პროფესიონალური მიდგომა: ტესტი 30-მდე და შემდეგ ასაკში კანის ტიპის დასადგენად

Загрузка...

პირველი, რითიც კანის მოვლას ვიწყებთ, მისი ტიპის განსაზღვრაა. მისი ცხიმიანობა, მგრძნობიარობა და ასაკობრივი ცვლილებები მთლიანად განსაზღვრავს მისთვის შერჩეული მოვლის საშუალებების ტიპებს. არასწორად განსაზღვრული კანის ტიპი ხშირად იწვევს არაეფექტურ მოვლასა და კანის პრობლემებს. ახალგაზრდა და შუა ხნის კანი ფასდება განსხვავებულად, ამიტომაც, OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ ორი სახის კოსმეტოლოგიურ ტესტს კანის ტიპის განსასაზღვრავად სახლის პირობებში.

პროფესიონალური მიდგომა: ტესტი 30-მდე და შემდეგ ასაკში კანის ტიპის დასადგენად

კანის ძირითადი ტიპები:
  • ნორმალური - არ გვხვდება არც სიმშრალე, არც ცხიმიანი ბზინვა. პრაქტიკულად არავითარი პიგმენტაცია და უსწორმასწორობა. გლუვი და სწორი კანი;
  • ცხიმიანი - კანის ზედაპირი ბზინავს, ფორები გაფართოებულია. მიდრეკილია მუწუკებისა და გამონაყარისკენ;
  • მშრალი - სიმშრალე და აქერცლვა. დაჭიმულობის შეგრძნება, კანი შეიძლება დაღლილად გამოიყურებოდეს. მარტივად ჩნდება ნაოჭებიც;
  • კომბინირებული - შეინიშნება მშრალი და ცხიმიანი მონაკვეთები. ფორები გამოკვეთილია, მარტივად ჩნდება აკნე;
  • მგრძნობიარე - მიდრეკილება სიწითლისა და გაღიზიანებისკენ.
*მგრძნობიარე შეიძლება კანის ნებისმიერი ტიპი იყოს. ეს კანის მდგომარეობაა, როცა ეპიდერმისი მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ გარეგან ზემოქმედებაზე(კლიმატურ ცვლილებებზე, კოსმეტიკურ საშუალებებზე). როგორც წესი, კანი მგრძნობიარე ცუდი მემკვიდრეობის, დაავადებების გამო ან პილინგებისა და სკრაბების ხშირი მოხმარების შდეგად ხდება.

ახალგაზრდა კანი 30 წლამდე
  • დილით დაიბანეთ სახე მსუბუქი ქაფით და არ წაისვათ არავითარი დამატებითი საშუალება(მათ შორის, არც მოვლის);
  • 2 საათის შემდეგ აიღეთ მსუბუქი ქაღალდის ხელსახოცი და გააკეთეთ მსუბუქი ზეწოლები ცხვირის, შუბლის, ნიკაპისა და ლოყების მონაკვეთებში.
თუ ქაღალდზე არავითარი ცხიმოვანი ლაქა არ დარჩა, თქვენ მშრალი კანის პატრონი ხართ. 3 ცხიმიანი ლაქა შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე კომბინირებულ ტიპზე მიუთითებს. ნორმალური ტიპის კანის მქონე გოგონებსაც ეს სამი ლაქა ექნებათ, თუმცა მსუბუქად. 5 ცხიმოვანი ლაქა ცხიმიანი კანის მაჩვენებელია.

პროფესიონალური მიდგომა: ტესტი 30-მდე და შემდეგ ასაკში კანის ტიპის დასადგენად

კანი ასაკობრივი ცვლილებებით
ცხიმიანობის დონე, ამ შემთხვევაში, მეორადი მაჩვენებელია. 30 წლის შემდეგ კანის ტიპი კი სწორედ ასაკობრივი ცვლილებების ჩათვლით უნდა განსაზღვროთ. ტესტისთვის კარგი დღის განათება და დიდი სარკე დაგჭირდებათ. მაშ ასე, დაათვალიერეთ თქვენი სახე და აღნიშნეთ, რა ასაკობრივი ცვლილებები შენიშნეთ.

პროფესიონალური მიდგომა: ტესტი 30-მდე და შემდეგ ასაკში კანის ტიპის დასადგენად

  1. 1 - სახის ოვალი დეფორმირდება(ახალგაზრდობასთან შედარებით), ჩნდება ტომრები თვალქვეშ, ზედა ქუთუთო იწელება, ღრმა ცხვირ-ბაგის ნაკეცებსა და ნაოჭ-მარიონეტებს(პირის კუთხიდან ნიკაპამდე) ამჩნევთ;
  2. 2 - სახის ოვალი მკვეთრია, დეფორმაციის გარეშე. ნაოჭები საკმაოდ მკვეთრია;
  3. 3 - სახის ოვალი მკვეთრია, ნაოჭებს ამჩნევთ თვალქვეშ, ლოყებზე გლუვი კანი გაქვთ;
  4. 4 - სახის შეშუპება, ცხვირ-ბაგის ნაკეცები, ნაოჭი-მარიონეტები, ტუჩის კუთხეები ეშვება, სახე ხშირად გიშუპდებათ.
1 - ცხიმიანი კანი; 2 - მშრალი კანი; 3 - ნორმალური კანი; 4 - კომბინირებული კანი.

ახლა, როცა უკვე იცით საკუთარი კანის ტიპი, თამამად შეგიძლიათ იზრუნოთ სახეზე, შეარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც თქვენს კანს მოუხდება და გახდეთ თავდაჯერებული.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: