როგორ მოვაშოროთ იოდი და ბრილიანტის მწვანე ტანსაცმელს, კანს, იატაკსა და ავეჯს

Загрузка...

მას, ვინც უკვე გამოსცადა იოდის ან ბრილიანტის მწვანის ამოყვანა ტანსაცმლიდან ან რამე სხვა ნივთიდან, ეს გაკვეთილი მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრება. შემდეგში განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს ამის თავიდან ასაცილებლად.

როგორ მოვაშოროთ იოდი და ბრილიანტის მწვანე ტანსაცმელს, კანს, იატაკსა და ავეჯს

საქმე ისაა, რომ ამ სამედიცინო სითხეებს აქვს ბოჭკოებში სწრაფად და მყარად ჩაჯდომის უნარი. მათთან ბრძოლისას მთავარია არ დაიბნეთ და უმალვე მოწმინდოთ ზედაპირს სითხე, არ მისცეთ გავრცელების და ჩაჯდომის უფლება. სხვადასხვა ზედაპირებიდან ამ სითხეების მოშორების ხერხს კი OXOTV-ის რედაქცია დღევანდელ მასალაში შემოგთავაზებთ.

ტანსაცმელზე
როგორ მოვაშოროთ იოდი და ბრილიანტის მწვანე ტანსაცმელს, კანს, იატაკსა და ავეჯს

თქვენი მოქმედება დამოკიდებულია, პირველ რიგში, ქსოვილის შემადგენლობაზე. თუ ეტიკეტზე მითითებულია, რომ დაუშვებელია მათეთრებლის ან ლაქების ამომყვანის გამოყენება, მაშინ ნივთი ქიმწმენდაში უნდა მიიტანოთ, თანაც რაც შეიძლება სწრაფად, სანამ ქიმიური ნივთიერება ღრმად არ ჩაჯდა ბოჭკოებში.

თუ გსურთ ლაქასთან საკუთარი ძალებით ბრძოლა, იხილეთ საშუალებები:

ბრილიანტის მწვანე:
  1. დელიკატურ ნივთებზე დაამუშავეთ ლაქა ყველაზე ცხიმიანი კრემით, რაც მოგეპოვებათ. აცადეთ 2-3 საათით შეწოვა. შემდეგ ჩვეულებრივად, ფხვნილთან ერთად გარეცხეთ;
  2. ბეწვეულის ტანსაცმელზე კარგად მუშაობს წყლისა და სარეცხი საშუალების ხსნარი(0,5 ლ წყალზე 3-5 კოვზი გახეხილი მყარი საპნის ან თხევადი საპნისა). ჩაალბეთ მასში ნივთი, შემდეგ კი გაავლეთ;
  3. ღია ფერის ქსოვილზე შეგიძლიათ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელიც ქლორს შეიცავს(მათეთრებლები). საკმარისია, დაატანოთ დაბინძურებულ ადგილზე, გააჩეროთ რამდენიმე წუთით, როგორც ინსტრუქციაშია მითითებული და შემდეგ შეაგდოთ სარეცხის მანქანაში.
იოდი:
  • დაგეხმარებათ ჩვეულებრივი კარტოფილის სახამებელი. იგი კარგად უნდა შეაზილოთ ლაქას, რომელსაც წინასწარ კარგად დაალბობთ. გააჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ გარეცხეთ. დაასრულეთ ავტომატური რეცხვით;
  • ლაქის მოსაშორებელი სითხის ან აცეტონის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ ნივთის ხშირი რეცხვა არაა რეკომენდებული. ფრთხილად გაწმინდეთ სველი ბამბით ლაქა.
ლამინატსა და პარკეტზე
როგორ მოვაშოროთ იოდი და ბრილიანტის მწვანე ტანსაცმელს, კანს, იატაკსა და ავეჯს

ბრილიანტის მწვანე:
  • სპირტისშემცველი საშუალება(შუშის საწმენდი ალკოჰოლი) ან ბენზინი(ნავთი) დაგეხმარებათ, თუ იატაკზე ლამინატი, ლინოლეუმი ან პარკეტი გაქვთ. პროცესის დასასრულებლად გახეხეთ მტკიცე ჯაგრისით და მორეცხეთ ზედაპირი საპნის ხსნარით.
იოდი:
  • ლაქაზე უხვად მოაყარეთ საკვები სოდა, დაასველეთ და ზემოდან ნოტიო ქსოვილი დააფარეთ. აცადეთ მოქმედება. შემდეგ გადარეცხეთ იატაკი ჩვეულებრივად. დაბინძურებული ადგილის გაწმენდა შეგიძლიათ მათეთრებელში ამოვლებული ქსოვილითაც. გააჩერეთ რამდენიმე საათით და შემდეგ მოწმინდეთ იატაკი.
ხალიჩაზე
როგორ მოვაშოროთ იოდი და ბრილიანტის მწვანე ტანსაცმელს, კანს, იატაკსა და ავეჯს

ბრილიანტის მწვანე:
  • მაშინვე დაამუშავეთ საპნის ხსნარის კონცენტრატით(0.5ლ წყალში ჩაყარეთ 3-5 კოვზი სარეცხი ფხვნილი) ან გამოიყენეთ ნებისმიერი ლაქების ამომყვანი. მოკლე ჯაგრის მქონე ხალიჩაზე გამოიყენეთ ჯაგრისი, გრძელზე კი - სუფთა ტილო ჭარბი სითხის მოსაშორებლად;
  • შეგიძლიათ ლაქის გაწმენდა ნიშადურის სპირტითაც, თუმცა აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების წესები, რადგანაც ამ გამჭვირვალე სითხეს ამიაკის ძალიან მკვეთრი სუნი აქვს.
იოდი:
  • ისევ უმი კარტოფილი გადაგარჩენთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, იგი უნდა დახეხოთ და ფაფა ლაქას შეაზილოთ. იგი შეიწოვს იოდს, თქვენ კი შემდეგ ნარჩენებს აიღებთ და გახეხავთ ხალიჩას.
ავეჯზე
როგორ მოვაშოროთ იოდი და ბრილიანტის მწვანე ტანსაცმელს, კანს, იატაკსა და ავეჯს

სითხეების ამოყვანის საშუალების ძებნისას უნდა გაითვალისწინოთ ავეჯის მასალა. თუ ეს ქსოვილია, გამოიყენეთ ტანსაცმლის პუნქტში მოცემული საშუალებები, ან მიმართეთ ქიმწმენდას.
ტყავის შემცვლელის, პლასტმასის, შუშის, დამუშავებული ხის ზედაპირის დასვრის შემთხვევაში გამოიყენეთ ჩვეულებრივი სასკოლო საშლელი. თუ იგი ვერ დაგეხმარათ, სცადეთ სპირტი.
იოდის შემთხვევაში შეგიძლიათ შუაზე გაჭრილი უმი კარტოფილი გამოიყენოთ. თუ პირველ ცდაზე არ გამოვიდა ლაქის ამოყვანა, გააჩერეთ კარტოფილი რამდენიმე საათით.

კანზე
როგორ მოვაშოროთ იოდი და ბრილიანტის მწვანე ტანსაცმელს, კანს, იატაკსა და ავეჯს

ეს ყველაზე მარტივი შემთხვევაა, რადგან კანის საფარველი მუდმივად ახლდება. თუ ვერ დაიცდით რამდენიმე დღე, მაშინ სცადეთ ეს საშუალებები:
ბრილიანტის მწვანე:
  • ნებისმიერ სპირტისშემცველ სასუალებაში ჩაალბეთ ბამბის დისკი და ძლიერად გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილი. მშრალი კანის შემთხვევაში გამოიყენეთ ეს საშუალებები სიფრთხილით, ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად;
  • უფრო მისაღებია სააფთიაქო საშუალებები - წყალბადის ზეჟანგი და ქლორჰექსიდინი, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ კანის კარგ ანტისეპტიკებად;
  • მსუბუქი და მგრძნობიარე კანისთვის შეგიძლიათ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება გამოიყენოთ. პროცესს დრო დასჭირდება.
იოდი:
  • ბრილიანტის მწვანეს ამოსაყვან საშუალებებთან ერთად, იოდის მოცილება ამ ხერხითაც შეგიძლიათ - სველ ლაქაზე დაიყარეთ საკვები სოდა, კარგად შეიზილეთ, გააჩერეთ 10-15 წუთით და დაიბანეთ წყლით.
შეინახეთ ეს მასალა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ რჩევები სასურველი შედეგის მისაღწევად.

მკითხველთა შთაბეჭდილებები