს. კარგი იქნება, თუ ამ დროს გამოიყენებთ გავლილი დღის გასაანალიზებლად და მომდევნოს დასაგეგმავად. ზოგი ადამიანი ამ დროს მადლიერებაზეც ფიქრობს - შეიძლება ეს კომიკურად ჟღერდეს, თუმცა, "მადლობა" იმისთვის კი არ უნდა თქვათ, რომ ჭურჭელი გაქვთ, რომელსაც რეცხავთ, არამედ იმისთვის, რომ გქონდათ ვახშამი, რის შემდეგად ეს ჭურჭელი გაჭუჭყიანდა.

  6. შეადგინეთ გრაფიკი
    მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა: 7 გზა საქმის შესამსუბუქებლად

    თუ თქვენ ამრტო არ ცხოვრობთ(მაგალითად, ნათესავებთან ან მეზობლებთან ერთად), განიხილეთ მათთან გრაფიკის შედგენის საკითხი. "მოვალეობა" სამზარეულოში გაანაწილეთ დღეების, თუ საჭიროა, კვირების მიხედვითაც. იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვის ერთი ამზადებს საჭმელს, სრულიად სამართლიანი იქნება, თუ დანარჩენები დალაგებაში დაეხმარებიან.

  7. დაიწყეთ მცირით
    მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა: 7 გზა საქმის შესამსუბუქებლად
ბევრს მიაჩნია, რომ საქმე ყოველთვის რთულად შესასრულებელი სამუშაოთი უნდა დაიწყოთ. ჩვენს შემთხვევაში, ჭურჭლის რეცხვა ყველაზე მარტივად და სწრაფად გასარეცხი ჭურჭლით(მაგალითად, ფინჯნებით ან ჭიქებით) უნდა დაიწყოთ, შემდეგ გადადით სუფრის ინსტრუმენტებზე, თეფშებზე, ტაფებზე და ა.შ. დატვირთვის თანდათანობითი გაზრდა საკმაოდ შეუმჩნეველია.

ჭურჭლის რეცხვა რუტინული პროცესია ყველა დამოუკიდებელი ადამიანისთვის. მისი შეუსრულებლობა არ შეიძლება, რადგან სწორედ ეს მეტყველებს სახლის ჰიგიენაზე მთლიანობაში, თუმცა ყველას შეგვიძლია ამ პროცესის გადაქცევა სასიამოვნო ჩვევად.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: