მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

Загрузка...

მიდი ტანსაცმლის უნივერსალური ტიპია, რომელიც, პრაქტიკულად, ყველა ქალბატონს უხდება. მას უპირატესობას არამხოლოდ კლასიკური სტილის, არამედ არაფორმალური სტილის მოყვარულებიც ანიჭებენ. იმავეს თქმა შეგვიძლია საშუალოყელიან ჩექმებზე. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ისინი საკმაოდ კომფორტულია და უხდება მსხვილფეხებიან გოგონებსაც. ამ შემთხვევაში, ჩექმების შეხამება სხვა ტანსაცმელთან საკმაოდ რთულია, თუმცა მათი სხვადასხვა სახეობა გვაძლებს უნიკალური ლუქების შექმნის საშუალებას. OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ 5 მომგებიან ლუქს, რომლებიც შთაგაგონებთ:

  1. მსუბუქი ქსოვილის მიდი-ქვედა ბოლო
    ამ ფორმატის ჩექმებს სიმარტივე ახასიათებთ - მას უნდა ჰქონდეს გაგრძელება ლუქის სხვა ელემენტებშიც. იდეალური ვარიანტია რიგებიანი და მსუბუქი ქსოვილის, მუხლზე ოდნავ უფრო გრძელი ქვედა ბოლო, რომლის შეხამებაც მაქმანიან ზედასთან შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს გლუვი ტექსტურის მოდელი ან მოცულობითი სვიტრი დიდი ნაქსოვებით.

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

  2. მოკლე შარვლები ან ჯინსები
    ამ შემთხვევაში, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სიგრძეს და არა მოდას. მოკლე შარვლებში უნდა გამოჩნდეს ფეხსაცმლის დასაწყისი - ამ გზით ტანსაცმელი გრაციოზულობასა და რომანტიულობას შეიძენს. თუ უპირატესობას ჩვეულებრივი სიგრძის მოდელებს ანიჭებთ, უმჯობესია მათი აკეცვა და არა ჩექმებში ჩატანება.

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

  3. კეკლუცი მინი
    რა თქმა უნდა, ზამთარში მინი-კაბები არაბუნებრივად გამოიყურება, თუმცა, პრობლემის გადაწყვეტა შეგიძლიათ გრძელი პალტოთი ან სხვა ზედა ტანსაცმლით - ასეთი უნივერსალური ტანსაცმელი თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ. მინი კაბისა და მიდი ფეხსაცმლის შეხამებისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კოლგოტის ფერი და სტილიც. ღია ფერის გამა კარგი გადაწყვეტილებაა მონოქრომული ლუქისთვის. თუ უპირატესობას მუქ ფერს ანიჭებთ, შეარჩიეთ მიტირებული კოლგოტი.

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

  4. კუბოკრული ტანსაცმელი
    კუბიკებიანი პრინტები ისევ მოდის პიკზეა. ამ სტილში დიდი არჩევანია ნებისმიერი ტიპის ფიგურისთვის, მიდი ჩექმები კი იდეალური საშუალებაა ასეთი ლუქის სრულყოფისთვის.

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

  5. კონტრასტების თამაში
    ყველამ ვიცით, რომ ტანსაცმლის ფერსაც ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორიც მის ფორმატს. მკვეთრი და თამამი ფერთა შეხამება ერთ-ერთი თანამედროვე მოდური ტრენდია, მითუმეტეს, როცა არ გჭირდებათ აქსესუარების შერჩევა ამავე ფერთა გამაში. თამამი, ფერებით გაჯერებული ლუქი ამ სეზონისთვის იდეალური არჩევანია.

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

    მიდი-ჩექმა ზამთრის გარდერობში: წარმატებული კომბინაციები და შთამაგონებელი იდეები

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: