სტუდენტმა იპოვა კედებისთვის პირველადი სიქათქათის დაბრუნების საშუალება

Загрузка...

ნებისმიერი ფეხსაცმელი დროთა განმავლობაში კარგავს პირველად იერს: იქექება, იკაწრება, ხუნდება, ცვთება ძირები და ლანჩები. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იყიდოთ ახალი წყვილი და არ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაუბრუნოთ კედებს, ჩექმებსა თუ სანდლებს პირველადი იერი, თუმცა არსებობს ისეთი ნივთებიც, რომელთა გადაგდებაც ნამდვილად არ გინდათ.

ტეხასელმა სტუნდენტმა, სარა ტრეისიმ იპოვა თავისი საყვარელი "კონვერსების" გათეთრების საშუალება. OXOTV-ის რედაქცია დღეს ამ საშუალებას თქვენ გიზიარებთ.

სტუდენტმა იპოვა კედებისთვის პირველადი სიქათქათის დაბრუნების საშუალება

გოგონამ ტვიტერზე ორი ფოტო განათავსა შესადარებლად: მანამდე და შემდეგ. პირველ ფოტოზე ჩანს გაყვითლებული კედები, რომლებმაც არაერთი ასეული კილომეტრი გაიარეს. მეორეზე კი - ახალივით თეთრი ფეხსაცმელი. და წარწერა: "მე სასწაულებს ვახდენ". მეგობრებმა სასწრაფოდ სთხოვეს გოგონას ამ ნამდვილი სასწაულის რეცეპტი და ყველაფერი ძალიან მარტივი აღმოჩნდა:

"უნდა ჩაალბოთ კედები. შეურიოთ სოდა და სარეცხი საშუალება 1:1.5 პროპორციით და გახეხოთ ფეხსაცმელი კბილის ჯაგრისით. გააჩერეთ რაღაც დროით, შემდეგ გარეცხეთ. შეაგდეთ სარეცხის მანქანაში საბავშვო სარეცხი ფხვნილით."

მისი რეცეპტი გადააზიარა 100 ათასზე მეტმა მომხმარებელმა და მოიწონა 300 ათასზე მეტმა. იმ ადამიანებმაც, რომლებმაც უკვე სცადეს ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი, შესანიშნავი შედეგები გამოაქვეყნეს.

სტუდენტმა იპოვა კედებისთვის პირველადი სიქათქათის დაბრუნების საშუალება

თავის მხრივ, Converse All-Stars-ის კომპანია კედების გარეცხვას თბილი წყლისა და საპნის ხსნარში ამოვლებული ღრუბლით ურჩევს მომხმარებლებს. არ გვირჩევს მათ მანქანაში გარეცხვას. სხვათაშორის, ამ რჩევას ფეხსაცმლის ყველა მწარმოებელი გვაძლევს, რადგან შედეგები შესაძლოა არაპროგნოზირებადი იყოს.

სტუდენტმა იპოვა კედებისთვის პირველადი სიქათქათის დაბრუნების საშუალება

თუ ნებისმიერ ჭუჭყსა და ნაკაწრს თქვენს კედებზე შეუძლია გრძელვადიანი ამბის გახსენების მიზეზი გახდეს, მაშინ შეინახეთ ისინი იმ სახით, როგორც აქამდე მოაღწიეს. ხოლო თუ წყვილის განახლება გსურთ, ნამდვილად ღირს სტეისის რეცეპტის ცდა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: