გაიგეთ თქვენი ნაწლავის ტიპი, რათა დააჩქაროთ ცხიმების წვა და გამოჯანმრთელება

Загрузка...

როგორც კი განსაზღვრავთ თქვენი ნაწლავის ტიპს და გაიგებთ დაავადების მიზეზს, გახდომისკენ გზა საგრძნობლად გაგიმარტივდებათ.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ნაწლავის ტიპებს:

  1. კანდიდის ნაწლავი
    მავნე ჩვევები: ქექსი, ორცხობილები, ნაყინი.
    ემოციური პროფილი: ჩამციებელი, მშფოთვარე, მოუსვენარი.
    რას ნიშნავს ეს: კანდიდის ნაწლავი ასოცირდება ორგანიზმის სინედლესთან, რაც შაქრის, რძისა და ხორბლის დიდი რაოდენობით მიღებითაა გამოწვეული.
    განკურნების საშუალებები: სახამებლის შემცველი ბოსტნეულის, მოთუშული ხორცის, სუპების, ორეგანოს ზეთის, ფერმენტირებული პროდუქტებისა და პრობიოტიკების მიღება.
    რას უნდა მოერიდოთ: საფუარი, ნედლი პროდუქტი, რაფინირებული მარცვლეული, შაქარი, რძის პროდუქტები.

  2. გასტრალური ნაწლავი
    მავნე ჩვევები: დაუღეჭავი საკვების გადაყლაპვა.
    ემოციური პროფილი: რეაქტიული, ცეცხლოვანი, ვნებიანი.
    რას ნიშნავს ეს: ამ ტიპის ნაწლავის მქონე ადამიანებს ნელი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ, აწუხებთ ხშირი შებერილობა, მჟავური რეფლუქსი და გაზები. ისინი მიდრეკილი არიან ჭარბი რაოდენობის საკვებისა და ანტაციდების მიღებისკენ, ასევე, არასწორი ღეჭვისკენ.
    განკურნების საშუალებები: დალიეთ მინერალური წყალი, მიიღეთ მომნელებელი ფერმენტები, მიირთვით ცხარე ბოსტნეული, ციტრუსები და ბალახეული.
    რას უნდა მოერიდოთ: შესუნელებული, შემწვარი საკვები, კოფეინი, ალკოჰოლი.

  3. გამოკვეთილი ნაწლავი
    მავნე ჩვევები: ყავის დიდი რაოდენობით მიღება.
    ემოციური პროფილი: A-ტიპის შრომისმოყვარე.
    რას ნიშნავს ეს: სტრესის ჰორმონის მუდმივი გამოყოფა დევნის სისხლის ნაკადს ნაწლავებიდან, რითიც ხელს უშლის სასარგებლო ბაქტერიებისა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას.
    განკურნების საშუალებები: თავი აარიდეთ სტრესს, მიიღეთ ცხოველური ცილები, მარილიანი და მუქი პროდუქტები, В ჯგუფის ვიტამინები და ადაპტოგენები.
    რას უნდა მოერიდოთ: შაქარი, რაფინირებული მარცვლეული, კოფეინი, ალკოჰოლი.

  4. იმუნური ნაწლავი
    მავნე ჩვევები: ანტიბიოტიკების ძალიან ხშირი მიღება.
    ემოციური პროფილი: დეტალებზე ორიენტირებული, პერფექციონისტი, არასაიმედო.
    რას ნიშნავს ეს: ამ ტიპის ნაწლავის მქონე ადამიანებს აწუხებთ აუტანლობა და ალერგია. ამ დისბალანსის მთავარი მიზეზია სტეროიდების, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და ანტიბიოტიკების საკმაოდ ხანგრძლივი მიღება.
    განკურნების საშუალებები: ამოიღეთ რაციონიდან წებოგვარი საკვები და რძის პროდუქტები. მიირთვით სასარგებლო ცხიმები, მიირთვით ძვლების ბულიონი და L-გლუტამინი, მომნელებელი ფერმენტები და ანტიბიოტიკები.
    რას უნდა მოერიდოთ: უმი პროდუქტი, დამუშავებული საკვები, რძის პროდუქტები, ალკოჰოლი.

  5. ტოქსიკური ნაწლავი
    მავნე ჩვევები: სწრაფად ჭამა, დამუშავებული პროდუქტების მიღება.
    ემოციური პროფილი: იმედგაცრუება, ბრაზი, მოუსვენრობა.
    რას ნიშნავს ეს: რაციონში შაქრის, ცხიმებისა და ქიმიური პროდუქტების მაღალი შემცველობის შდეგად ჩნდება ანთება, რაც იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, ნაღვლის კენჭებსა და როზაცეას.
    განკურნების საშუალებები: მიირთვით ბაბუაწვერას ან ბაყაყურას ჩაი, უმი, მწვანე და მჟავე საკვები, მოიწყვეთ ღამის კარგი დასვენება, მიმართეთ მედიტაციას.
    რას უნდა მოერიდოთ: ზეთი, შემწვარი პროდუქტი, თხილის კარაქი, ალკოჰოლი და არაორგანული პროდუქტი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: