მაკიაჟის 7 შეცდომა, რომელიც პრაქტიკულად ყველას აბერებს ვიზუალურად

Загрузка...

რატომ იყენებენ ქალბატონები მაკიაჟს? პირველ რიგში, ღირსებების გამოსაკვეთად, მეორეც - ნაკლების(გამონაყარი, შავი ლაქები, ნაოჭები) დასაფარავად. თუმცა, სამწუხაროდ, კოსმეტიკის გამოყენების უცოდინრობის გამო ქალბატონები თავს ვიზუალურად იბერებენ.

OXOTV-ის რედაქციამ გადაწყვიტა ამ სიტუაციის გამოსწორება და წარმოგიდგენთ მაკიაჟის კეთებისას დაშვებულ 7 შეცდომას:

  1. მკვეთრი პომადა
    მაკიაჟის 7 შეცდომა, რომელიც პრაქტიკულად ყველას აბერებს ვიზუალურად

    მოერიდეთ მკვეთრ პომადებს, რადგან ისინი ყურადღებას იპყრობენ უჩის ირგვლივ არსებულ ნაოჭებზე. იდეალური გადაწყვეტილებაა შეარჩიოთ პომადა, რომელიც თქვენს ტუჩებთან შდარებით 1-2 ტონით უფრო "მაძღარი" იქნება. შეუხამეთ ფანქარი და მოხაზეთ კონტური, რათა ტუჩები უფრო სავსე გამოჩნდეს. ამასთან, აუცილებლად გადატუშეთ იგი. ასევე, გააკეთეთ აქცენტი მხოლოდ ერთ დეტალზე - არ ღირს ერთდროულად თვალების, ტუჩებისა და წარბების გამოკვეთა.

  2. ძალიან ბევრი ტონალური კრემი
    ნაოჭების დაფარვის მიზნით, ქალბატონები ძალიან დიდი რაოდენობით ტონალურ კრემს ისვამენ, თუმცა საწინააღმდეგო ეფექტს იღებენ. აი, რატომ გამოიყურებით შედარებით ხნიერად. შემდეგში, კოსმეტიკურ მაღაზიაში სთხოვეთ კონსულტანტს თხევადი კრემის შერჩევა მბზინავი ნაწილაკებით. ის კანს მიანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას, გაათანაბრებს ტონს და არ ჩაჯდება ნაოჭებში.
    ასევე, ნუ გადააჭარბებთ პუდრს. იგი პრობლემებს მხოლოდ მაშინ მალავს, როცა ცოტაა. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ მინერალურ ტექსტურას.

  3. მბზინავი ჩრდილები
    გლიტერის შემცველი ჩრდილები დაიტანეთ თვალის შიდა კუთხეში. თუ ამით მთელ ქუთუთოს გამოკვეთთ, ხაზს გაუსვამთ არასასურველ "იხვის თათებს".

  4. შავი ფანქარი
    მაკიაჟის 7 შეცდომა, რომელიც პრაქტიკულად ყველას აბერებს ვიზუალურად

    შავი ფანქრის არსებობა დაივიწყეთ, თუ შავგვრემანი არ ხართ. ქვედა ქუთუთოს გამოსაკვეთად გამოიყენეთ ყავისფერი და ნაცრისფერი ელფერები.

  5. ღია კონსილერი
    კონსილერი ნამდვილი ჯადოსნური ჯოხია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ დამალოთ ნაკლები: მუწუკები და ლაქები თვალქვეშ. სამწუხაროდ, ძალიან ღია ფერის კონსილერი არ ფარავს მათ, პირიქით, გამოკვეთს და გმატებთ ასაკს.

  6. რუმიანა ყვრიმალებზე
    დროა დაემშვიდობოთ ძალიან მუქ ან მკვეთრ რუმიანებს. თქვენი მომგებიანი არჩევანია ნათელი, ვარდისფერი ან ატმისფერი რუმიანა. დაიტანეთ იგი ყვრიმალების ზედა ნაწილზე და არა ლოყის შუაში. მსუბუქი ელფერი გაგიახალგაზრდავებთ სახეს.

  7. მკვეთრი წარბები
    მაკიაჟის 7 შეცდომა, რომელიც პრაქტიკულად ყველას აბერებს ვიზუალურად
ხშირი და მკვეთრი წარბების მოდა უკვე ჩაჯდა ჩვენს ცნობიერებაში, თუმცა ისინი მხოლოდ გოგონებს უხდება. სოლიდურმა მანდილოსნებმა უპირატესობა საშუალო სისქესა და ელფერს უნდა მიანიჭონ, რომელიც თქვენს ნატურალურ წარბებზე 1 ტონით მუქი იქნება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: