გაახალგაზრდავება საახალწლოდ: 7 საუკეთესო პროცედურა კოსმეტოლოგის კაბინეტში

Загрузка...

გამოტყდით: თქვენი ასაკის ქალბატონები, რომლებმაც სახის გაახალგაზრდავება გადაწყვიტეს, განცვიფრებას იწვევს და გინდებათ, რომ გააჩეროთ და გამოკითხოთ. თუმცა, რატომ არ გინდათ თქვენ თვითონ სცადოთ ეს პროცედურები? საახალწლო დასვენებები სრულიად საკმარისი დროა იმისთვის, რომ მოიშოროთ ასაკობრივი და სხვა ნიუანსები, რომლებიც დილაობით ხასიათს გიფუჭებთ.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 7 კოსმეტოლოგიურ პროცედურას, რომლებიც იდეალურად დაგეხმარებათ ვიზუალურად გაახალგაზრდავებაში.
გაახალგაზრდავება საახალწლოდ: 7 საუკეთესო პროცედურა კოსმეტოლოგის კაბინეტში
კარგი ამბავი გვაქვს: კოსმეტოლოგებმა ისწავლეს ექსპრეს-მეთოდები, რომლებიც სახეს სკალპერის გარეშე გაგილამაზებთ. რამდენიმე დღე და თქვენ ახალგაზრდად გამოიყურებით.

ბიორევიტალიზაცია
ან, სიტყვა-სიტყვით - "ბუნებრივი გამოცოცხლება". ექიმი აკეთებს ჰიალურონის მჟავაზე დამზადებულ ინექციებს. პროცედურის არსია მშრალი და გაუწყლოებული კანის ინტენსიურად დატენიანება, მცირე ნაოჭების დაგლუვება, ტონის გათანაბრება ან, მაგალითად, ლაზერული ან პლასტიკური ოპერაციების შემდეგი რეაბილიტაცია.

ფილერი
გაახალგაზრდავება საახალწლოდ: 7 საუკეთესო პროცედურა კოსმეტოლოგის კაბინეტში

ეს ინექციაც ჰიალურონის მჟავაზეა დამზადებული. "შევსება" სახესა და კისრის მიდამოებს უფრო მოცულობითს და დაჭიმულს ხდის. მსხვილი ფილერები ნიკაპისა და ყვრიმალების არეში კეთდება, მსუბუქი კი - პირისა და ტუჩების ირგვლივ. საბოლოო ჯამში სახის კონტური სწორდება და კანის რელიეფი გლუვდება. ეფექტი მაშინვე შესამჩნევია, 2-4 კვირის შემდეგ კი იგი გაცილებით უკეთ გამოიყურება. მისი მოქმედების ვადა 1 წელი ან ცოტათი მეტია. პროცედურის დროს არ დაიტანჯებით, ვინაიდან გაუტკივარება წინასწარაა გათვლილი.

ბოტულინოთერაპია
კიდევ ერთი ინექციური მეთოდი. ბოტულოტოქსინები ადუნებს სახის გარკვეული მონაკვეთის კუნთებს და აგლუვებს ნაოჭებს. თუ გაწუხებთ "იხვის თათები", შუბლის, წარბებსშორისი და თვალქვეშა ნაოჭები, დროა, მიმართოთ კოსმეტოლოგს.
სხვათა შორის, ბოტულინოთერაპია არაა ყველასთვის ნაცნობი ბოტოქსი. იგი არაა შეზღუდული რამდენიმე პრეპარატით(დისპორტი, ქსეომინი), ამასთან, მათი განვითარება ერთ ადგილას არაა გაჩერებული.

ფილამენტური ლიფტინგი
თუ თქვენ ხშირად ამოწმებთ, როგორი იქნებოდით, ყვრიმალები და ლოყები წამოწეული რომ გქონოდათ, ეს პროცედურა სწორედ თქვენთვისაა. ექიმები ამბობენ, რომ მას ამ ეფექტის შენარჩუნება წლების მანძილზე შეუძლია. რა თქმა უნდა, 5 წლის შემდეგ ლიფტინგის შედეგი გაცილებით ჩამორჩება პირველ წელს, თუმცა იგი მაინც შესამჩნევია. ტექნოლოგიები ამაყად მიიწევს წინ: რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ მოკლეა და გეყოფათ საახალწლო დასვენებებში.

ულტრაბგერითი ლიფტინგი
გაახალგაზრდავება საახალწლოდ: 7 საუკეთესო პროცედურა კოსმეტოლოგის კაბინეტში

ფოკუსირებული ულტრაბგერა აბრუნებს სახის ჩონჩხს ადგილზე, საჭირო მონაკვეთებში აფიქსირებს კუნთებს, რაც ხანგრძლივი შედეგის გარანტია.
კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ ეს პროცედურა მათთვისაა, ვისაც კანის წამოწევა სურს, პლასტიკური ოპერაციის ჩატარებისა კი ეშინია.

ფოტოგაახალგაზრდავება
მისი მიზანი დაბერების პირველი ნიშნებია. გამოსხივების ენერგია აღწევს ღრმა შრეებში და იქ სითბურ ენერგიად გადაიქცევა. გაცვლითი პროცესები ჩქარდება, კანის კვება უმჯობესდება, სტიმულირდება ახალი უჯრედების წარმოქმნა. ნაოჭებთან ერთად, ქრება ასაკობრივი პიგმენტაციაც.

ლაზერი
ELOS-ტექნოლოგიები აერთიანებს სინათლის ენერგიასა და მაღალსიხშიროვან მუხტს. ლაზერი მოქმედებს ღრმად, თუმცა, ფრთხილად. იგი ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამოყოფას, თუმცა ამისათვის საჭიროა მინიმუმ 3-5 სეანსი. ძალისხმევა ამად ღირს - კანი ჯანსაღი, წამოწეული და გლუვია.

ახალი წელი კარგი საბაბია საკუთარი თავისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. სილამაზეზე ეკონომია კი არ შეიძლება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები