6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

Загрузка...

ტანსაცმლის სტილის შერჩევა და მისთვის განსაკუთრებული ელფერების მინიჭება იმიჯის შესაქმნელად მნიშვნელოვანი უნარია. უნისექსი უკვე დიდი ხანია აღარაა არასტანდარტული და პროვოკატორი - უნივერსალური ნივთები, რომლებიც, როგორც მამაკაცებს, ისე ქალბატონებს უხდება, ნებისმიერი სახლის კარადაში მოიპოვება და თავის დროს ელის.

Facebook IQ-ს დამოუკიდებელი კვლევების შედეგების თანახმად, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენცია არამხოლოდ ქუჩის მოდაშია პოპულარული, არამედ casual-ფორმატის სხვადასხვა მიმდინარეობაშიც. OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ 6 უნისექს-ტრენდს, რომლებიც 2018 წლისთვის თაყვანისმცემლებისთვის რჩეულ ნივთებად იქცევა.

  1. კუბოკრული ქურთუკი
    კუბიკები მიმდინარე და მომავალი სეზონების ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტრენდია. ამ პატერნს უპირატესობას მხოლოდ მოდის მიმდევრები კი არა, გემოვნებიანი სელებრითებიც ანიჭებენ უპირატესობას. და თუ შარვლებით, კაბებითა და ზედებით ვერავის გააოცებთ, მომავალ სეზონზე სცადეთ ამ პატერნის მქონე ქურთუკები. მამაკაცები არ უღალატებენ კლასიკურ დაფარვას, გოგონები კი უპირატესობას ოვერსაიზ ტანსაცმელს მიანიჭებენ.

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

  2. ფართო სპორტული შარვლები
    სულ რამდენიმე წლის წინ, ასეთი ტანსაცმელი დარბაზში სავარჯიშოდ, შორს გასამგზავრებლად ან უახლოეს მაღაზიაში პურზე გასასვლელად ეცვათ. 2018 წელს თავისუფალი სპორტული შარვალი გარდერობის სრულუფლებიანი წევრი გახდება და ქუჩაშიც საკმაოდ მომრავლდება.

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

  3. ჰუდი
    კაპიშონიანი მსუბუქი ქურთუკები არამხოლოდ კომფორტული, არამედ წარმოუდგენლად სასიამოვნოცაა. ქუდიანი ჟაკეტებისგან ისინი მხოლოდ ელვა-შესაკრავით განსხვავდება - ამ "ქურთუკებს" პირდაპირ თავიდან იცვამენ. ასეთ მოდელებს ყოველთვის ირჩევენ აქტიური, სპორტული ადამიანები და არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი. ისინი ტანსაცმლის ფართო სპექტრს ეხამება - ვიწრო ჯინსებს, ლეგინსებსა და სპორტულ შარვლებს.

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

  4. ჯინსის ზედები
    ამ ზედის მთავარი უპირატესობა თავისუფალი დაფარვაა. მისი შეხამება ჯინსის პრაქტიკულად ნებისმიერ მოდელთან შეგიძლიათ. აქტუალური იქნება ჯინსის შეხამება მსუბუქ კაბასთანაც.

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

  5. პულოვერი და ზედები ჰორიზონტალური ზოლებით
    ნებისმიერი გეომეტრიული პრინტის პოპულარობა ბრუნვადია, თუმცა ცნობილი ზოლებიანი ზედები მოდიდან არ გადადის. კლასიკურად ითვლება შავ-თეთრი ზოლები, თუმცა მომავალ წელს აქტუალური იქნება ფერადი ზედებიც. მთავარი წესები - თავისუფალი დაფარვა და დეკორაციების პრაქტიკული არარსებობა.

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

  6. ჯინსი-ბოიფრენდები
    თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მთლიანად ჯინსებში გამოწყობა ძველმოდურად ითვლებოდა, 2018-ში იგი ისევ აქტუალური გახდება. fashion-ინდუსტრიის საკითხის სპეციალისტებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ 2018 წელი ჯინსის ნიშნით ჩაივლის. უნდა აღინიშნოს ჯინსი-ბოიფრენდების ტრიუმფალური დაბრუნებაც, რომლის ანალოგიც თავისუფლად გახდება ნებისმიერი თავისუფალი ჯინსის შარვალი.

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

    6 უნისექს-ტრენდი, რომელიც 2018 წელს, დიდი ალბათობით, თაყვანისმცემელთა რჩეული გახდება

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: