წიწიბურის ფქვილი- საუკეთესო რეცეპტი ჯანმრთელობისთვის!

Загрузка...

წიწიბურას ფქვილის ფაფები კვებითი ღირებულებით განსაკუთრებითულად გამოირჩეულია. ის ჯანმრთელობისთვის საჭირო და აუცილებელი პროდუქტიც კი გახლავთ. დღეს OXOTV შეეცდება მასზე უფრო სიღრმისეული წარმოდგენები შეგიქნათ.

ის იოლად ათვისებადი ცხიმებით, სახამებლით, ვიტამინებით– B1, B2, B6 და მიკროელემენტებით: ფოსფორით, კალიუმით, კალციუმით, რკინით, მაგნიუმით არის მდიდარი, ასევე მას ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებებით.შეიცავს ლეციტინს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინისა და მძიმე მეტალების იონების გამოდევნას. ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

წიწიბურის ფქვილი- საუკეთესო რეცეპტი ჯანმრთელობისთვის!
  1. ნაღვლმდენი საშუალება.
    საღამოს 1 ჭიქა კეფირში 1 სუფრის კოვზი წიწიბურის ფქვილი აურიეთ და დილით ნაზავი მიირთვით.

  2. ათეროსკლეროზისას.
    დღეში ორჯერ, საუზმესა და სადილის დროს წიწიბურის კისელი სვით. ჭიქა ცივ წყალში 3 სუფრის კოვზი წიწიბურის ფქვილი გახსენით. პარალელრუად აადუღეთ 1ლ წყალი და ის სითხეს ეტაპობრივად უმატეთ. ნარევი 8-10 წუთი უნდა ხარშოთ. გემოსთვის შეგიძლიათ თაფლი ან ნიგოზი დაუმატოთ.

  3. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას.
    1 ჭიქა წიწიბურის ფქვილი 1 ჭიქა დაფქვილ ბერძნულ თხილთან აურიეთ. მიღებული ნაზავი 1 ჭიქა წიწიბურის თაფლში გავურიოთ და შუშის ქილაში გადავასხათ. კვირაში ერთი რომელიმე დღე მხოლოდ ეს მასა და ჩაი მიიღეთ ხოლმე. (ჩაიში გამოყენებული წყლის რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ).

    წიწიბურის ფქვილი- საუკეთესო რეცეპტი ჯანმრთელობისთვის!

  4. კანის წვისას.
    წიწიბურის ფქვილი ტაფაზე მოხალეთ მანამ, სანამ ყვითელ ფერს არ მიიღებს, ხოლო შემდეგ წყალთან შეურიეთ. ეცადეთ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ, რომელსაც პრობლემურ ზონაზე წაისვამთ.

  5. ფეხებზე წყალმანკის არსებობისას და მათი კუნთების გაკვანძვის დროს.
    დღეში 1 სუფრის კოვზი წიწიბურის ფქვილი მიიღეთ, რომელიც თავდაპირველად წყალში უნდა გახსნათ.

  6. დიაბეტისას.
    3 თვის განმავლობაში საუზმეზე და სადილამდე 30 წუთით ადრე 1 ჭიქა კეფირში 1სუფრის კოვზი წიწიბურის ფქვილი გახსენით და დალიეთ ხოლმე.

  7. როგორც პუდრი.
    მშრალი, გაცრილი წიწიბურის ფქვილი არაჩვეულებრივ პუდრის შემცვლელ საშუალებად მიიჩნევა.

OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: