7 ნიშანი, რომლებიც ქალში პროვინციელობას ამჟღავნებს

Загрузка...

რა გულმოდგინედაც არ უნდა შეარჩიოთ ტანსაცმელი, მაკიაჟი და აქსესუარები, გარეგნობის სრულმყოფელი მაინც ვარცხნილობაა. თმებს სტილის გამოკვეთა ან გაუფასურება შეუძლია. სწორედ ამიტომ, დღევანდელ მასალაში OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ თმის აქსესუარებსა და ვარცხნილობებს, რომლებმაც უკვე დაკარგა აქტუალობა და ჩვენს დროში პროვინციელობას ამჟღავნებს.

  1. თმის რეზინი ქსოვილისგან
    7 ნიშანი, რომლებიც ქალში პროვინციელობას ამჟღავნებს

    ასეთი რეზინი 80-იანი წლების შუაში შემოვიდა, 90-იანებში კი შემოვიდა მისი ხავერდოვანი ვარიანტი, რომელიც ძალიან მოდურად და ელეგანტურად ითვლებოდა. 2018-ში კი, ძალიან გთხოვთ, თავიდან მოიშორეთ ეს უცნაური აქსესუარი. ისინი მოდაში ნამდვილად აღარ დაბრუნდება.

  2. თმის დაფიქსირება დიდი რაოდენობის ლაკით
    ეს იმ შემთხვევას ეხება, როცა თმა იმდენადაა დაფიქსირებული, რომ ქარის დაბერვაზე თმის ერთი ღერიც კი არ შეირხევა. გასაოცარია, მაგრამ პატარა ქალაქებში ეს ვარცხნილობა ჯერ კიდევ მოდაშია. დაიმახსოვრეთ: მოდური თანამედროვე ქალბატონები ასე არ იქცევიან!

    "ძალიან სველი თმის" ეფექტი
    7 ნიშანი, რომლებიც ქალში პროვინციელობას ამჟღავნებს

    არ შგედავებით - სველი თმის ეფექტი ლამაზად გამოიყურება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გადააჭარბებთ გელისა და ქაფის რაოდენობას. ასე მხოლოდ ცხიმიან თმას მიიღებთ და არა ლამაზ ვარცხნილობას.

  3. ფეხებიანი თმისსამაგრი
    ეს ნამდვილად შეუცვლელი საშუალებაა თმის შესაკრავად. ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ვახშამს ამზადებთ ან აბაზანაში შედიხართ. იგი იდეალურია სახლის ხალათთან და ჩუსტებთან ერთად. თუმცა, სამსახურში ან წვეულებაზე წასასვლელად სხვა, რამე უფრო მოდური შეარჩიეთ.

  4. ორი კუდი
    7 ნიშანი, რომლებიც ქალში პროვინციელობას ამჟღავნებს

    თუ ვინმესთან ბავშვური ან საყვარელი გინდათ გამოჩნდეთ, გთხოვთ, სხვა საშუალება მოძებნეთ ამისთვის. ამ ვარიანტს ვადა გაუვიდა მას შემდეგ, რაც 10 წელს გადმოაბიჯეთ.

  5. მაღალი კოსა
    თუ თქვენ ბალერინა არ ხართ, გირჩევთ, ამ ვარცხნილობაზე უარი თქვათ. ჯერ ერთი, იგი მოდიდან გადავიდა, მეორეც - იგი პროფილს უფრო ამკაცრებს და ცხვირს ვიზუალურად აგრძელებს.

  6. რგოლი თმისთვის
    7 ნიშანი, რომლებიც ქალში პროვინციელობას ამჟღავნებს
რამდენიმე წლის წინ ეს აქსესუარი ყველგან გამოიყენებოდა, თუმცა ამჯერად მან დაკარგა თავისი აქტუალურობა. ახლა მოდაშია ბუნებრიობა, ეს აქსესუარი კი ნამდვილად არ ჩანს ბუნებრივი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები