5 ხერხი, რომელთა წყალობით ძველ ტაფებს ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ.
ტაფები დროსთან ერთად პირვანდელ იერსახეს კარგავს და ნელ-ნელა სრულიად გამოუსადეგარი ხდება. დღეს OXOTV ინოვაციურ მეთოდებს გასწავლით, რომლის წყალობით მათ ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ.
- სარეცხის საპონი.
თქვენ მხოლოდ სარეცხის საპონი, პოლივინილი აცეტატი და 4 ლიტრი წყალი გჭირდებათ. გახეხეთ საპონი და იგი სხვა ინგრედიენტებს შეურიეთ. ჭურჭელი ამ სითხეში 30 წუთის განმავლობაში უნდა ადუღოთ. - სოდა.
ცხიმიანი და დამწვარი ლაქების მოსაშორებლად სოდა იდეალური გახლავთ. თქვენ ის წყლიან ქილაში უნდა გახსნათ და ჭურჭელი მასში უნდა ავადუღოთ. უკეთესი ეფექტისთვის გირჩევთ 2 კოვზი 9%-იანი ძმარი ან სარეცხის საპონი დაამატოთ. - ნატრიუმის ქლორიდი.
უბრალოდ ჩაყარეთ ნატრიუმის ქლორიდი გასაწმენდ ქვაბში, ჩაასხით წყალი და აადუღეთ ის. როგორც ხედავთ ყველაფერი ძალზედ მარტივია. - ძმარი.
ლაქის მოსაშორებლად უბრალოდ მას ძმარი დაასხით, 2-3 წუთი გააჩერეთ და შემდგომ ტრადიციული მეთოდით გაწმინდეთ. - ლიმონის მჟავა.
ლიმონის მჟავას უდიდესი ეფექტის მოხდენა შეუძლია. თქვენ გაცხელებულ ქვაბში 2 კოვზი ლიმონის მჟავას უნდა ჩაასხათ, შემდგომ მას იმდენი წყალი დაუმატოთ, რომ ქვაბი ნახევრამდე აივსოს, საბოლოოდ კი 15 წუთის განმავლობაში ადუღოთ. სხვათაშორის მსგავსი მეთოდით თქვენ ნალექისგან გათავისუფლებაც შეგიძლიათ.
მკითხველთა შთაბეჭდილებები