როგორი ვარცხნილობები იქნება მოდაში 2018 წელს: 7 ძირითადი ტრენდი

Загрузка...

2018 წლამდე სულ ცოტა დარჩა, ამიტომაც, მოდის მიმდევრები აქტიურად შეისწავლიან მომავალი წლის ტენდენციებს. ახალი ვარცხნილობა ან თმის ფერი იდეალური საშუალებაა გარეგნობის გასაახლებლად. თუ ექსპერიმენტებს ერიდებით, OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ თმის იმ ვარცხნილობებისა და ფერების ჩამონათვალს, რომლებიც მომავალ სეზონში იქნება მოდური.

  1. დაბალი კუდი
    როგორი ვარცხნილობები იქნება მოდაში 2018 წელს: 7 ძირითადი ტრენდი

    კეფის დონეზე გაკეთებული კუდი წელს კონკურენციას გაუწევს ცხენის კუდს. ნუ შეგეშინდებათ ამ ვარცხნილობაზე ექპერიმენტების ჩატარება: შეგიძლიათ იგი რამდენიმე ფენად დაყოთ და დაუმატოთ 60-იანი წლების სტილის დეტალები.

  2. ჟღალი ფერი
    როგორი ვარცხნილობები იქნება მოდაში 2018 წელს: 7 ძირითადი ტრენდი

    თუ ბუნებამ ამ ფერის თმით დაგაჯილდოვათ, გილოცავთ - 2018-ში თქვენ ნამდვილად მოდური იქნებით! ამ წელს ჟღალის ყველა ელფერი - მაძღარი თაფლისფრიდან თვალისმომჭრელ ფორთოხლისფრამდე - წარმოუდგენელ პოპულარობას მოიპოვებს.

  3. კონტრასტული რიგები
    როგორი ვარცხნილობები იქნება მოდაში 2018 წელს: 7 ძირითადი ტრენდი

    ამ ზამთარს დაწყებული ტრენდი მომავალ სეზონამდე გაგრძელდება. მოდის ჩვენებების კრიტიკოსების აზრით, თმაზე მკვეთრი რიგები გარეგნობას ქალურობასა და თავდაჯერებულობას შემატებს. თუმცა, ზოგიერთ ქალბატონს ასეთი შეღებვის ნაცვლად, წარუმატებელი მელირება გამოსდის.

  4. ცისფრის ელფერები
    როგორი ვარცხნილობები იქნება მოდაში 2018 წელს: 7 ძირითადი ტრენდი

    მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი ფერები დავიწყებას მიეცა, ახალ სეზონში ეს ტრენდი გაცოცხლდება. განსაკუთრებით მოდური (ექსპერტების აზრით) გახდება ფირუზისფერი. არაა აუცილებელი ფერი მკვეთრი იყოს, შეგიძლიათ ჩაიმატოთ უფრო მუქი რიგებიც.

  5. ბიჭური ვარცხნილობები
    როგორი ვარცხნილობები იქნება მოდაში 2018 წელს: 7 ძირითადი ტრენდი

    2018 წლის კიდევ ერთი ტრენდი - ექტრემალურად მოკლე თმა. ვარცხნილობის შევსება დაუდევარი რიგებით, გრძელი ჩოლკით და გამოკვეთილი საფეთქლებით შეგიძლიათ. მთავარია ისეთი მოდელის შერჩევა, როგორიც თქვენი სახის ფორმას მოუხდება.

  6. მაღალი კოსა
    როგორი ვარცხნილობები იქნება მოდაში 2018 წელს: 7 ძირითადი ტრენდი

    მოდურ ჩვენებაზე მომუშავე სტილისტების წყალობით, ამ სეზონში კოსამ შუბლთან ახლოს გადაინაცვლა. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ იგი იდეალურად გლუვად ან დაუდევრად გაიკეთოთ.

  7. გეომეტრია
    როგორი ვარცხნილობები იქნება მოდაში 2018 წელს: 7 ძირითადი ტრენდი
სტილისტებმა, რომლებიც მსოფლიო მოდის ჩვენებებზე მოდელების გარეგნობაზე ზრუნავენ, კიდევ ერთი ტრენდი - გეომეტრიული ვარცხნილობა შემოიტანეს მოდაში. ისინი ეფექტურად გამოიყურება და, თანაც, შესაძლოა სტილისტთან მისვლა სულაც არ დაგჭირდეთ - უბრალოდ შეიჭარით თმა საფეთქლებთან სწორ ხაზებად(თუ ასეთი საქმეები გეხერხებათ).

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: