ახალი წელი მოდურ მანიკურთან ერთად - 7 საუკეთესო იდეა

Загрузка...

Instagram-ზე მანიკურის ოსტატები აქტიურად აქვეყნებენ თავიანთ ნამუშევრებს. OXOTV-ის რედაქციამ კი მათ შორის საუკეთესონი ამოარჩია და ამ მასალაში გთავაზობთ მანიკურის 7 არაჩვეულებრივ იდეას ახალი წლის საღამოსთვის.

მბზინავი "ფრენჩი"
ახალი წელი მოდურ მანიკურთან ერთად - 7 საუკეთესო იდეა

"ფრენჩი" - მარადიული ტრენდია. ოსტატები მას საახალწლო საღამოს მთავარ ჰიტს უწოდებენ. ისინი გვთავაზობენ ჩვეულებრივი თეთრი და ვარდისფერი ლაქების მბზინავი ლაქებით ჩანაცვლებას. ასე მიიღებთ სადღესასწაულო ლაკონურ მანიკურს. მაშინვე ნათელი იქნება, რომ გოგონა გემოვნებიანია.

საახალწლო წითელი
ახალი წელი მოდურ მანიკურთან ერთად - 7 საუკეთესო იდეა

შეჩერდით ალისფერზე, რადგან მისი "საუკუნო ახალგაზრდობა" უდაოა. ეს ფერი იდეალურად გამოიყურება ვერცხლთან და ოქროსთან ერთად. "მტვერი" ფრჩხილების დაბოლოებებზე ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

პასტელი აქცენტებით
ახალი წელი მოდურ მანიკურთან ერთად - 7 საუკეთესო იდეა

საყვარელ პასტელს ეს აქცენტები ახალ დონეზე აიყვანს. არათითსა და ნეკაზე გაიკეთეთ ნახატი, მაგალითად, თოვლის ფიფქებს ან სხვა დეტალებს საახალწლო თემატიკით. გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიას შთაგონებისათვის.

ოქროსფერი გრაფიკა
ახალი წელი მოდურ მანიკურთან ერთად - 7 საუკეთესო იდეა

შეარჩიეთ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ელფერები, დაიხატეთ ფრჩხილებზე ნებისმიერი გეომეტრიული ფიგურა. ჩვენი ვარიანტი იდეალურია - ფოლგისა და გლიტერის შეხამება.

"ნაქსოვი სვიტრი"
ახალი წელი მოდურ მანიკურთან ერთად - 7 საუკეთესო იდეა

იდეალური და მყუდროა ზამთრისთვის. ეს ფორმები საუკეთესოდ ხორცისფერ და ღია ტონებში გამოიყურება. იმისათვის, რომ ფრჩხილებს ლაკონურობა შესძინოთ, "ნაწნავები" დაიტანეთ მხოლოდ ორ თითზე. მანიკურს სიღრმესა და კონტრასტულობას სხვა ფრჩხილებზე მუქი ლაქი შესძენს.

ღრმა მატე
ახალი წელი მოდურ მანიკურთან ერთად - 7 საუკეთესო იდეა

მატე გარეგნობას უფრო მკაცრ იერს აძლევს. თუმცა, ქალურობას შეგმატებთ მბზინავი გლიტერი და ფოლგა. ვერცხლის ცივი ანარეკლი ნამდვილად შესაბამისია.

დიდსულოვანი მარმარილო
ახალი წელი მოდურ მანიკურთან ერთად - 7 საუკეთესო იდეა

ასეთ ფრჩხილებს თვალს ვერ მოაშორებთ. უნივერსალური არჩევანია, როცა საუბარი დღესასწაულზეა. არ იჩქაროთ ოსტატისთვის მარმარილოს ეფექტის თხოვნა ყველა თითზე. საინტერესო მაშინაა, როცა იგი უცხოს როლშია.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: