საშობაო ორცხობილები. მარტივი რეცეპტი, რომელიც ამ უქმეებზე აუცილებლად უნდა სცადოთ.

Загрузка...

შობა-ახალი წელი განსაკუთრებული პერიოდია, რომლის დროსაც ადამიანთა უმეტესობა სხვადასხვა ნუგბარსა, თუ კერძს ამზადებს. დღეს OXOTV არ დაარღვევს ტრადიციას და ამ ჯადოსნურ რამეს კიდევ ერთ, ახალ საშობაო ტკბილეულის რეცეპტს გაგიმხელთ. იგი საკმაოდ მარტივია. ხომ გაგიგიათ გენიალურობა სიმარტივეშიაო? ჰოდა გვერწმუნეთ ამ ორცხობილის გემო არასოდეს დაგავიწყდებათ!

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 1/2 ჭიქა დარბილებული კარაქი.
  • 2 ჭიქა თეთრი შაქარი.
  • 4ც კვერცხი.
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი.
  • 5 ჭიქა ფქვილი.
  • 2 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი (საფუარი).
  • 1 ჩაის კოვზი მარილი.

მომზადების წესი:
  1. დიდ ჯამში კარაქი და შაქარი იქამდე ურიეთ, სანამ ერთიან, კრემისმაგვარ მასას არ მიიღებთ.
  2. გატეხეთ კვერცხი და ნარევს ვანილიც დაუმატეთ.
  3. აურიეთ მასში ფქვილი, საფუარი და მარილი.
  4. გადააფარეთ რამე და 1 საათი მაინც ან მთელი ღამე გააჩერეთ.
  5. ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ.
  6. ცომისგან ფორმები გამოჭერით და შემდგომ 6-8 წუთის განმავლობაში აცხეთ.
  7. ორცხობილების გაფორმება ისე შეგიძლიათ, როგორც გსურთ.შეგიძლიათ ფოტოზე წარმოდგენილი დიზაინის გამოიყენოთ.

OXOTV ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: