2018 წელს მანიკურის 7 მთავარი ტრენდი, რომლებიც უკვე უნდა სცადოთ

Загрузка...

OXOTV-ის რედაქციამ უკვე იცის, როგორი ლაქები და ნეილ-დიზაინი იქნება მოდაში 2018 წელს. გირჩევთ, აღარ მოიცადოთ და სცადოთ ის ულტრამოდური მანიკურები, რომლებსაც დღევანდელ მასალაში გთავაზობთ.

მინიმალიზმი
2018 წელს მანიკურის 7 მთავარი ტრენდი, რომლებიც უკვე უნდა სცადოთ

ეს 2018 წლის მოწინავე ტრენდია. თუ მას უფრო კონკრეტულად ჩამოვაყალიბებთ, რაც უფრო ნაკლები - მით უკეთესი. დიზაინის მსუბუქი ელემენტები და ლაკონურობა ჩვენთვის ყველაფერია. დიზაინერები თვლიან, რომ ეს სწორი გზაა დასამახსოვრებელი ლუქის შესაქმნელად.

ხორცისფერი
2018 წელს მანიკურის 7 მთავარი ტრენდი, რომლებიც უკვე უნდა სცადოთ

ნუდ-გამაა: ხორცისფერი, კარამელისფერი, ქვიშისფერი, პასტელური - საუკუნო კლასიკაა, როგორც "ფრენჩი". ბუნებრიობა ყოველთვის მოდაშია. ნეიტრალური ლაქები განსაკუთრებით კარგად გამოიყურება გრძელ და მოვლილ ფრჩხილებზე და ისინი 2018 წელს მოდაშია.

გლიტერი
2018 წელს მანიკურის 7 მთავარი ტრენდი, რომლებიც უკვე უნდა სცადოთ

მბრწყინავი ფრჩხილებისთვის საბაბი არ გჭირდებათ. არჩევანი თქვენზეა - გააბრწყინოთ ყველა ფრჩხილი თუ ამოირჩიოთ ერთ-ერთი. გლიტერი ნუნებზე ბიუთი-ტრენდია, რომელიც ჩვენთან პოდიუმებიდან გადმოვიდა.

მეტალი
2018 წელს მანიკურის 7 მთავარი ტრენდი, რომლებიც უკვე უნდა სცადოთ

შეამჩნევდით, რომ ჩვენ ორი სტილის შემცველი მაგალითი მოგიყვანეთ(მეორე მინიმალიზმია). გაიკეთეთ ხორცისფერი ან გამჭვირვალე საფუძველი და ზემოდან წაისვით მბრწყინავი, მეტალის მსგავსი ლაქი. ასეთი ფრჩხილები ყურადღებას იქცევს, თუმცა დელიკატურია. მთლიანად "ქრომირებული" ფრჩხილებიც კარგი არჩევანია.

ღრმა ლურჯი
2018 წელს მანიკურის 7 მთავარი ტრენდი, რომლებიც უკვე უნდა სცადოთ

იდეალური ფერია წლის ცივი დროისთვის. იგი მოკლე და გრძელ ფრჩხილებზე შეუცვლელად გამოიყურება. სთხოვეთ ოსტატს, გაჩვენოთ ყველაზე ღრმა ლურჯი ფერები, რადგან ლურჯს ცალკე ისტორია აქვს და ნებისმიერ ასაკში მომგებიანი ვარიანტია.

აბსტრაქცია
2018 წელს მანიკურის 7 მთავარი ტრენდი, რომლებიც უკვე უნდა სცადოთ

ამ ტრენდში თავისი განხორციელება იპოვა გეომეტრიამ. დახატეთ სამკუთხედები, ოთხკუთხედები, შექმენით ქაოტური ფიგურები. დაუმატეთ კონტრასტი და არ დაგავიწყდეთ მეტალის ელემენტები.

ქვები
2018 წელს მანიკურის 7 მთავარი ტრენდი, რომლებიც უკვე უნდა სცადოთ

ბოლოსთვის მოვიტოვეთ ყველაზე არაერთგვაროვანი ვარიანტი. რამდენჯერ უთქვამთ - "არავითარი ქვები, ეს ხომ მოვეტონია." როგორც არ უნდა იყოს, 2018 წელს ქვები და ბისერები ბრუნდება. ჩვენ გირჩევთ, არ აგერიოთ მინიმალიზმისა და ჰარმონიის საზღვრები.

მკითხველთა შთაბეჭდილებები